გიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენ არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც გვქონდა, რომ 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევასთან დაკავშირებითაც ემსჯელა დროებით საგამოძიებო კომისიას

„დროებითი საგამოძიებო კომისია მოისმენს ყველა იმ პირის ინფორმაციას, რომელიც იყო მსხვერპლი ამ სისხლიანი დარბევის“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე საუბრისას განაცხადა, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევას და ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებს განიხილავს.

ჩაკვეტაძის განცხადებით, მათ არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც კი ჰქონდათ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისიაზე ემსჯელათ.

„დროებითი საგამოძიებო კომისია მოისმენს ყველა იმ პირის ინფორმაციას, რომელიც იყო მსხვერპლი ამ სისხლიანი დარბევის. ყველაფერი იყო აქციის დაშლის გარდა.

როდესაც რეჟიმის წარმომადგენლები ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებებით გამოდიოდნენ, ამბობდნენ, თითქოს ეს იყო პროპორციული ძალა, რომელიც გამოიყენეს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, რაც იყო სრული სიცრუე, რაც დაადასტურა, მათ შორის, ევროპულმა სასამართლომ.

ჩვენ არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც გვქონდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც ემსჯელა დროებით საგამოძიებო კომისიას“, - აღნიშნავს ჩაკვეტაძე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750074223

ახალი ამბები

მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა და 317.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2025 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 317.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.6%-ით (33.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 5 თვეში გად...

ფული, დოლარი

1750073531

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია გერმანიის საელჩოს ღონისძიებაზე „ნაცმოძრაობის“ წევრის გამოსვლაზე: საზოგადოება ამას გასცემს პასუხს, ლობირებულ დამნაშავეთა დაჯგუფებას, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია

„საზოგადოება ამას გასცემს პასუხს. გასცემს პასუხს არა მას, არამედ მის მიერ ლობირებულ დამნაშავეთა დაჯგუფებას, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...

კირცხალია

1750070956

ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს თავდაცვის ძალები სამხედრო პოლიციის დღეს აღნიშნავს. სამხედრო პოლიციის დაარსების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის სამწყობრო მოედანზე გ...

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

1750069845

ახალი ამბები

„სეტყვა, ძლიერი წვიმა და ელჭექი“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს.  16-17 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება ძლიერი წვიმის და ელჭექის, ხოლო...

 წვიმა და ელჭექი

1750068299

ახალი ამბები

შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ირაკლი ბერაია დაინიშნა, - აღნიშნულის შ...

რაკლი ბერაია