დავით მათიკაშვილი შეწყალებული პატიმრების მიმართ რადიკალების ბულინგზე: ცხადია, რომ დანაშაულის აღიარების და გულწრფელი მონანიების ელემენტები ეწინააღმდეგება მათ საერთო მიზანს, რომ ხელისუფლება ძალადობით შეიცვალოს

„დააკვირდით, როგორც კი ვინმე ციხიდან გამოდის, ან შეწყალებაზე თუ საპროცესო შეთანხმებაზე დაწერს განცხადებას, რა ბულინგი და უშვერი სიტყვებით ლანძღვა მიდის სოცქსელებში“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა პრეზიდენტის მიერ შეწყალებით გათავისუფლებული იმ პატიმრების მიმართ ბულინგზე, რომლებიც ძალადობრივი აქციების დროს იყვნენ დაკავებულები.

მისივე თქმით, ცხადია, რომ დანაშაულის აღიარების და გულწრფელი მონანიების ელემენტები ეწინააღმდეგება რადიკალების საერთო მიზანს, რომ ხელისუფლება ძალადობით შეიცვალოს.

„მთელი მსოფლიოს და საქართველოს მასშტაბით რომ ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ თურმე, „ჩვენ ოდნავ მოგვიანებით გასაღები უნდა ჩავიბაროთ პრეზიდენტის სასახლის“, ხალხის დაძვრას რომ უწყობდნენ ხელს და მოუწოდებდნენ პრეზიდენტის სასახლისკენ, მათ შორის იქ მყოფი მსოფლიო დონის ბარიტონები, ეს არ ახსოვთ.

ფსევდო ილუზორული და ვირტუალური რეალობა გარე ძალებს სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ, რომ მერე ევროპარლამენტის ცარიელ დარბაზში ვინმე სააკაშვილის ახლო მეგობარი პარლამენტარი გამობრძანდეს, აიღოს ფურცელი და ისაუბროს იმაზე, საქართველოში როგორ არიან პოლიტპატიმრები და როგორ ირღვევა მათი უფლება.

მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შეიქმნას ფსევდო მოცემულობა, დაერქვას ტყუილის სახელი პირდაპირი მნიშვნელობით დამნაშავეს, რომ მერე მასზე, როგორც პოლიტიკურ პატიმარზე ისაუბრონ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795970674

საზოგადოება

ლევან მახაშვილი ბრიუსელის დუმილზე: რაც უფრო გაექცევიან კითხვებს, რაც უფრო დამალავენ ინფორმაციას, მით უფრო ნათელი იქნება საზოგადოებისთვის, რომ ეს არის ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახები სიტყვათწყობა

ზედაპირულად, სიყალბით ლაპარაკობენ, რომ ვითომ, არის ვიღაც თვითნებურად დაკავებული, მაგრამ სინამდვილეში კონკრეტული დანაშაულის ჩამდენებზეა საუბარი, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენ...

ლევან მახაშვილი

1795970520

სპორტი

საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან პირველი ტაიმის შემდეგ 38:42-ს აგებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს თბილისში პორტუგალიის წინააღმდეგ მართავს. პორტუგალიის ნაკრებმა მასპინძლებს ხისტი თამაში შესთავაზა. დაძაბული პირველი ტაიმის შ...

საქართველოს ნაკრები

1795967844

ახალი ამბები

შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“: ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, დაიღუპა ცვლის უფროსი - ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გარემოებები დგინდება

შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ შუქრუთის მაღაროში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება ავრცელებს და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს. „დღეს შუქრუთის მაღაროში, მიწისქვეშა სამუშაოების მიმდი...

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“:

1795965654

საზოგადოება

თამარ ჩერგოლეიშვილი აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: დიახ, კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება

დიახ, კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება, - წერს სოციალურ ქსელში „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირ...

თამარ ჩერგოლეიშვილი

1795962690

ახალი ამბები

შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო...

ბბბ