საქართველოს ელჩი საბერძნეთში, საბერძნეთში მცხოვრებ მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს

საქართველოს საელჩო საბერძნეთში განცხადებას აქვეყნებს, სადაც საბერძნეთში მცხოვრებ მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, რომ ევროვიზიის კონკურსზე მხარი დაუჭირონ ქართველ მომღერალს თორნიკე ყიფიანს.

საქართველოს ელჩი საბერძნეთში დავით დონდუა, განმარტავს, რომ კონკურსანტის წარმატებისთვის აუცილებელია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი გულშემატკივრების აქტიური მხარდაჭერა.

„18 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით, ნიდერლანდების სამეფოში, ქ. როტერდამში, ევროვიზიის სიმღერის რიგით 65-ე საერთაშორისო კონკურსი იმართება.

2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს სიმღერით - “You”. მაყურებლის წინაშე თორნიკე კონცერტის მეორე ნახევარფინალში, 20 მაისს, ათენის დროით 21:00 საათზე წარდგება.

ევროვიზიის კონკურსის წესების მიხედვით, მოქალაქეებს, მონაწილე ქვეყნის ტერიტორიიდან, კონკურსზე თავისი წარმომადგენლისთვის ხმის მიცემის უფლება არ აქვთ. შესაბამისად, ქართველი კონკურსანტის წარმატებისთვის აუცილებელია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი გულშემატკივრების აქტიური მხარდაჭერა.

ერთად ვუყუროთ ევროვიზიის სიმღერის საერთაშორისო კონკურსს და მხარი დავუჭიროთ ქართველ მონაწილეს!“ - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749048594

საზოგადოება

ნათია თურნავა: მონდომებულები ვართ, რომ სებ-სა და სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობა გაძლიერდეს

ჩვენი [ეროვნული ბანკის] მმართველობითი სტრუქტურა სტაბილურია და კითხვის ნიშნებს არ იწვევს, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ. მისი თქმით, სავალუტო მისიას აღუთქვეს, რომ გაგრძელდება...

ნათია თურნავა

1749048191

საზოგადოება

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის საკითხი განიხილა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისია

1749047237

სპორტი

გიორგი ლორია - სანაკრებო კარიერა დავასრულე, მადლობა საქართველო

„დინამო არენაზე“ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული გუნდის მეკარე გიორგი ლორია იმყოფებოდა და სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. „17 წელ...

გიორგი ლორია

1749045141

საზოგადოება

იტალიაში გზის გადაკეტვა და საზოგადოებრივი ქონების დაზიანება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება

იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ დაამტკიცა უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი, რომელიც სხვა ზომებთან ერთად, გზების გადაკეტვისა და საზოგადოებრივი ქონების დაზიანების კრიმინალიზაციას ითვალისწინებს. სენატმ...

იტალიის პარლამენტი

1749045037

ახალი ამბები

ვახტანგ ცინცაძე: პირველ კვარტალში საქართველოს ბიზნეს სექტორის აქტივობა, მათ შორის, ბრუნვა, გამოშვება და დასაქმებულთა რაოდენობა რეკორდულად მაღალი იყო

„ეკონომიკური ზრდის ძირითადი წარმმართველი ბიზნეს სექტორის აქტივობაა. 2025 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა, რაც, ძირითადად, ბიზნეს სექტორის მაღალმა აქტივობამ განაპირობა. დ...

ვახტანგ ცინცაძე