საბერძნეთში ერთ ოჯახში, სამ წელში სამი მცირეწლოვანი გარდაიცვალა - 9 წლის შვილის მკვლელობაში დედაა ბრალდებული
საბერძნეთში სამი მცირეწლოვნის მკვლელობაში დედაა ბრალდებული. ამ ეტაპზე სასამართლომ დედას უფროსი ქალიშვილის ჯორჯინას გარდაცვალებაში დებს ბრალს.
საბერძნეთის ყველაზე გახმაურებული, შემთხვევის გამოძიება როგორც ჩანს დასასრულს უახლოვდება. საუბარია პატრაში ერთი ოჯახის სამი მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე, რომელმაც სამართალდამცავი ორგანოების ყურადღება მას შემდეგ მიიქცია რაც ოჯახში ბოლო 3 წლის განმავლობაში მესამე ბავშვი გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, გოგონების გარდაცვალება ჯანმრთელობის უეცარი გაუარესებით და სხვადასხვა პრობლემებით იყო გამოწვეული.
ხმაურიანი გამოძიება თითქმის ბოლო ორი თვეა რაც მიმდინარეობს. ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სამი გოგონას დედა რულა პისპირიგუ, დღეს პროკურორთან გამოიძახეს, სადაც მას მკვლელობის ბრალდება წაუყენეს, კონკრეტულად კი ამ ეტაპზე დედას ბრალად ედება მისი უფროსი ქალიშვილის ჯორჯინას მკვლელობა.
გამოძიების შედეგად შედგენილი საქმის მასალები გადაეგზავნა პროკურატურას, რომელმაც მათი შესწავლის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც ტოქსიკოლოგიური გამოკვლევების დროს 9 წლის ჯორჯინას სხეულში აღმოჩენილი იქნა ერთ-ერთ მედიკამენტში შემავალი ნივთიერება.
სამედიცინო ექსპერტის განცხადებით, ნივთიერება არის სწრაფი მოქმედების ზოგადი საანესთეზიო საშუალება, რომლის დიდი დოზით მიღებას შეუძლია რამდენიმე წამში მოკლას ადამიანი.
როგორც ცნობილია, აღნიშნული პრეპარატს ვეტერინარები გამოიყენებენ ოპერაციის დროს, უფრო ხშირად კატებზე. ეს არის ნივთიერება, რომელიც იშოვება ვეტერინარულ აფთიაქებში და როგორც წესი რეცეპტის გარეშე გაიცემა.
ამავე დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ, კომპეტენტურ ორგანიზაციებს შეატყობინა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ, რომლის მიხედვითაც, შვილების მკვლელობაში ბრალდებულმა დედამ შესაძლოა თვითმკვლელობა სცადოს.
2019 წლის აპრილში ოჯახმა პირველად მალენა დაკარგა, ბავშვი 3,5 წლის იყო. მისი გარდაცვალების მიზეზად ღვიძლის უკმარისობა და ლეიკემია სახელდება. „უეცრად ძილში სუნთქვა გაუჭირდა, გაიღვიძა, შემოგვხედა და სანამ ექიმებს დაველაპარაკებოდი, უცებ წავიდა“- ამ სიტყვებით აღწერა დედამ მალენას ბოლო წამები. დედამ განაცხადა, რომ გარდაცვალება პირველ ქიმიოთერაპიას დაემთხვა.
2021 წელს ოჯახმა მეორე ბავშვი, 6 თვის ირისი დაკარგა. ძალიან იშვიათი პათოლოგიური მიზეზების გამო (სინუსური კვანძის აგენეზია). „იმ ღამეს საწოლში დავაწვინე. 2:30-ზე დაიძინა, ავიყვანე, საწოვარა მივეცი და დავაფარე. 7:30-ზე ისევ დავხედე და დილის 11 საათზე ჩემმა დამ ის საწოლში გარდაცვლილი აღმოაჩინა, პანიკაში ჩავვარდით, ვცდილობდით მისთვის გულის მასაჟი გაგვეკეთებინა, მაგრამ სამწუხაროდ ის გარდაიცვალა.
2022 წლის თებერვლის დასაწყისში კი ოჯახში მესამე შვილი 9 წლის ჯორჯინა გარდაიცვალა.
ასევე საინტერესოა
1791318892
მსოფლიოუნგრეთის მთავრობა მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა
უნგრეთის მთავრობა მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის განცხადებით, ცვლილება შეეხებათ პირებს, რომელთა აქტივები 1 მილიარდ ფორინტს (3.08 მი...
1791314987
ახალი ამბებივაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე...
1791311976
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ევროკავშირის წევრობა გვსურს არა ნებისმიერ ფასად და არა საქართველოს ინტერესების ხარჯზე, ამიტომ, როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას „ჩამორჩება“, ჩვენი პასუხი მარტივია - საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!
ევროკომისარი მარტა კოსი აცხადებს, რომ საქართველო უკრაინის და მოლდოვის დონეს ჩამორჩება და ამიტომ გაწევრიანების საგზაო რუკას ვერ მიიღებს, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალუ...
1791308525
სპორტიპრემიერი: რუსთავის არტ-პავილიონი კულტურულ ტრადიციებსა და ახალ შემოქმედებით ენერგიას გააერთიანებს, 11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი წარმატებით განხორციელდა, შენობამ სრულად შეინარჩუნა თავისი ისტორიული იერსახე
დღეს რუსთავისთვის განსაკუთრებული დღეა, ერთად ვხსნით სივრცეს, რომელიც ქალაქის კულტურულ ტრადიციებსა და ახალ შემოქმედებით ენერგიას გააერთიანებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...
1791305468
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: რატომ გავიდნენ ეს გერმანული ფონდები ქართული სივრციდან? იმიტომ ხომ არა, რომ ირიბად დაკავშირებული იყვნენ ე.წ. რადიკალიზმთან და პოლიტიკურ აქტივიზმთან?
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე გერმანული ოთხი ფონდის (კონრად ადენაუერის ფონდი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი) წასვლასთან დაკავშირებით საქართ...































