საბერძნეთის ისტორია

დიდი ელლადის ისტორია დაახლოებით 4000 ათასი წლისაა. უდავოდ ბერძნულმა ცივილიზაციამ დიდი გავლენა მოახდინა მთელ მსოფლიოზე. ხელოვნება, მეცნიერება, პოლიტიკა, ფილოსოფია და ენები მჭიდროდ უკავშირდება საბერძნეთის კულტურას და რელიგიას.
პირობითად საბერძნეთის ისტორია შეიძლება გაიყოს რამდენიმე ეტაპად.
კუნძული კრეტა (ძვ. წ 2800 – 1500 წლები)
ბერძნული ცივილიზაცია იწყება კუნძულ კრეტაზე ძვ. წ VI საუკუნეში.
ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა ადგილმდებარეობამ ( სავაჭრო და საზღვაო გზების გადაკვეთაზე) ხელი შეუწყო მის ისტორიულ და კულტურულ განვითარებას.
იმ ეპოქაში, 4 ათასი წლის წინ ქალი კრეტაზე იკავებდა მაღალ ადგილს საზოგადოებაში, რომელიც დაიკარგა შემდგომ პატრიარქალურ საუკუნეებში. კუნძულმა თავის მეზობელ სახელმწიფოებთან განავითარა სავაჭრო და კულტურული ურთიერთობა: ეგვიპტესთან, საბერძნეთის სახელმწიფოებთან, მესოპოტამიასა და სირიასთან.
დახლოვებით ძვ. წ 1500 წელს , კუნძულ კრეტას სიახლოვეს (კუნძულ სანტორინთან) ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც კრეტას ცივილიზაცია გაანადგურა.
აქეური პერიოდი (ძვ. წ 1400-1100 წლები)
დაახლოებით ძვ. წ. 1400 წ. ნეხევარკუნძულ პელოპონესზე ასიმილიაცია და განვითარება დაიწყეს აქეურმა ტომებმა. დღემდე მეცნიერები დაობენ მათ წარმოშობაზე. ამის მიუხედავად არსებობს მტკიცებულება, რომ სწორედ აქეელებმა თან მოიტანეს ოლიმპიელი ღმერთების კულტი და კულტურის ახალი ელემენტები.
რის შედეგადაც მიკენებმა საგრძნობლად გააძლერეს თავიანთი გავლენა და გადაიქცნენ უძლიერეს სახელმწიფოდ მთელ ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიაზე. ეს იყო ჭეშმარიტად ლეგენდარული პერიოდი.
აქეური პერიოდის კულმინაციური მომენტი იყო ტროას ომი.
ელენეს ისტორიამ, რომელიც ასე დაწვრილებით აღწერა ჰომეროსმა, მთელი ბერძნული სამყარო მრავალწლიანი ომის პერიოდში ჩართო.
ჰომეროსის პერიოდი
დორიელების წარმოშობა დღემდე ისტორიის ამოცანად რჩება. ლეგენდის თანახმად ისინი ჰერაკლეს შთამომავლები იყვნენ.
ეს პერიოდი საბერძნეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია. პირველ ხანებში, დორიელების შემოსევის შემდეგ ქვეყანა დეგრადაციის გზას დაადგა, მაგრამ მალევე, გაძლიერდა და გარდაქმნა მიკენური, აქეური, კრეტას, აზიური და დორიელების ცივილიზაციის ნაშთი სრულიად ახალ ცივილიზაციად.
ამ პერიოდში ვითარდება და ყალიბდება ბერძნული ენა. ზუსტად ამ პერიოდში ქმნის თავის უკვდავ პოემებს გენიალური ჰომეროსი.
არქაული პერიოდი
ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ასევე ხელოვნების და კულტურის. ეს ეპოქა ასევე უკავშირდება ცვლილებებს პოლიტიკურ სისტემაში.
იმ დროის მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება პელოპონესის კავშირი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სპარტა, ცნობილი თავისი მკაცრი წესებით. ათენისა და სპარტას ბრძოლა ლიდერობისთვის გაგრძელდა კლასიკურ პერიოდში.
კლასიკური ეპოქა
საბერძნეთის ისტორიის კლასიკური პერიოდი იწყება სპარსელებთან ომით ძვ. წ. 500 წ, რომელიც გაგრძელდა 20-წელიწადს. ათენელების წყალობით, რომლებმაც შექმნეს საზღვაო კავშირი და სპარსელებთან შეტაკებას უხელმძღვანელეს საბერძნეთმა შეძლო საბოლოო გამარჯვება მოეპოვებინა.
ათენი თანდათან ძლიერდება . ვითარდება ხელოვნება და ფილოსოფია. საუკეთესო მხატვრებს, არქიტექტორებს ,მოქანდაკეებს მოწვეულნი არიან ათენში,რათა განახორციელონ პერიკლეს ჩანაფიქრი გადააქციოს ქალაქი „ხელოვნების ნიმუშად“ .ეს პერიოდი ღირსეულად შეიძლება ჩაითვალოს „ოქროს ხანად“ ათენის ისტორიაში.
თავისთავად ეს მდგომარეობა არ აწყობდა სპარტას, რამაც განაპირობა ძვ. წ 431 წელს პელოპონესის ომის დაწყება. რომელიც, დასრულდა 27 წლის შემდეგ ათენელების სრული მარცხით.
ომის შედეგად სპარტა გახდა ყველაზე ძლიერი ბერძნული სახელმწიფო. 337 წელს კი საბერძნეთი გაერთიანდა მეკედონიის იმპერიაში.
ფილიპე II-ის მკვლელობის შემდეგ-ტახტზე ავიდა მისი ვაჟი-ალექსანდრე, რომელმაც 9 წელიწადში შექმნა უძლიერესი იმპერია. მისი მთავარი მიზანი იყო ბოლო მოეღო ბერძნების და სპარსელების მრავალსაუკუნოვან მტრობას. მშვიდობის დამყარების იმედით მან იქორწინა სპარსელ პრინცესაზე. ალექსენდრეს თავში აუვარდა მრავალრიცხვოვანი გამარჯვება, მან საკუთარი თავი ღმერთად-ზევსად გამოაცხადა და მიღწეულზე გაჩერება არ ისურვა. მრავალმა ბრძოლამ დაასუსტა მისი არმია და პროტესტის ტალღა გამოიწვია, როგორც მეომრების, ასევე ალექსანდრეს ახლობლებს შორის. იგი 33 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ელლინური პერიოდი
რათქმაუნდა , ალექსანდრეს სიკვდილმა უდიდესი იმპერიის დაშლის პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა.
ალექსანდრეს არმიის მთავარსარდლებმა გაიყვეს იმპერია: მაკედონია და საბერძნეთი შეხვდა ანტიპაროსს, თრაკეა-ლისიმახოს, მცირე აზია- ანტიგონეს, ბაბილონია-სელევეკს, ეგვიპტე-პტოლემეის.
ახალმა საფრთხემ – რომაულმა აგრესიამ- თავდაპირველად ძვ.წ 148 წელს დაიპყრო საბერძნეთი და მაკედონია, ყველაზე ბოლოს კი პტოლემეის სამეფო ეგვიპტეში.
რომაული პერიოდი
რომაელებმა დაიპყრეს საბერძნეთი და მაკედონია და გამოაცხადეს ისინი რომაული იმპერიის პროვინციებად.
სწორედ რომაელები გახდნენ ბერძნული კულტურის მემკვიდრეები. როგორც უდიდესი ცივილიზაციების უმრავლესობა, რომაული ცივილიზაცია თვითგანადგურების მსხვერპლი გახდა.
ბიზანტიური პერიოდი
შეიძლება დახასიათდეს, როგორც ქრისტიანული ტრადიციების ჩამოყალიბების პერიოდი. მთელი ქვეყნის მასშტაბით შენდება უამრავი მონასტრები და ტაძრები. იზრდება ეკლესიის გავლება საზოგადო ცხოვრებაზე და პოლიტიკურ სისტემაზე.
ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I -ის მმართველობის დროს, ბიზანტიური იმპერია თავისი განვითარების აპოგეას აღწევს, ხმელთაშუა ზღვისპირეთის ყველაზე ძლიერ იმპერიად იქცევა, რომელმაც იარსება 1453 წლამდე, ამის შემდეგ კი იმპერია დაეცა და ოსმალების ხელში ჩავარდა.
ოსმალების ბატონობა საბერძნეთის ისტორიის უმძიმესი პერიოდია. მიუხედავად იმისა, რომ თურქები ბერძნებს სარწმუნოების თავისუფლებას აძლევდნენ, ბერძნებს არასოდეს შეუწყვეტიათ ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის.
რევოლუცია
რევოლუციის დაწყების თარიღად ითვლება 1821 წლის 25 მარტი. რომელშიც წამყვანი როლი ითამაშა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, როდესაც სარევოლუციო დროშა პატრიარქმა ასწია.
უმძიმესი შეტაკებების შემდეგ 1822 წელს საბერძნეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა, მაგრამ შიდა არეულობის გამო 1823 – 1825 წლებში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა.
2 წლის შემდეგ, 1827 წელს , ნაციონალური კრების მიერ ამორჩეული იქნა პირველი პრეზიდენტი.
1830 წელს კი თურქეთმა ცნო საბერძნეთის დამოუკიდებლობა.
ახალი დრო
პერიოდი 1830-დან 1922 -მდე საბერძნეთში პოლიტიკური არეულობის დროდ ითვლება.
წამყვანი მსოფლიო სახელმწიფოების ზეგავლენით 1862 წელს საბერძნეთის პრეზიდენტად აცხადებენ დანიის პრინც გეორგ I, რის შედეგადაც ქვეყანას დაუბრუნდა იონური კუნძულები , თესალია და ეპირის ნაწილი.
XX საუკუნის დასაწყისში 1912-13 წლებში, საბერძნეთმა კვლავ გააფართოვა თავისი ტერიტორიები, როდესაც მას შეუერთდა კრეტა, ეგეოსის ზღვის კუნძულები, ეპირი და მაკედონია, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კი საბერძნეთმა მიიღო იზმირი და თრაკეა.
1992 წელი ცნობილია როგორც“ მცირეაზიის კატასტროფა“, როდესაც საბერძნეთს საბოლოოდ უნდა დაევიწყა მცირე აზიის დაბრუნების გეგმების შესახებ.
თანამედროვე საბერძნეთი
ამ პერიოდის ერთ-ერთ პრობლემად იქცა მცირე აზიიდან ტოლვილების დიდი რაოდენობა.1940 წლის ოქტომბერს იტალიელი ფაშისტები შეიჭრნენ ეპირში. რთული აღმოჩნდა ფაშისტებზე გამარჯვება , რომლებმაც 1941 წელს საბერძნეთის ოკუპირება მოახდინა.1946-1949 წლები – სამოქალაქო ომის პერიოდი.1952 წლიდან საბერძნეთში ახალი განვითარების ეტაპი იწყება.იგი NATO-ში შევიდა.1967 წლიდან მოხდა სამხედრო გადატრიალება, რომელმაც სათავეში ჰუნტა მოიყვანა ( სამხედრო დიქტატურა). 7 წლის შემდეგ „შავი პოლკოვნიკების „ პერიოდი მთავრდება: ხელისუფლებაში ისევ მოვიდა სამოქალაქო ხელისუფლება. 1922- 1974 წლები ხასიათდება საზოგადოებაში უთანხმოების გამძაფრებით. ამ პერიოდში განხორციელდა 14 სახელმწიფო გადატრიალება. ჯამში საბერძნეთი გაიყო რამდენიმე პოლიტიკურ ბანაკად: კომუნისტები, სამხედროები, მონარქისტები და ამერიკული პოლიტიკის მხარდამჭერები.და მხოლოდ 1974 წელს ქვეყანა მიხვდა, რომ მხოლოდ გაერთიანებით ქვეყანა შეძლებს განვითარდეს,როგორც სრულყოფილი ევროპული სახელმწიფო.8 დეკემდერს ჩატარდა პირველი დემოკრატიული რეფერენდუმი, რომლის შედეგადაც მოქალაქეებმა უარი თქვეს მონარქზე. საბერძნეთში კოსტას კარამანლის ხელმძღვანელობით, რომელიც პრეზიდენტის პოსტს იკავებდა 1980-დან 1995-მდე, დემოკრატიული ძალების კონსოლიდაცია მოხდა.1981 წელს საბერძნეთი შედის ევროპის ეკონომიკურ კავშირში.ადგილობრივ არჩევნებში კი იმარჯვებს სოციალისტური პარტია
1745001149
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, ფაქტია, იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ასე ღიად ფულის გადაცემა კონკრეტული ადამიანისთვის, იმისთვის, რომ მან გააჩინოს ბზარი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ურთიე...
1744999474
ახალი ამბებიამირან სალუქვაძე უკრაინის ომზე: არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება
არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც კონფლიქტს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და თან ამდენი დანაკარგი ახლავს, - განაცხადა რუს...
1744997500
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი „სირცხვილია“-ს წევრის მხრიდან ღუდუშაურის შეურაცხყოფაზე: ეს არის ნაცური მორალი, ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე
„ეს არის ნაცური მორალი, უფრო სწორად მორალის არქონა. ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე, მცდელობა, რომ ისინი წყობიდან გამოიყვანონ“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ალუდა ღუდუშაუ...
1744994444
ახალი ამბებიმეუფე შიო: უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის
„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვარ...
1744992913
ახალი ამბებიხობში 12 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ხობში, დადიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 12 წლის ბიჭს დაეჯახა. დაშავებული მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორია მოზარ...