„ქართული ღირსებისთვის არ არის საკმარისი კვარაცხელია, სურგულაძე და ბურჭულაძე, ამიტომ გთხოვთ არა მარტო თქვენ, არამედ ყველა ქართველს, ერთად ვიბრძოლოთ ამ ფაქტის წინაშე“ - ლია გვიჩიანი
ეკონომიკური, სოციალური და სხვა სახის პრობლემების დაძლევის მიზნით, საქართველოდან ემიგრაციაში წასვლის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. საემიგრაციო ქვეყნებში გაზრდილი დიასპორა კი თვითგადარჩენის და დამკვიდრების ახალ სტანდარტებს და დაუწერელ კანონებს აწესებს, რომლის კონტროლიც ფაქტობრივად შეუძლებელია.
იტალია ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც დღეს ყველაზე დიდი ქართული დიასპორაა თავმოყრილი. თვითრეგულაციის პრინციპით ემიგრაციაში დამკვიდრდა ე.წ. „დამსაქმებლის“ და ბინის გაქირავების ინსტიტუტი, რომელიც კანონის გვერდის ავლით ხორციელდება.
უსამსახუროდ დარჩენილი ემიგრანტი ქალები, ახალი სამსახურის შოვნამდე, თავს ე.წ. ქართველების ბინებში აფარებენ. ხშირ შემთხვევაში კი ბინის მეპატრონეებისგან, სოლიდური თანხის სანაცვლოდ დასაქმების გარანტიებსაც იღებენ.
Exclusivetv.ge არსებობის დღიდან აქტიურად აშუქებს იმ საკითხებს, რომელიც ემიგრაციის მძიმე ტვირთად იქცა. საემიგრაციო მედიაპლატფორმამ არაერთი სტატია და ჟურნალისტური თემა მიუძღვნა იმ ტაბუ დადებულ თემებს, რომელიც წლების მანძილზე ემიგრანტების მთავარ პრობლემას - ე.წ. არალეგალურ დასაქმებას უკავშირდება.
Exclusivetv.ge ერთგული მკითხველი და რესპონდენტი ლია სიდონია გვიჩიანი დაუკავშირდა, რომელიც ღიად ამხელს დამსაქმებლებს და ცდილობს ამ ფორმით ხელი შეუშალოს იმ მავნე პრაქტიკას, რომელიც წლების მანძილზე არსებობს.
„ქართული მასმედია იტალიაში.
Associazione Georgiana Merani • ქართული ასოციაცია მერანი
Exclusive tv-khatuna sharadze
"KN TV" qeti nogieva.
მოგესალმებით მეგობრებო❗️❗️❗️
მოგმართავთ თხოვნით ყველა ქართულ მედიას იტალიაში❗️
მივესალმები თქვენს ღვაწლს და თავდადებას, რასაც აკეთებთ მედიის სფეროში. მოხარული ვარ რომ განიხილავთ ქართულ კულტურას, ტრადიციებს, სპორტს, ისტორიას, მაგრამ ჩვენ როგორც გადმოხვეწილები უცხო მიწაზე, გვავიწყდება უმთავრესი ფაქტორი, რომელიც შეეხება ემიგრანტების დასაქმებას იტალიაში, ქართველები ჩამოდიან სამუშაოდ და აქ აწყდებიან უამრავ პრობლემებს ვაიდამსაქმებლების ხელში. ქართველი ემიგრანტებისთვის მთავარი დასაქმებაა და დანარჩენი სხვა მეორეხარისხოვანი. ყველას მოგვეხსენება თუ რა წნეხში ექცევიან ისინი და ვინ იცის რამდენია ამ წუთში ამ მდგომარეობაში, ყველამ წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი ამ პოზიციაზე და გავიხსენოთ ჩვენი ემიგრანტობის პირველი ნაბიჯები.
მართლა აუტანელი და სამარცხვინო გახდა ამ ვაიდამსაქმებლების პარპაში. ჩვენ ქართველებმა ამ სირცხვილის ლაქას თუ არ მოვიწმინდეთ, დღითი დღე მივექანებით ჭაობისკენ ეს თუ არ ამოიფხვრება.
ქართული ღირსებისთვის არ არის საკმარისი კვარაცხელია, სურგულაძე და ბურჭულაძე, ამიტომ გთხოვთ არა მარტო თქვენ, არამედ ყველა ქართველს, ერთად ვიბრძოლოთ ამ ფაქტის წინაშე.
ძალა ერთობაშია❗️❗️❗️“ - გვწერს ლია სიდონის გვიჩიანი.

ამავე თემაზე:
📌 თაღლითური სქემები იტალიაში - ლია გვიჩიანი ქართველ დამსაქმებლებს ამხელს!
1794675556
სპორტიმერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...
1794675512
მსოფლიოდონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...
1794673487
სპორტისაქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...
1794671457
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას
„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...
1794670023
ახალი ამბებიალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება
მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...































