"ნახეს, როგორ ურტყამდა დედა ჯორჯინას, როდესაც ის ჯერ კიდევ 10 თვის იყო" - საბერძნეთში, გარდაცვლილი სამი დის საქმის ახალი დეტალები
საბერძნეთში, პატრაში გარდაცვლილი სამი მცირეწლოვანი დის საქმის, ხმაურიანი გამოძიება გრძელდება. ერთ-ერთი დის, 9 წლის ჯორჯინას მკვლელობის მთავარი ეჭვმიტანილის სტატუსით პოლიციამ, გოგონების 33 წლის დედა, რულა პისპირიგუ დააკავა.
როგორც ირკვევა, 2014 წელს რულა პისპირიგუ მაშინ ჯერ კიდევ 10 თვის ჯორჯინას ცემის ფაქტზე იყო შემჩნეული. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ორგანიზაცია "ბავშვთა ღიმილის" - პრეზიდენტმა კოსტას ჯანოპულოსმა გააკეთა.
ტელეკომპანია Open-თან საუბრისას ბავშვთა დაცვის ორგანიზაციის დირექტორმა განაცხადა, რომ 2014 წელს მათთან შევიდა საჩივარი, რომლის მიხედვითაც კონკრეტულმა პირმა დაინახა, როგორ ურტყამდა ხელს დედა, რულა პისპირიგუ საკუთარ 10 თვის ქალიშვილს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული საჩივრის საფუძველზე სოციალური სამსახურის თანამშრომლები, შემოწმების მიზნით ოჯახში მივიდნენ, თუმცა ვერანაირი პრობლემა ვერ აღმოაჩინეს და საქმე დახურეს.
მაშინ, მშობლები ირწმუნებოდნენ, რომ საჩივარი მეუღლის, მანოს დასკალაკის საყვარლის მიერ იყო შეტანილი და მასში მოყვანილი ცნობები სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
ასევე საინტერესოა
🔷რუსი ოკუპანტების შეჭრა უკრაინაში - აქცია და კონტრაქცია ათენში (ფოტოკოლაჟი)
1795811954
მსოფლიო„განახლებულ საომარ მოქმედებებს დამანგრეველი შედეგები მოჰყვება“ - გაეროს გენერალური მდივანი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გმობს ქუვეითში დრონით თავდასხმას, რომელშიც ირანს ადანაშაულებენ და რომლის შედეგადაც ორი იტალიელი დაიღუპა. ის ყველა მხარეს „თავშეკავებისკენ“ მოუწოდებს. „გაერო...
1795808573
ახალი ამბებილაგოდეხში პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა
ლაგოდეხში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. ღონისძიე...
1795806281
მსოფლიოშვეიცარიაში 35-ზე მეტი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები
ციურიხის პოლიციის ინფორმაციით, შვეიცარიაში, ციურიხის კანტონში მდებარე A1 ავტომაგისტრალზე 37 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. ჯაჭვურ ავარიაში სულ 37 სა...
1795804315
ახალი ამბებიშალვა გოგოლაძე სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე: ამ უნივერსიტეტს დიდი ისტორია და გამორჩეული ტრადიციები აქვს, დღეს კი ამ ისტორიის ახალ ფურცელს ვწერთ
თბილისში სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო. დიღომში მდებარე სპორტული ქალაქი იქნება სივრცე, სადაც სხვადასხვა სპორტის სახეობის პროფესიონალები შეძლებენ განათლების მიღებას და კვალიფიკაციის...
1795801614
ახალი ამბებიპრემიერი: გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს, ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს
ძალიან მარტივია, ასეთ შემთხვევაში მათ უნდა დაასახელონ „მოლოტოვის კოქტეილების“ მსროლელები, უნდა დაასახელონ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ხელისუფლების დამხობას აანონსებდნენ. რა თქმა უნდა, მათ არ აწყო...































