ბექა დავითულიანი 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებაზე: ეს დროული იყო იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვნახეთ მოვლენების შემდგომი განვითარება, რა მოვლენებიც განვითარდა მას შემდეგ, ახლა ვხვდებით, რომ ეს იყო ძალიან დროული
ბოლო მცდელობები იყო ამ ბრიფინგის შემდეგ, რომ დიდი შემოტევა ყოფილიყო სახელმწიფოზე, ჩვენ ესეც გადავაგორეთ და დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ვართ ბევრად უფრო მყარი და ძლიერი, ვიდრე მანამდე ვიყავით, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა დავითულიანმა, რომელმაც პრემიერ-მინისტრის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა. კერძოდ, მან იმსჯელა, თუ რამდენად დროული და შედეგიანი აღმოჩნდა დღევანდელი გადასახედიდან საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლამდე გადავადება.
დავითულიანმა ქვეყანაში განვითარებული მოვლენები გაიხსენა.
„ერთი მხრივ, ჩვენ ვთქვით, რომ ეს მოლაპარაკებები გადავადდება, რადგან აღარ იყოს ინსტრუმენტად გამოყენებული ჩვენი ხელისუფლებისა და სახელმწიფოს შანტაჟისთვის და ამას მოჰყვა საზოგადოების რეაქცია. მაგრამ, მეორე მხრივ, თვითონ ევროკავშირის ლიდერები, წევრი სახელმწიფოები და პოლიტიკოსები, ხაზგასმით, ძალიან დიდი დებატების შედეგად რიგდებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ 2030 წელს იქნება ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის. ყველაფერი რაც მანამდე ხდებოდა, რეალურად ეს იყო თამაში ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე“, - აღნიშნა დავითულიანმა.
იგი მიიჩნევს, რომ პრემიერის მიერ ორი წლის წინ გაკეთებული განცხადება დროული იყო.
„ეს დროული იყო იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვნახეთ მოვლენების შემდგომი განვითარება. შესაძლოა, იმ წუთს ბევრს ეფიქრა, რომ ეს არ იყო გარდაუვალი აუცილებლობა, თუმცა რეტროსპექტიულად, აქედან რომ გადავხედოთ და რა მოვლენებიც განვითარდა მსოფლიოში მას შემდეგ, ახლა ვხვდებით, რომ ეს იყო ძალიან დროული“, - განაცხადა დავითულიანმა.
მან აღნიშნა, რომ ევრობიუროკრატები საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არ განიხილავენ და არც ქართველ ხალხს, რომლის ინტერესების დაცვასაც ხელისუფლება ყველა ასპარეზზე ცდილობს.
„ისინი განიხილავენ [საქართველოს] ერთი დიდი თამაშის ნაწილად და ეს ნაწილი დაზიანდება, გაფუჭდება, გამოსაცვლელი თუ გადასაგდები გაუხდებათ - სამწუხაროდ, მსოფლიოს დიდი პოლიტიკის ფიგურანტები, ასე ხედავენ - როგორც სახარჯ მასალას, ისე გიყურებენ. ჩვენ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად თუ არა, მაქსიმუმ, ალბათ, მეორედ დავდექით, როგორც სახელმწიფო და ვთქვით - ეს ასე არ ხდება, თამაში დამთავრდა.
სადამდეც შეიძლებოდა ამის გატარება და ურთიერთობების არ გაფუჭება, სანამ სამყაროში არსებული პოლიტიკური ვითარება ამის საშუალებას იძლეოდა, „ქართულმა ოცნებამ“ მეტ-ნაკლებად ძალიან სწორად იარა. ის ევროკავშირის, მთლიანად დასავლეთის პარტნიორი იყო, ყველაფერს აკეთებდა, რომ ყველა პირობა დაეკმაყოფილებინა, რათა ამ სამყაროს სრულფასოვანი წევრი გამხდარიყო და 2022 წლის უკრაინის ომმა უბრალოდ, ხაზი გაავლო, ყველაფრის უტრირება მოახდინა და დადგა საკითხი ასე, რომ შენი ქვეყნის ინტერესს თუ არ დაიცავ, შეიძლება გაქრე“, - აღნიშნა დავითულიანმა.
მისივე თქმით, ყველამ იცოდა, რომ აღნიშნული ომი მოხდებოდა, საქართველოში კი „შემოაგდეს მათივე აგენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მანამდე „დემოკრატიის შუქურა“ იყო“. დავითულიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მყარად დადგა თავისი პოზიციების დასაცავად.
„არჩევანის თავისუფლებამდე მოვედით ახლა. უბრალოდ, ჩვენ თავის გადარჩენის პროცესში სხვა გზა არ გვქონდა. მოვიპოვეთ ის ელემენტარული სუვერენიტეტი, რომელიც სჭირდება სახელმწიფოს, რათა იარსებოს. ჩვენ რომ სხვაგვარად მოვქცეულიყავით, ეს ქვეყანა ვერ იქნებოდა არა თუ მშვიდობიან არსებობაში, არამედ შესაძლოა, ჩვენ საერთოდ არ ვყოფილიყავით. არ გვაქვს ჩვენ უკრაინისნაირი სტრატეგიული სიღრმე, რესურსები და არც იმხელა ინტერესია ჩვენ მიმართ ამ ნაწილში, რომ როგორც სახელმწიფო გადავრჩეთ, როგორც უკრაინის ნაწილში იქნებოდა. ამიტომ, აქ კეთილგონიერებამ გაიმარჯვა.
როდესაც ნახეს, რომ გარედან და ომში ჩათრევით არაფერი გამოდიოდა, შიდა ძალები მუდმივად მათ ნებაზე ისხდნენ. ამ შიდა ძალებს 12 წელის რევოლუციის პერმანენტული სურვილი აქვთ, არ გასმოდით. ბოლო მცდელობები იყო ამ ბრიფინგის შემდეგ, რომ დიდი შემოტევა ყოფილიყო სახელმწიფოზე. ჩვენ ესეც გადავაგორეთ და დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ვართ ბევრად უფრო მყარი და ძლიერი, ვიდრე მანამდე ვიყავით“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
1795970520
სპორტისაქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან პირველი ტაიმის შემდეგ 38:42-ს აგებს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს თბილისში პორტუგალიის წინააღმდეგ მართავს. პორტუგალიის ნაკრებმა მასპინძლებს ხისტი თამაში შესთავაზა. დაძაბული პირველი ტაიმის შ...
1795967844
ახალი ამბებიშპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“: ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, დაიღუპა ცვლის უფროსი - ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გარემოებები დგინდება
შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ შუქრუთის მაღაროში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება ავრცელებს და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს. „დღეს შუქრუთის მაღაროში, მიწისქვეშა სამუშაოების მიმდი...
1795965654
საზოგადოებათამარ ჩერგოლეიშვილი აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: დიახ, კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება
დიახ, კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება, - წერს სოციალურ ქსელში „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირ...
1795962690
ახალი ამბებიშუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო...
1795959544
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ორი თვე ემზადებოდნენ რადიკალები აქციისთვის და შეძლეს ის, რომ მაქსიმუმ 7000 ადამიანი იყო გამოსული ქუჩაში, ნახევარი საათი გაძლო რადიკალურმა ოპოზიციამ, ეს არის ეგრეთ წოდებული ვითომ ხალხის მდინარეები
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ოპოზიციის გუშინდელ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აქცია მცირერიცხოვანი იყო, რომელიც მალევე დაიშალა. მათიკაშვილის განცხადე...



























