საბერძნეთში 47 წლის ქართველი სამუშაო ადგილზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა
47 წლის ქართველი კაცი, რომელიც საბერძნეთში სათბურის მშენებლობაზე მუშაობდა, დენის დარტყმის შედეგად მიყენებული დამწვრობით გარდაიცვალა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, კაცს დენმა იმ დროს დაარტყა, როცა ის რკინის მილის გადაადგილებას ცდილობდა, რომელიც შემთხვევით მაღალი ძაბვის სადენს შეეხო. ძლიერი დამწვრობის შემდეგ, უგონო მდგომარეობაში მყოფი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღმოჩნდა, რომ ძლიერი ელექტროშოკისგან მას სხეულის უმეტეს ნაწილზე ძლიერი დამწვრობები ჰქონდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქართველი მუშაობდა ტექნიკურ კომპანიაში, რომელიც, გუშინ, დილის 9.30 საათიდან შეუდგა სათბურის მშენებლობას.
ავარია მაშინ მოხდა, როდესაც ის ლითონის კონსტრუქციის ზედა ნაწილში, 5 მეტრის სიმაღლეზე იდგა და ხელში ეჭირა მილი, რომელიც მაღალი ძაბვის სადენს შეეხო.სხვა თანამშრომლების ინფორმაციით, გარდაცვლილს ეკეთა ხელთათმანი, რომელიც შესაძლოა, არ იყო ელექტროიზოლირებული.
ინციდენტისთანავე იქნა გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ის ჯერ ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანა, შემდეგ კი საავადმყოფოში, სადაც მას ინტუბაცია გაუკეთეს, თუმცა დამწვრობის ხარისხისა და მასშტაბების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაკრძალვის ხარჯებს, დამსაქმებელი კომპანია აიღებს, რადგან 47 წლის გარდაცვლილს, ნათესავები არ ჰყავდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵33 წლის მეზობელი ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული 77 წლის ქალი, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
🔵როგორი ამინდები იქნება 1 აგვისტომდე საქართველოში?
🔵ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაციის გამო Wizz Air ოქტომბერში თბილისის აეროპორტიდან იფრენს
1769941528
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი გალერის განცხადებაზე: ევროპარლამენტარი არ წარმოადგენს მარტო ევროპარლამენტს, ის თავის ქვეყანასაც წარმოადგენს, შესაბამისად, საკუთარი ქვეყნის საზოგადოებასაც შეურაცხყოფას აყენებს, როდესაც ავრცელებს დეზინფორმაციას
ევროპარლამენტარი არ წარმოადგენს მარტო ევროპარლამენტს და ევრობიუროკრატიას, ის თავის ქვეყანასაც წარმოადგენს, შესაბამისად, საკუთარი ქვეყნის საზოგადოებასაც შეურაცხყოფას აყენებს, როდესაც, ამ შემთხვევაში, ს...
1769937648
მსოფლიოსტივ უიტკოფი: კირილ დმიტრიევთან პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა. შეხვედრა იმედს გვაძლევს, რომ რუსეთი მუშაობს უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის
სტივ უიტკოფმა უკრაინაში ომის დამთავრებისთვის ფლორიდაში გამართულ ამერიკულ-რუსულ მოლაპარაკებებს, პროდუქტიული და კონსტრუქციული უწოდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი შე...
1769935738
მსოფლიოტრამპის განცხადებით, ირანი აშშ-სთან სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა შეერთებულ შტატებთან „დამაკმაყოფილებელი“ შეთანხმება უნდა დადოს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თეირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. „არ ვიცი, დათანხმდე...
1769932183
საზოგადოებადონალდ ტრამპი: არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ცუდად მართულ დემოკრატიულ ქალაქში საპროტესტო აქციებსა თუ არეულობებში, ვიდრე ისინი დახმარებას არ გვთხოვენ
შეერთებული შტატების საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურების წინააღმდეგ გამოსვლები მინეაპოლისიდან ქვეყნის სხვა ქალაქებში გავრცელდა. დემონსტრაცია ლოს-ანჯელესში არეულობაში გადაიზარდა. ქალაქში საყოველთაო განგა...
1769930880
ახალი ამბებისამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით - 1990 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დად...



























