საბერძნეთში სკოლა 12 სექტემბერს დაიწყება - განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტრომ, მოსწავლეებისთვის ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავა
საბერძნეთში მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო წელი, 12 სექტემბერს დაიწყება.
პანდემიასთან დაკავშირებით, ექსპერტთა კომიტეტის რეკომენდაციით სკოლაში რეგულაციის ახალი წესები იმოქმედებს, რომლის არჩევითობაზე გადაწყვეტილება, გუშინ 30 აგვისტოს მიიღეს.
საბერძნეთის განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი განცხადების თანახმად, კორონავირუსთან დაკავშირებით სკოლების გახსნისთვის შედგენილი წესები შემდეგი იქნება:
1) პირბადეების ტარება იქნება არჩევითი.
2) იმოქმედებს ზოგადი რეკომენდაცია, რომ თუ ბავშვს კოვიდის ან ნებისმიერი გაციების სიმპტომები გამოუვლინდება, სახლში დარჩეს.
3) იმოქმედებს მკაცრი რეკომენდაცია, რომ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ჩატარდეს ტესტირება (თვით-ტესტი).
4) იმ შემთხვევაში, თუ ტესტი დადებითი იქნება, დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ის პროტოკოლი, რომელიც მოქმედებს, ზოგადად, მთელი მოსახლეობისთვის.
5) კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აუცილებელია 5-დღიანი იზოლაციის დაცვა, მოსწავლე სახლში უნდა დარჩეს, ხოლო გამოჯანმრთელების შემდეგ სკოლაში აუცილებლად დამცავი ნიღბით (N95 ან KN95 ან FFP2) უნდა დაბრუნდეს.
6). აუცილებელი და სავალდებულო რეკომენდაცია რჩება, ხელის ჰიგიენა და შენობის საკმარისი ვენტილაცია.
ასევე დაგაინტერესებთ:
* "ადამიანი, რომელიც გარდაცვლილი მეგონა, დღეს მომკვდარა. რა უცნაურია" - დათო ლიკლიკაძე
1792331838
საზოგადოებაპატრიარქმა შიო III-მ ბელგრადის წმინდა საბა სერბელის სახელობის სასულიერო სემინარიის პროფესორები და სტუდენტები დალოცა
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპ...
1792329712
სპორტიძალოსანი მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია
ალბანეთის ქალაქ დურესში 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ძალოსანმა მარიამ მურღვლიანმა (86 კგ) ატაცში 112 კილოგრამი დაძლია, ევროპის ჩემპიონ...
1792329556
სპორტისანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიო თასის ჩემპიონია
სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიო თასის ჩემპიონია. ალჟირში გამართული პრესტიჟული ტურნირის ფინალში ქართველმა სპორტსმენმა უნგრელი კრისტიან რაბი 15-12 დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრამდე კი ბაზაძემ ფრანგ, რ...
1792327462
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: დღეს, როდესაც ევროპა პრაქტიკულად ცეცხლშია გახვეული, საფრანგეთის ქუჩებში, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რევოლუციური პროცესები მიმდინარეობს, დუმს ევრობიუროკრატია, ხმას არ იღებენ და წყალი აქვს პირში ჩაგუბებული ყველას
დავით მათიკაშვილი ევროპაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევრობიუროკრატიის დუმილზე საუბრობს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე იხსენებს ევროპელი მაღალჩინოსნების რეაქციას თბილ...
1792325947
საზოგადოებაგიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I ჯგუფის დევნილი ვეტერანები 500-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I ჯგუფის ვეტერანებს 500-ლარიანი ერთჯერადი ფინა...



























