საბერძნეთმა ვიზიტორებისთვის ათენის აკროპოლისი დროებით დაკეტა

საბერძნეთის ხელისუფლებამ ტურისტების საყვარელი აკროპოლისი და სხვა უძველესი ადგილები ვიზიტორებისთვის დროებით დახურა. მიზეზი ჰაერის მაღალი ტემპერატურაა, რომელიც საბერძნეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში არ მომატებულა.

მონუმენტი, რომელიც წელიწადში უამრავ ტურისტს იზიდავს, ჩვეულებრივ ღიაა ზაფხულში დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე, თუმცა ახალი წესის მიხედვით, ტურისტები დღის 5 საათამდე შეძლებენ ისტორიული ძეგლის მონახულებას.

საბერძნეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ქალაქში ტემპერატურამ შუადღით 42 გრადუსს მიაღწია, თუმცა აკროპოლისში, რომელიც ამაღლებულ ბორცვზეა და ქალაქს ზემოდან დაჰყურებს, ტემპერატურა ქალაქზე რამდენიმე გრადუსით მაღალია მისი განლაგებისა და ჩრდილის ნაკლებობის გამო. ამავე სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ტემპერატურამ 44 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.

სწორედ მაღალ ტემპერატურას უკავშირდება, ტყის ხანძრები თურქეთში, საბერძნეთში, იტალიასა და მთელ რეგიონში.

ადგიობრივი მედიის ცნობით, საბერძნეთის სახანძრო სამსახურმა გააფრთხილა ყველა საჯარო თუ კერძო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები, რომ სამსახურში მიიღონ უსაფრთხოების ზომები, წინააღმდეგ შემთხვევაში დაწესებულებებმა დროებით უნდა შეაჩერონ მუშაობა, ან გადავიდნენ საათობრივი უსაფრთხო მუშაობის რეჟიმზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749283618

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ რუსული საავიაციო ბაზების დაბომბვამ მოსკოვს ახალი მასშტაბური შეტევების განხორციელებისთვის მიზეზი მისცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსული საავიაციო ბაზების დაბომბვამ მოსკოვს ახალი მასშტაბური შეტევების განხორციელებისთვის მიზეზი მისცა. ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტების...

დონალდ ტრამპი

1749281999

ახალი ამბები

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირიდააკ...

 ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა

1749279272

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, თურქეთის, ირანის, ინდოეთის, ერაყის და ეგვიპტის - ჯამშ...

დაკავება, პოლიცია

1749277228

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ელჩები უნდა იყვნენ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლები, და არა მასპინძელი ქვეყნის მენტორები - ქართველმა ხალხმა საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება დააგროვა, რათა უცხოური პოლიტიკური ჩარევა დანახვისთანავე ამოიცნოს

ვინაიდან, ბოლოს და ბოლოს, მშვიდობა კვლავ ხდება რეგიონული და მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე სასურველი მიზანი, ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა კვლავ უნდა აქციონ დიპლომატია ურთიერთგაგების, მშვიდობის დამყარებისა...

პაპუაშვილი შალვა

1749242175

ახალი ამბები

7 ივნისს თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტრომომარაგება შეუწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

7 ივნისს თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტრომომარაგება რამდენიმე საათით შეუწყდება. ინფორმაციას "თელასი" აქვეყნებს: „გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ჭალის...

შუქი დენი