საბერძნეთში, ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს 33 წლის კაცი, რომელმაც პარტნიორი ქალის, 7 წლის შვილი მოკლა და მის სხეულს 5 წელი აივანზე მალავდა

საბერძნეთის ციხეში, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე 33 წლის პოლონელმა პატიმარმა, რომელიც სასჯელს მისი პარტნიორი ქალის, 7 წლის შვილის მკვლელობისთვის იხდიდა. 

გარდაცვლილი 7 წლის ანდრიას სხეული პოლიციამ მისი გაუჩინარებიდან 5 წლის შემდეგ, კიფსელზე დედის და მისი 33 წლის პოლონელი პარტნიორის სახლის აივანზე, სპეციალურად გვამის დასამალად აშენებულ, ცემენტის "ყუთში" იპოვა. 

7 წლის ბავშვის სასტიკი მკვლელობის ბრალდებით საბერძნეთის პოლიციამ,  29 წლის დედა და მისი 33 წლის პარტნიორი  დააკავა, რის შემდეგაც მათ ჩადენილი დანაშაული აღიარეს.  

22 მარტს, 33 წლის პოლონელი კაცი კერკირას ციხეში, თავის საკანში  გარდაცვლილი იპოვეს. 

ბერძენი დედა 5 წელი მალავდა 7 წლის შვილის მკვლელობას და ცხედარს სახლის აივანზე ინახავდა - შემზარავი ამბის დეტალები :

ბერძენი დედა 5 წლის განმავლობაში მალავდა საკუთარი 7 წლის შვილის გარდაცვალების ამბავს, მისი ცხედარი კი მთელი ამ დროის მანძილზე სახლის აივანზე ჰქონდა გადამალული.

საბერძნეთის პოლიციამ, 12 თებერვალს, 5 წლის წინ გაუჩინარებული 7 წლის ბავშვის დედის და მისი პოლონელი მეგობარი კაცის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, აივანზე, ცემენტით აშენებულ, ყუთის ფორმის სამალავში მოთავსებული ბავშვის ცხედარი აღმოაჩინა.

გავრცელებული ინფორმაციით, დედა მთელი ამ დროის მანძილზე ირწმუნებოდა, რომ ბავშვი ბიოლოგიურ მამასთან ერთად, მამის მშობლიურ ქვეყანაში ცხოვრობდა.

კიდევ უფრო, შემზარავია მკვლელობის საქმის დეტალები, რომელიც ცხადყოფს თუ როგორ გარდაიცვალა 7 წლის ბავშვი.

ბერძენი დედის პოლონელი მეგობარი კაცი, გამოირჩეოდა ბავშვების მიმართ განსაკუთრებული სიმკაცრით და დასჯის სასტიკი მეთოდებით. ბავშვები სკოლაშიც ხშირად შეუმჩნევიათ სასტიკად ნაცემ მდგომარეობაში.

როგორც ირკვევა, საბედისწერო დღეს პოლონელი კაცი, გამოწვეული ხმაურის გამო გაუბრაზდა 7 წლის ბავშვს და  მისი დასჯა გადაწყვიტა. ბავშვი საიზოლაციო ლენტით დააბა, რის გამოც მოზარდმა სუნთქვა ვეღარ შეძლო და გაიგუდა. 

არსებული ინფორმაციით, ამ დროს დედა იმავე ოთახში იჯდა და კომპიუტერს თამაშობდა.

ბავშვის დაღუპვის შემდეგ, პოლონელმა კაცმა დედას უთხრა რომ ამ საქმეს თავად მოაგვარებდა.

34 წლის კაცმა, სახლის აივანზე ააშენა ცემენტის პატარა "სამარხი" სადაც ბავშვის ცხედარი მოათავსა. როგორც ცნობილია, მანამდე ბავშვის ცხედარი საოჯახო ხელსაწყოების ყუთში ჰქონდათ დამალული.

ასევე საინტერესოა

🔷ათენში, როგორი გრაფიკით იმუშავებენ მაღაზიები, აღდგომის სადღესასწაულო პერიოდში ?!

🔷ტრაგედია ათონის მთაზე - ახალგაზრდა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

🔷ბერძნული მითოლოგიის რომელი ქალღმერთი ხართ ჰოროსკოპით?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793627463

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები

„ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა, რითაც დეპუტატი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებს...

ირაკლი ჭეიშვილი

1793626828

საზოგადოება

გია ვოლსკი: არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ

პოლონეთში იმის საწინააღმდეგო ხდება, რაც კანონით აქვთ დადგენილი. ექვსი მოსამართლის ჩანაცვლების დრო მოვიდა და ვითარება უფრო დაიძაბა, თორემ წინა ხელისუფლების პერიოდში ბრიუსელმა პოლონეთს სანქციები დაუწესა...

გია ვოლსკი

1793625582

ახალი ამბები

№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა

სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გა...

პენიტენციური სამსახური

1793625126

მსოფლიო

კიევში დენის გათიშვის გამო ელექტროტრანსპორტი გაჩერდა

კიევში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებების გამო ნაწილობრივ გაჩერდა ელექტროტრანსპორტი. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება. „ელექტროენერგიის არარსებობის გამო ტრამვაის ბროშაგოვის ხაზი არ ფუნქციონირებს...

კიევში დენის გათიშვა

1793625095

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5992 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი, ვალუტა