ბექა დავითულიანი: გვინდა, ევროპა გასწორდეს ღირებულებებში, გაძლიერდეს, იყოს სამართლიანი ჩვენთან მიდგომაშიც და იყოს მონაწილე მსოფლიო პოლიტიკის

„ცოტა სასაცილოდ მეჩვენება ევროკავშირის მხრიდან ვინმეს შანტაჟი, მგონი, თავად არიან შანტაჟის მსხვერპლები“, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა დავითულიანმა.

მისივე თქმით, იდეას თუ აზიანებ, რასაც ევროკავშირი და ევროპული ღირებულებები ჰქვია, მერე თავადაც ზიანდები.

„უფრო დიდი სახელმწიფოები სხდებიან და საუბრობენ მსოფლიოს განაწილებაზე და პოზიციების დაფიქსირებაზე, მათ შორის ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკაზე - ერთი ევროპელიც რომ არ ზის მაგიდასთან. ამასობაში თვითონ დაკარგეს სუბიექტურობა და იმის უფლება, რომ საკუთარი ბედი გადაწყვიტონ. აი, ამ ჩვენსავით მცირე სახელმწიფოების უსამართლო დევნაში, რადგან პირველ რიგში, არსებობს იდეა და შემდეგ ამ იდეის ხორცშესხმა. ამ იდეას თუ აზიანებ, რასაც ევროკავშირი და ევროპული ღირებულებები ჰქვია, მერე შენ თვითონაც ზიანდები. მათ ბოლო, იმდენი წელი გაანიავეს, როდესაც თავისი ძალისმიერი მხარე საერთოდ მოიხსნეს და თავისი უსაფრთხოება სხვებს გადასცეს, იმდენი დრო გაფლანგეს, რომ არ არის ცხადი, რომ ამ დროის ამოქაჩვა შესაძლებელი იქნება, რაც ჩემთვისაც სამწუხაროა, რადგან ალბათ, ევროპა ერთ-ერთი ყველაზე ახლობელია ღირებულებითი თვალსაზრისით ჩვენი ხალხისთვისაც. პირიქით, ჩვენ გვინდა, ევროპა გასწორდეს ღირებულებებში, გაძლიერდეს, იყოს სამართლიანი ჩვენთან მიდგომაშიც და იყოს მსოფლიო პოლიტიკის მონაწილე. ფაქტია, ვხედავთ, აღარ არიან ისინი თავისი ბედის გადამწყვეტები და სხვები წყვეტენ მათ ბედს. ამიტომ, არ ვიცი, მათი შანტაჟის ახლა ვისღა უნდა ეშინოდეს?!“, - განაცხადა დავითულიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795973285

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე პორტუგალია 92:78 დაამარცხა. მატჩი საქართველოს მასპინძლობით ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში ჩ...

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებ

1795970674

საზოგადოება

ლევან მახაშვილი ბრიუსელის დუმილზე: რაც უფრო გაექცევიან კითხვებს, რაც უფრო დამალავენ ინფორმაციას, მით უფრო ნათელი იქნება საზოგადოებისთვის, რომ ეს არის ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახები სიტყვათწყობა

ზედაპირულად, სიყალბით ლაპარაკობენ, რომ ვითომ, არის ვიღაც თვითნებურად დაკავებული, მაგრამ სინამდვილეში კონკრეტული დანაშაულის ჩამდენებზეა საუბარი, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენ...

ლევან მახაშვილი

1795970520

სპორტი

საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან პირველი ტაიმის შემდეგ 38:42-ს აგებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს თბილისში პორტუგალიის წინააღმდეგ მართავს. პორტუგალიის ნაკრებმა მასპინძლებს ხისტი თამაში შესთავაზა. დაძაბული პირველი ტაიმის შ...

საქართველოს ნაკრები

1795967844

ახალი ამბები

შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“: ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, დაიღუპა ცვლის უფროსი - ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გარემოებები დგინდება

შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ შუქრუთის მაღაროში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება ავრცელებს და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს. „დღეს შუქრუთის მაღაროში, მიწისქვეშა სამუშაოების მიმდი...

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“:

1795965654

საზოგადოება

თამარ ჩერგოლეიშვილი აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: დიახ, კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება

დიახ, კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება, - წერს სოციალურ ქსელში „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირ...

თამარ ჩერგოლეიშვილი