საბერძნეთში, სამი არასრულწლოვანი დის გარდაცვალების გამოძიების მასალებში, კიდევ ერთი ადამიანის "უცნაური გარდაცვალების" საქმე დევს
ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმე, ბერძნულ მედიაში აქტუალობას არ კარგავს. საუბარია, პატრაში გარდაცვლილი სამი მცირეწლოვანი დის საქმეზე, რომელზედაც ერთ-ერთი დის, ჯორჯინას მკვლელობის მთავარი ეჭვმიტანილის სტატუსით პოლიციამ, რამდენიმე დღის წინ, გოგონების 33 წლის დედა, რულა პისპირიგუ დააკავა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც, გარდაცვლილი გოგონების დედა უფროსი ქალიშვილის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს, ბევრი საეჭვო გარემოებები გამოიკვეთა. რის გამოც მკვლელობაში ბრალდებულ ქალსა და მის მეუღლეს შორის უთანხმოება დაიწყო. პოლიცია ვარაუდობს რომ ამ დაპირისპირებამ შესაძლოა, ბევრი ჭეშმარიტება გამოკვეთოს.
ყველაზე ხმაურიანი გამოძიების საქმეში, შედის იმ ბინის მფლობელის გარდაცვალების საქმეც, რომელშიც გარდაცვლილი დები მშობლებთან ერთად, ქირით ცხოვრობდნენ.
როგორც ირკვევა 68 წლის დიასახლისი, გაქირავებული ბინის ზედა სართულზე ცხოვრობდა და 2020 წელს ის სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ მისი მოულოდნელი გარდაცვალება, შესაძლოა რაღაც საიდუმლოს მალავდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი არასრულწლოვანი გოგონების მშობლებს დიასახლისთან უთანხმოება ჰქონდათ, რადგან მისთვის მრავალი თვის ქირის ფული ჰქონდათ გადასახდელი.
შოკის მომგვრელია ასევე ტელეკომპანია SKAI- ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რულა პისპირიგუ თავს გარდაცვლილი დიასახლისის დისშვილად ასაღებდა და მისი სახლიდან ნივთებს ყიდდა.
ასევე საინტერესოა
🔷საბერძნეთში ერთ ოჯახში, სამ წელში სამი მცირეწლოვანი გარდაიცვალა - 9 წლის შვილის მკვლელობაში დედაა ბრალდებული
1795846497
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
28 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +19 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნ...
1795811954
მსოფლიო„განახლებულ საომარ მოქმედებებს დამანგრეველი შედეგები მოჰყვება“ - გაეროს გენერალური მდივანი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გმობს ქუვეითში დრონით თავდასხმას, რომელშიც ირანს ადანაშაულებენ და რომლის შედეგადაც ორი იტალიელი დაიღუპა. ის ყველა მხარეს „თავშეკავებისკენ“ მოუწოდებს. „გაერო...
1795808573
ახალი ამბებილაგოდეხში პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა
ლაგოდეხში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. ღონისძიე...
1795806281
მსოფლიოშვეიცარიაში 35-ზე მეტი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები
ციურიხის პოლიციის ინფორმაციით, შვეიცარიაში, ციურიხის კანტონში მდებარე A1 ავტომაგისტრალზე 37 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. ჯაჭვურ ავარიაში სულ 37 სა...
1795804315
ახალი ამბებიშალვა გოგოლაძე სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე: ამ უნივერსიტეტს დიდი ისტორია და გამორჩეული ტრადიციები აქვს, დღეს კი ამ ისტორიის ახალ ფურცელს ვწერთ
თბილისში სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო. დიღომში მდებარე სპორტული ქალაქი იქნება სივრცე, სადაც სხვადასხვა სპორტის სახეობის პროფესიონალები შეძლებენ განათლების მიღებას და კვალიფიკაციის...































