საბერძნეთი ტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადება

,,Covid-19– ის მდგომარეობა საბერძნეთში მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უნდა გამოსწორდეს  და ქვეყანა მზად იქნება ტურისტული სეზონისთვის", - ამის შესახებ განვითარების და ინვესტიციების მინისტრმა, ადონის ჯორჯიაისმა განაცხადა.

SchengenVisaInfo.com - ის ინფორმაციით, მინისტრის ოპტიმიზმი ვაქცინაციის ტემპთანაა დაკავშირებული, რომელიც ზოგიერთმა სფერომ, მათ შორის ტურიზმმა დააჩქარა.

გარდა ამისა, საბერძნეთში განახლდა უსაფრთხოების პროტოკოლები ტურიზმის სექტორისთვის.

აღინიშნა, რომ საბერძნეთის ყველა სასტუმრომ და ტურისტულ განსახლების სხვა ობიექტებმა უნდა მიიღონ სასერტიფიკატო ნიშანი "ჯანმრთელობა პირველი", რომელიც შარშან შევიდა მიმოქცევაში.

სასტუმროს ექსპლუატაციის მოთხოვნები ამ სეზონისთვის გავრცელდება ყველა სახის ტურისტულ განსახლებაზე, ტექნიკური და ოპერაციული მახასიათებლების, კლასიფიკაციის, ტიპისა და მუშაობის ხანგრძლივობის მიუხედავად. ყველას მოეთხოვება შეადგინოს ოპერატიული გეგმა Covid-19- ზე ეჭვმიტანილი ყველა შემთხვევის გასაკონტროლებლად. გარდა ამისა, 50-ზე მეტი ოთახის მქონე სასტუმროებს უნდა ჰყავდეთ მორიგე ექიმი, რომელიც გააკონტროლებს კორონავირუსით დაინფიცირებულთა ტესტირებას. 

თითოეულ სასტუმროში შეინახება თანამშრომლებისა და სტუმრების აღრიცხვა, სახელი, მოქალაქეობა, ჩამოსვლისა და გამგზავრების თარიღი, საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა).

ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სპეციალური ზომები ასევე გავრცელდება სასტუმროების ყველა საზოგადოებრივ სივრცეში; სამზარეულოების, რესტორნების, სათამაშო მოედნების, აბაზანების და საცურაო აუზების ჩათვლით. წესები მოიცავს ნიღბის ტარებას, დისტანციის და სპეციალური წესების დაცვას.

ობიექტის ყველა თანამშრომელი გაივლის ექსპრეს ტესტირებას Covid-19 -ისთვის კვირაში ერთხელ. ამ მომსახურებას სტუმრებს ასევე შესთავაზებენ გამგზავრების დღეს.

გასული წლის ოქმების ძირითადი განსხვავება ბუფეტს ეხება: სტუმრებს საშუალება ექნებათ ამ ფორმატით ისარგებლონ იმ სასტუმროში, სადაც ცხოვრობენ. მაგრამ ამავე დროს, გარკვეული წესები იმოქმედებს: ხელის სავალდებულო დეზინფექცია, რესტორნის თანამშრომლები ამას ყურადღებით დააკვირდებიან; სოციალური დისტანციის დაცვა; დამცავი ეკრანები ბუმბებზე; სასტუმროს პერსონალმა ასევე უნდა უზრუნველყოს ერთჯერადი ხელთათმანების ხელმისაწვდომობა, რათა სტუმრებმა შეძლონ საკუთარი საჭმლის განთავსება, რის შემდეგაც ხელთათმანები უნდა გადააგდონ და ხელების დეზინფექცია მოახდინონ; გარდა ამისა, რეკომენდებულია ბუფეტის კერძების მირთმევა ცალკე თეფშებზე.

განახლებული პროტოკოლები ასევე იძლევა საბერძნეთის სასტუმროებსა და ტურისტულ განსახლების სხვა საშუალებებს "საკარანტინო ოთახების" გახსნის შესაძლებლობას. ეს შენობა გამოყენებული იქნება მხოლოდ როგორც კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების იდენტიფიცირების ადგილი, რომლებიც არ საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას.

ვინც დაარღვევს ოქმებს, გადაიხდის ჯარიმას 500 ევროდან 5000 ევრომდე და სასტუმროს, შესაძლოა, მოქმედება შეუჩერდეს 15-დან 90 დღემდე.

განახლებულია ოქმები აბაზანების, ბანაკების, ტურისტული ავტობუსებისა და მანქანების დაქირავებისთვის.

ახალი წესები ძალაში იქნება 2022 წლის 31 მაისამდე.

საბერძნეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაუშვას რუსეთიდან ტურისტები საკარანტინო წესის გარეშე, თუ ისინი PCR ტესტს და ვაქცინაციის სერტიფიკატს წარადგენენ, თუმცა შესვლის კვოტა 3 მაისამდე დარჩება. იგივე წესები მოქმედებს ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, სამხრეთ კორეიდან, ტაილანდიდან, რუანდადან და სინგაპურიდან მოგზაურებზე.

ამავე დროს, ევროკავშირის, შენგენის ზონის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ისრაელის, სერბეთის, ასევე ისლანდიის, ლიხტენშტაინის, ნორვეგიისა და შვეიცარიის ტურისტებს ქვეყანაში მხოლოდ ერთი დოკუმენტი სჭირდებათ - ე.წ "მწვანე პასპორტი", ან უარყოფითი ტესტი.

სხვა ქვეყნების მოგზაურებს იქამდე მოუწევთ ლოდინი, ვიდრე საბერძნეთი ტურისტებისთვის სრულად გაიხსნება.

საბერძნეთის ხელისუფლება მოუწოდებს ევროპის მთავრობებს, დაიწყონ მწვანე პასპორტები წარმოება, რათა გამარტივდეს მოგზაურობა და ზაფხულში ტურიზმის სექტორის აღორძინებას დაეხმაროს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749222260

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, დღესასწაულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ერ...

 ირაკლი კობახიძე

1749221146

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მილიონი საკითხია, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია, არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ

მილიონი საკითხი შემიძლია ჩამოვთვალო, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია. ძალიან არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ, რაც თავ...

ლევან მაჭავარიანი

1749219455

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ძალიან კარგი იქნება თუ ყველა მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვინაიდან მათი რეალური რეიტინგის ლუსტრირება მოხდება და მთლიანად შერცხვებიან მათი ამომრჩევლის წინაშე

„საბოლოო ინსტრუქცია, როგორი იქნება ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობასთან დ...

ლევან მაჭავარიანი

1749218948

საქართველო

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები - ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები: ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ და...

ტარიელ და ლეონიდე თენაძეები

1749218226

ახალი ამბები

გია ვოლსკი: „ლელო“ და ანა დოლიძე ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, ამ ხალხს ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდა

„საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, „ლელო“ ანა დოლიძესთან ერთად იქნება თუ ცალკე“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მათ წარმატება არც ერთად და...

ვოლსკი