საბერძნეთში, პაციენტმა საავადმყოფოს კოვიდ კლინიკაში ხანძარი გააჩინა - დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი

საბერძნეთში, თესალონიკის პაპანიკოლაუს საავადმყოფოს კოვიდ განყოფილებაში დღეს დილით ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. სახანძრო ბრიგადის საგამოძიებო განყოფილება, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იკვლევს.   

დაშავებულთაგან 4 პაციენტს მიღებული აქვთ სხეულის დამწვრობები, ერთი კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

კოვიდ კლინიკის დირექტორის განცხადებით, საავადმყოფოში ხანძარი, კორონავირუსით ინფიცირებულმა ერთ-ერთმა პაციენტმა გააჩინა. მისი განცხადების თანახმად, პაციენტის ეს ქმედება შეუმჩნეველი დარჩა, რამაც სამ სართულიან შენობაში, სადაც 20 კორონავირუსით დაავადებული მძიმე პაციენტი მკურნალობს, ხანძრის სწრაფი გავრცელება გამოიწვია. 

Thestival-ის  ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულმა პაციენტმა, რომელიც ჟანგბადის ნიღბით სარგებლობდა, სიგარეტს მოუკიდა რამაც სწრაფად აალებადი ცეცხლის გაჩენა გამოიწვია. 

სახანძრო ბრიგადამ, საავადმყოფოდან პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხო ევაკუაცია უზრუნველყო. 

როგორც ცნობილია ხანძარი კოვიდ განყოფილების იმ პალატაში გაჩნდა, სადაც 3 პაციენტი მკურნალობდა, რომელთაგან ერთ-ერთი დამწვარი იპოვეს.  

სახანძრო ბრიგადის კოორდინირებული მოქმედებების შედეგად და საავადმყოფოს პერსონალის დახმარებით, შენობის ორი სართულიდან სულ 38-მდე ადამიანი გამოიყვანეს.

 

 

ასევე საინტერესოა 

🔷საბერძნეთის ხელისუფლება კიბოთი დაავადებული უკრაინელი ბავშვების კლინიკაში გადაყვანას და მკურნალობას უზრუნველჰყოფს

🔷"ჩვენ ვთქვით და ჩვენ ეს გავაკეთეთ!"- საბერძნეთის მთავრობა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტს ვადაზე ადრე აანაზღაურებს

🔷9 წლის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული დედა კორინდალოს ციხეში გადაიყვანეს - წაყენებულ ბრალდებას ის სამარცხვინოს და არარეალურს უწოდებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791304037

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება, მოლდოვა უსწრებდეს საქართველოს, რომელიც გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა, თუ სხვა სახელმწიფოსთან შეერთების ხარჯზე გვაჯობებს, ამის ნამდვილად არ შეგვშურდება

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირში გაერთიანების გზაზე მოლდოვას მიღწევებთან დაკავშირებით ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრი...

გურამ მაჭარაშვილი

1791299576

ახალი ამბები

ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

„პირველი არხის“ ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2-ს" საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ნო...

 ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა

1791299385

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, კანდიდატ ქვეყნებშიც ამაზე დიდი სკეფსისია

ეროვნულ ინტერესებს არასდროს უნდა ვუღალატოთ, ეროვნული ინტერესები ყოველთვის მდგომარეობს მშვიდობიან განვითარებაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და კეთილდღეობის ზრდაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლ...

შალვა პაპუაშვილი

1791298228

საზოგადოება

„რთველი ჩვენი ტრადიციების და ჩვენი იდენტობის ნაწილია“ - მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს წინანდალში უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა. დიპლომატები გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვ...

მაკა ბოჭორიშვილი

1791297512

ახალი ამბები

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში, ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველ ძიუდოისტს ძალიან ცოტა დააკლდა, რომ ზედიზედ მეორედ გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი. 57 კგ წონით კატეგორია...

ეთერ ლიპარტელიანი