ჰქონდა თუ არა, საქართველოს საკონსულოს იტალიაში, ქართველი "დამსაქმებლის" ლიკა გალუსტაშვილის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ქართველი ემიგრანტები ერთგვარ "ტრეფიკინგში" და არაადამიანურ მოპყრობაში ედავებიან

რამდენიმე დღეა, ExclusiveTV.ge მუშაობს თემაზე, რომელიც იტალიაში „დამსაქმებლის ინსტიტუტს“ და ამ „ინსტიტუტის“ დაუწერელ კანონებს ეხება, რომლის მსხვერპლიც წლების განმავლობაში არაერთი ქართველი ემიგრანტი გამხდარა. შიშის, თუ უიმედობის გამო, რომ არსებულ რეალობას ვერ შეცვლიან, ეს ადამიანები ხშირად ჩუმად ყოფნას ამჯობინებენ, მაგრამ ამჯერად, ქართველი ემიგრანტების ერთმა ჯგუფმა ხმამაღლა საუბრის გადაწყვეტილება მიიღო. ბრალდებების მართებულობას, პოლიცია და გამოძიება გაარკვევს, რადგან ემიგრანტებს ოფიციალური საჩივრის შეტანა აქვთ გადაწყვეტილი. სანამ ოფიციალური გამოძიება დაიწყება, გადავწყვიტეთ ამ ადამიანებისთვის პლატფორმა დაგვეთმო. მედიამაუწყებლის ვებსაიტზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ზემოთ აღნიშნული ჯგუფი, რომში მცხოვრებ ქართველ „დამსაქმებელს“ ლიკა გალუსტაშვილს ერთგვარ „ტრეფიკინგში“ და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.

ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე ემიგრანტ ქალბატონს, მოვისმინეთ მათი პრეტენზიები და ბრალდებები, რის შემდეგაც დავუკავშირდით ლიკა გალუსტაშვილს, რომელმაც ეს ბრალდებები უარყო. მეტიც, ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მისმა იტალიელმა საქმიანმა პარტნიორმა მონიკამ, ამ ჯგუფის ორი წევრის წინააღმდეგ, პოლიციაში საჩივარი დაწერა, რომლის ასლსაც აუცილებლად გამოგვიგზავნის.

თემაზე მუშაობის პროცესში ვესაუბრეთ კიდევ ერთ პიროვნებას, ქალაქ ლივორნოში მცხოვრებ ქალბატონ ხათუნა გურჩუა, რომელმაც „დამსაქმებლებისგან“ დაზარალებული ემიგრანტების ისტორიების შესახებ, რამდენიმე დღის წინ ელექტრონული ფოსტით, წერილი გაუგზავნა იტალიაში საქართველოს საკონსულოს და მიიღო საპასუხო წერილი, სადაც საკონსულოს წარმომადგენელი ბრალდების ობიექტის ვინაობას და ამბის დამადასტურებელ ინფორმაციას ითხოვდა. ქალბატონმა ხათუნამ, როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, საკონსულოს გარკვეული ინფორმაცია გადაუგზავნა.

ExclusiveTV.ge იმავე დღეს დაუკავშირდა საქართველოს კონსულს იტალიაში ნატალია კორძაიას, რომელმაც აღნიშნა, რომ ერთი კვირის წინ, საკონსულოში შევიდა ზოგადი, გულისტკივილით დაწერილი ი-მეილი, რაზედაც საკონსულოს წარმომადგენელმა უპასუხა, რომ მიეწერათ კონკრეტული ფაქტები და ვის ეხებოდა საკითხი. რის შემდეგაც მეორე მხრიდან იყო პასუხი, რომ აგროვებს მასალებს, რათა გადასცეს საკონსულოს.

კონსულის განცხადებით, აღნიშნულ მიმოწერაში ლიკა გალუსტაშვილი არ ფიგურირებდა. ასევე, საკონსულოში შესულ ერთ-ერთ იმეილში საუბარი იყო კალაბრიაზე და არა რომზე. კონსულმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ახლა უკვე როდესაც საქმის კურსშია, აუცილებლად მიადევნებს თვალს აღნიშნულ ამბავს და თუ ადგილი აქვს სამართალდარღვევის ფაქტს ამ შემთხვევაში რეკომენდაციაა მიემართოს სამართალდამცავ ორგანოებს.

ჩვენ, ExclusiveTV.ge-ს ჟურნალისტები, განვაგრძობთ თემაზე მუშაობას და ღია ვართ კომუნიკაციისთვის. ჩვენ ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიული ბალანსის დაცვით, აუცილებლად გავაშუქებთ ნებისმიერ პრობლემატურ თემას, რომელიც ემიგრანტების უფლებების დარღვევას და ხელყოფას ეხება.

პ.ს. სტატიას ფოტო მასალის სახით ერთვის ლიკა გალუსტაშვილის ფოტო.

ამავე თემაზე:

📌 ქართველი ემიგრანტები ქართველ "დამსაქმებელს" და მის იტალიელ პარტნიორს “ტრეფიკინგსა” და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ, იტალიელმა დამსაქმებელმა კი მათ ბულინგისა და ცილისწამების გამო უჩივლა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794316658

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩინეთში პარტიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შევთანხმდით, რომელშიც გაწერილი იქნება როგორც პოლიტიკური, ისე ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობა

„ჩინეთის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრთან მა ჰუითან შეხვედრაზე აღვნიშნეთ კმაყოფილებით ის დინამიკა, რომელიც გვაქვს ბოლო წლებში ორმხრივ ურთიერთობებში. განსაკუთრებით ეს ეხება ქართულ-ჩინური ურთი...

ნიკოლოზ სამხარაძე

1794315951

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5936 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5943 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

ლარი გამყარდა

1794315859

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ციფრული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს შეფერხებების შემცირებას, კოორდინაციის გაუმჯობესებას და ენერგიის არასაჭირო ხარჯვის მინიმუმამდე დაყვანას

„ციფრული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს შეფერხებების შემცირებას, კოორდინაციის გაუმჯობესებას და ენერგიის არასაჭირო ხარჯვის მინიმუმამდე დაყვანას“, - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრ...

მარიამ ქვრივიშვილი

1794314052

საზოგადოება

ქობულეთში ბუნებრივი აირის გამათბობლის აალების შედეგად დედამ და მცირეწლოვანმა შვილმა დამწვრობა მიიღეს

ქობულეთში გაზქურის გამათბობლის აფეთქების შედეგად დაშავებული დედა და 3 წლის ბავშვი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ცნობით, გაზქურის აფეთქების შ...

სასწრაფოს მანქანა

1794313164

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კეთილდღეობის საკითხებში აბებე ადუგნას შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შო...

პრემიერი პრემიერი