„თანხა რომ დამეფარა, სასწრაფოდ მომიხდა ქვეყნის დატოვება“ - ემიგრანტი ჟურნალისტის ბლოგი

ამ სტატიას არ აქვს ქართული განათლების სისტემის შეფასების ამბიცია. ავტორს მხოლოდ ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი სუბიექტური მოსაზრებების გასაჯაროების სურვილი ამოძრავებს.

 

ჩემმა ახლობლებმა იციან, რომ განათლება ჩემთვის ერთ-ერთი პირველ ადგილზე მდგომი პრიორიტეტია. საქართველოში ცხოვრების და მუშაობის პირობებშიც, როდესაც ჩემი მოკრძალებული შემოსავალი არ მაძლევდა ამის საშუალებას, მუდმივად ვცდილობდი სხვა, დამატებითი საშუალებები მომეძიებინა ორი მოზარდის სწავლისა და განვითარებისთვის. არ იყო მარტივი. მაგალითად, პატარაობიდანვე მინდოდა, ორივეს უცხო ენები ესწავლა, ესეც დიდ ფულად რესურსებთან იყო დაკავშირებული. ხან ვახერხებდი, ხან ვერა. ჩემი შვილის დამრიგებელი ვერაფრით იგებდა, რატომ ვერ ვახერხებდი მე, მარტოხელა დედა ბავშვის დამატებით მომზადებას, მაგალითად მათემატიკაში, როდესაც ეს მას აუცილებლად სჭირდებოდა. ერთი მარტივი მიზეზის გამო - ფული არ მყოფნიდა!

ჩემი უფროსი გოგონას საუნივერსიტეტო მომზადებისათვის, სახლი გავყიდეთ, ნაკლებად პრესტიჟულ უბანში გადავინაცვლეთ და ასე მოხერხდა რეპეტიტორებისთვის ხელფასების გადახდა. მაგრამ შემდეგ, უნივერსიტეტის თანხა რომ დამეფარა, სასწრაფოდ მომიხდა ქვეყნის დატოვება. ასეთი ისტორია უამრავ დედას აქვს საქართველოში.

2020 წლის მარტის შემდეგ ჩემს უმცროს, მეთორმეტეკლასელ შვილს სკოლის მერხთან გაკვეთილები აღარ ჩატარებია. ისე გადის უფროსკლასელობის სამი წელი, ბავშვებს ერთმანეთი არ უნახავთ. პირდაპირ, მხსნელად მოევლინა პანდემია ზარმაც და უმოტივაციო მასწავლებელთა ლეგიონს. არ ვამტკიცებ, რომ დისტანციური განათლება სრულიად არაფრის მომცემია. როდესაც ბავშვს აქვს სურვილი და პასუხისმგებლობის გრძნობითაცაა დაჯილდოებული, ის ახერხებს დისტანციურადაც მიიღოს მაქსიმუმი.

ისევ ჩემი უმცროსი შვილის მაგალითის მოყვანა მომიწევს: ორი წელია იაპონური ენის ცენტრში სწავლობს, ყველა გაკვეთილი დისტანციურად ჩაუტარდა ამ პერიოდში, მაგრამ ის უკვე ახერხებს იაპონურ ენაზე კომუნიკაციას. ანუ ორმხრივი მზაობაა საჭირო, მასწავლებლის და მოსწავლის ტანდემი ერთნაირ სიხშირეზე უნდა იმყოფებოდნენ. ამ შემთხვევაში შედეგი დგება, მაგრამ ასეა სასკოლო გაკვეთილების მიმდინარეობისას? მერწმუნეთ, რომ არა!

მეუბნებიან რომ იანვრიდან ბევრი რამ შეიცვლება ქართულ სკოლაში, უპირველესად, ბავშვებისადმი აბუჩად ამგდები და დამამცირებელი დამოკიდებულება. ჩემმა უახლოესმა მეგობარმა ჩვენს არცთუ ახალგაზრდულ ასაკში, პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა. ჩააბარა მასწავლებლობისთვის საჭირო ყველა გამოცდა და ახლა სტატუსის მოსაპოვებლად ასპროცენტიანი სახელმწიფო გრანტით ერთ-ერთ კერძო უნივერსიტეტში სწავლობს. სწავლობს არა მათემატიკას, რომელიც მისი პროფესია იქნება, არამედ იმას, როგორ უნდა ასწავლოს მათემატიკა ბავშვებს, ისე რომ პატარაობიდანვე არ შეიძულონ საგანი.

გეცნობათ ხომ სიტუაცია? ქართველი ბავშვების 70 პროცენტზე მეტს მათემატიკა იმიტომ სძულთ, რომ მასწავლებელი ვერ ახერხებს სწავლებას. ჩემი მეგობარი მიყვება, რომ მომავალი სასწავლო სემესტრიდან ასე აღარ იქნება. ის მასწავლებლები, რომლებმაც მინიმალური კომპეტენცია ვერ დაადასტურეს, იძულებულები გახდებიან, ან ცოდნის დონე აიმაღლონ, ან დატოვონ სკოლა. განათლება რომ პროგრესია, ეს სადღეგრძელო ყველამ ვიცით. განათლებულ საზოგადოებას რომ ვერ მართავს და შენს ჭკუაზე ვერ ატარებ, ესეც! მაგრამ კიდევ ერთ რამეს დავაკვირდი. განათლებულ საზოგადოებებში თითქმის არ არსებობს აგრესია, სიძულვილი და ფანატიზმი. ასეთ საზოგადოებაზე უარყოფით გავლენას ვერც ბუნებრივი პირობები ახდენს, მაგალითად ჩრდილოეთში მკაცრი ყინვების და ძალიან ცოტა მზის ქვეყანაში, ფინეთში შემდგარი, განათლებული საზოგადოება ცხოვრობს, რომელსაც ქართველისგან განსხვავებით, არ აწუხებს სიცივე ზამთარში ან სიცხე ზაფხულში. ქვეყანამ მოახერხა განათლების ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, სწავლა და შემეცნება ბავშვისთვის სიამოვნებაა და არა ტანჯვა.

მეუბნებიან, რომ მალე ჩვენთანაც ასე იქნება, რომ მასწავლებელი ვეღარ შეძლებს დაამციროს ბავშვები მთელი კლასის წინაშე. ცოტა სკეპტიკურად კი ვუყურებ, მაგრამ ვცდილობ რწმენის ნასახი გამოვძებნო საკუთარ თავში. ჩემს აქ ყოფნას, სადაც თავს მეორეხარისხოვან ადამიანად აღვიქვამ, სწორედ განათლების ნაკლებობას ვაბრალებ.

სამყარო ისე ვითარდება, იმდენი რამეა სასწავლი, მხოლოდ უნივერსიტეტის დამთავრება არ კმარა. მე კი ვერ შევძელი ავყოლოდი ამ განვითარებას. ახლა ჩემი შვილების განათლებისთვის ვიბრძვი, სხვა ქართველი დედების მსგავსად, უცხოეთში რომ გადაიხვეწნენ. მაგრამ მერწმუნეთ, ცალკეული დედების მცდელობები საერთო სურათს ვერ შეცვლის. განათლებულ საზოგადოებას რომ ვიქცეთ და ერთხელ და სამუდამოდ გვეშველოს, სკოლა უნდა შევცვალოთ, მთლიანად და დაუნდობლად.

ლალი იმედაიშვილი, სპეციალურად exclusivetv.ge-სთვის ლომბარდიიდან

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 “უცხოეთში დროებით თუ სამუდამოდ დაკარგულმა ქალებმა ვიცით, რა მსხვერპლზე მივდივართ და რატომ ვაკეთებთ ამას“ - ლალი იმედაიშვილი

📌 ემიგრანტი ჟურნალისტი - „ისევ მაქ ვიქნებოდი, ოთხას ლარიან ხელფასს მიჩიჩინებული და მშვიდად დავიხოცებოდით შიმშილით“

📌 “საბერძნეთამდე ავტობუსში მოწყობილი სპეციალური სამალავით ჩააღწია, მაგრამ ჩაკეტილი სივრცის შიში დასჩემდა“ - წერილი ემიგრანტ მეგობარს

📌 იტალიაში ყველაზე ორიგინალური ნაძვის ხე მოდენაში დაიდგა - რისგან შექმნეს ის?

📌 ვენეციის ლაგუნაში საშობაოდ ქრისტეს ბაგა წარმოადგინეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787939787

ახალი ამბები

ეთერ ლიპარტელიანი ლოზანას გრანდ-სლემის ჩემპიონია

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა. ლიპარტელიანმა ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა. ეს ჯილდო ქართველი სპორტსმენის კარიერაში გრანდ სლემის ტურნ...

ეთერ ლიპარტელიანი ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს

1787939500

ახალი ამბები

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ქორქია-ჯორჯიკიას არენაზე მონტენეგროს უმასპინძლა და 101:74 დაამარცხა. საქართველოს უკვე 4 მოგება აქვს და მესამე-მეოთხე ადგილებს მონტენეგროსთან იყოფს. საქართველოს ნაკრე...

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებ

1787937352

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

1787935325

მსოფლიო

საბერძნეთმა საჰაერო სივრცეში შეჭრილი თურქული დრონი ჩამოაგდო

ეგეოსის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, თურქეთის უპილოტო საფრენი აპარატი საბერძნეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ბერძნული მედიის ცნობით, დრონმა სამოთრაკესა და ლემნოსს შორის საზღვაო არეალში ქვეყნის ეროვნ...

საბერძნეთმა საჰაერო სივრცეში

1787933428

ახალი ამბები

ლევან ვეფხვაძე თელავისა და მესტიის აეროპორტებზე: შიდა საჰაერო რეისებით ძირითადად მაღალმხარჯველი ტურისტები სარგებლობენ, ეს სწორედ ის კატეგორიაა, რომელიც ჩვენს რეგიონებს სჭირდება

„შიდა საჰაერო რეისებით ძირითადად მაღალმხარჯველი ტურისტები სარგებლობენ“, - აცხადებს საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე. მისი თქმით, ტენდერი, რომელიც მესტიისა და თელავის...

ლევან ვეფხვაძე