"ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია შევაჩეროთ ეს ომი" - საბერძნეთი უკრაინას ქვეყნის აღდგენაშიც დაეხმარება - პრემიერ მინისტრის განცხადება

უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გამართული ტელემარათონის დროს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა უკრაინელ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ მათი  დახმარება ბერძნებისთვის არა  არჩევანის,  არამედ  აუცილებლობის და პრინციპის საკითხია, რის გამოც ის გააგრძელებს მათ გვერდში დგომას. მან ასევე აღნიშნა რომ საბერძნეთი უკრაინას დაბომბილი ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარება, რასაც მარიუპოლის სამშობიაროდან დაიწყებს.

"მე გელაპარაკებით ათენიდან, რესპუბლიკის დაბადების ადგილიდან. მე ვარ ერთ-ერთი ხმა იმ მილიონთა შორის, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.  

ბერძნებისთვის უკრაინელების ტკივილი პირადი საკითხია. ალყაშემორტყმულ მარიუპოლი დიდი ბერძნული თემის სახლია, რომელიც 150 000 ადამიანს ითვლის. უკრაინელების დახმარება ბერძნებისთვის არა  არჩევანის, არამედ  აუცილებლობის და პრინციპის საკითხია ". სწორედ ამიტომ, საბერძნეთი გააგრძელებს ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას და ზრუნვას უკრაინელ ბავშვებზე. სწორედ ამიტომ ჩვენ მივიღეთ 15000 უკრაინელი ლტოლვილი, რომელთაგან 500 ბავშვია და სწორედ ამავე მიზეზით, ჩვენ დავეხმარებით უკრაინას აღდგენაში, რომელსაც  მარიუპოლის სამშობიაროდან დავიწყებთ.

საბერძნეთი თქვენს მხარესაა.  ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია შევაჩეროთ ეს ომი." - მიმართა უკრაინელ ხალხს  საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა. 

ასევე საინტერესოა

🔷ბოლო მონაცემებით, საბერძნეთში თითქმის 15 000 უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდა

🔷უკრაინის პრეზიდენტი მზადაა, საბერძნეთის პარლამენტში სიტყვით გამოვიდეს

🔷ქალმა 2 და 5 წლის დისშვილები აივნიდან გადააგდო შემდეგ კი თვითონაც გადახტა - შოკის მომგვრელი შემთხვევა ათენში

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791354141

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა. საქართველოში აკრედიტებული დიპლომა...

მაკა ბოჭორიშვილი

1791353549

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის რეგისტრაციის აღდგენაზე: თავის დროზე, როდესაც გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს წევრობის შეჩერებასთან დაკავშირებით, განპირობებული იყო კონკრეტული პოლიტიკური ფონით

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის რეგისტრაციის აღდგენას ეხმაურება. მისი თქმით, თავის დროზე მიღებული გადაწყვეტილება საქ...

თორნიკე ჭეიშვილი

1791351053

ახალი ამბები

საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეის ფარგლებში, დღეს, შალვა პაპუაშვილი სხვადასხვა კონტინენტის პარლამენტების სპიკერებს შეხვდება

საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეის ფარგლებში, დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სხვადასხვა კონტინენტის პარლამენტების სპიკერებს შეხვდება, სადაც საქართველოს დელეგაცია ორმხრივი ურთ...

შალვა პაპუაშვილ

1791351008

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი პატიმარ გიორგი დავითაძეზე: არცერთ ექსპერტიზაზე ისინი არ წავლენ და არსად არ წავლენ, სადაც ყველასთვის ნათელი გახდება, რომ ისინი იყვნენ მატყუარები

პატიმარი გიორგი დავითაძე ექსპერტიზის ჩატარებაზე ამ დრომდე უარს აცხადებს. კოორდინირებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს მმართველი გუნდი. „არ ითანამშრომლებს, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ ეს იყო დად...

თენგიზ შარმანაშვილი

1791349190

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

7 ოქტომბერს ქუთაისში წვიმიანი დღე და +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმაა მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდ...

ამინდი ამინდი