9 წლის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული დედა კორინდალოს ციხეში გადაიყვანეს - წაყენებულ ბრალდებას ის სამარცხვინოს და არარეალურს უწოდებს

წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და დღეს დილის 09:00 საათზე კორინდალოს ციხეში გადაიყვანეს, 9 წლის ქალიშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 33 წლის რულა პისპირიგუ.  

როგორც ცნობილია, 33 წლის ქალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში ორი დღე იზოლაციაში იქნება, რის შემდეგაც მას ციხის მეექვსე განყოფილებაში გადაიყვანენ. სწორედ აქ იხდიან სასჯელს პატიმარი ქალები ჩადენილი სასტიკი დანაშაულისთვის. 

ამ კონკრეტულ განყოფილებაში, უსაფრთხოების მიზნით საკნები ერთმანეთისგან იზოლირებულია. მისი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე არსებობს, დიდი საშიშროება, რომ სხვა პატიმრების მხრიდან მასზე განხორციელდეს თავდასხმა, რის გამოც რულა პისპირიგუ ციხის ეზოთიც, დამოუკიდებლად, სხვა პატიმრების თანხლების გარეშე ისარგებლებს. 

რულს პისპირიგუს წინასწარი პატიმრობა 5 საათიანი დაკითხვის შემდეგ შეეფარდა, რა დროსაც მან სრულიად უარყო მის მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება, რომელთაც მან უსამართლო, გაუგონარი, არარეალური და სამარცხვინო უწოდა. „სრულიად უარვყოფ ჩემს მიმართ წაყენებულ ბრალდებას. არასოდეს მიცდია, არც მსურდა და არც გამომიწვევია ჩემი შვილის სიკვდილი. არცერთ დედას არ შეუძლია ზიანი მიაყენოს საკუთარ შვილს“- განაცხადა მან. 

ასევე საინტერესოა

🔷ათენში, 6 აპრილს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 24 საათით გაიფიცება - ივლის მხოლოდ ავტობუსი ისიც გრაფიკით

🔷"ნახეს, როგორ ურტყამდა დედა ჯორჯინას, როდესაც ის ჯერ კიდევ 10 თვის იყო" - საბერძნეთში, გარდაცვლილი სამი დის საქმის ახალი დეტალები

🔷 "ჩვენ ამ ქალაქის აღდგენაში დაგეხმარებით, იმისათვის, რომ ის კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უკეთესი გახადოთ" - ნიკოს დენდია ოდესაში ვიზიტის დროს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795811954

მსოფლიო

„განახლებულ საომარ მოქმედებებს დამანგრეველი შედეგები მოჰყვება“ - გაეროს გენერალური მდივანი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

 გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გმობს ქუვეითში დრონით თავდასხმას, რომელშიც ირანს ადანაშაულებენ და რომლის შედეგადაც ორი იტალიელი დაიღუპა. ის ყველა მხარეს „თავშეკავებისკენ“ მოუწოდებს. „გაერო...

გაეროს მდივანჯ

1795808573

ახალი ამბები

ლაგოდეხში პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

ლაგოდეხში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.   ღონისძიე...

ლაგოდეხში პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

1795806281

მსოფლიო

შვეიცარიაში 35-ზე მეტი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები

ციურიხის პოლიციის ინფორმაციით, შვეიცარიაში, ციურიხის კანტონში მდებარე A1 ავტომაგისტრალზე 37 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.  ჯაჭვურ ავარიაში სულ 37 სა...

ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

1795804315

ახალი ამბები

შალვა გოგოლაძე სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე: ამ უნივერსიტეტს დიდი ისტორია და გამორჩეული ტრადიციები აქვს, დღეს კი ამ ისტორიის ახალ ფურცელს ვწერთ

თბილისში სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო. დიღომში მდებარე სპორტული ქალაქი იქნება სივრცე, სადაც სხვადასხვა სპორტის სახეობის პროფესიონალები შეძლებენ განათლების მიღებას და კვალიფიკაციის...

შალვა გოგოლაძე:

1795801614

ახალი ამბები

პრემიერი: გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს, ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს

ძალიან მარტივია, ასეთ შემთხვევაში მათ უნდა დაასახელონ „მოლოტოვის კოქტეილების“ მსროლელები, უნდა დაასახელონ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ხელისუფლების დამხობას აანონსებდნენ. რა თქმა უნდა, მათ არ აწყო...

პრემიერი