"თავისუფლება თუ სიკვდილი - ამბობდნენ ბერძნები, დღეს იმავეს ვამბობთ ჩვენ" - ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს საბერძნეთის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს საბერძნეთის პარლამენტში, ვიდეოჩართვის საშუალებით სიტყვით გამოვიდა.
პლენარული სესიის საგანგებო, რიგგარეშე სხდომას პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, ოპოზიციის ლიდერი ალექსის ციპრასი და ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერების უმეტესობა და დეპუტატები ესწრებოდნენ. სხდომა, პარლამენტის თავმჯდომარემ კოსტას ტასულასმა მოკლე მიმართვით გახსნა, სადაც მან ამ რიგგარეშე სხდომას ისტორიული მოვლენა უწოდა და აღნიშნა, რომ "საბერძნეთი უკრაინის გვერდით დგას და იქ იდგება მის საბოლოო გამარჯვებამდე".
საბერძნეთის პარლამენტში ისტორიული გამოსვლისას, ზელენსკიმ საბერძნეთის ეროვნულ დელეგაციას პირადად უამბო იმ მდგომარეობის შესახებ, რასაც უკრაინა რუსეთის თავდასხმის შემდეგ განიცდის და თხოვნით მიმართა მათ, დაეხმარონ უკრაინას მის მოგერიებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა საბერძნეთს, ბერძნული დიასპორისა და უკრაინის გადასარჩენად, ახალი „მეგობრული საზოგადოების“ შექმნისკენ მოუწოდა.
„ერთ თვეზე მეტია ვიღვიძებ და მარიუპოლზე ვფიქრობ, ამ წამებულ ქალაქზე, რომელსაც რუსული ჯარები ანადგურებენ. რუსი სამხედროები ანადგურებენ ყველაფერს. არ არსებობს შენობა, რომელიც არ არის დანგრეული. ეს ყველამ ნახა სურათებით. მარიუპოლი, რომელიც ძალიან დიდი ბერძნული თემის კავშირს წარმოადგენდა განადგურდა.
უკრაინა ერთ-ერთი მართლმადიდებლური ქვეყანაა, რომელიც ბერძნებმა გააქრისტიანეს. ჩვენ დავკარგავთ ჩვენი ეთიკის ძალიან დიდ ნაწილს ბერძნებთან ამ ურთიერთობის დაკარგვით. - "თავისუფლება თუ სიკვდილი" - ამბობდნენ ბერძნები, დღეს იმავეს ვამბობთ ჩვენც.
მარიუპოლის გარდა, საფრთხე ემუქრება ბერძნული კულტურის კიდევ ერთ ძალიან დიდ ცენტრს: ოდესას.
რუსებს სჯერათ, რომ დაუსჯელი დარჩებიან. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი.
მე მჯერა, რომ შეიძლება შეიქმნას ახალი მეგობრული საზოგადოება უკრაინის და უკრაინის ელინიზმის გადასარჩენად. საბერძნეთის მხარდაჭერით ჩვენ გავიმარჯვებთ.
გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი საკუთარი გავლენა, როგორც ევროკავშირის წევრებმა, რათა გადავარჩინოთ ის რისი გადარჩენაც შეგვიძლია მარიუპოლისგან.
უკრაინის პრეზიდენტმა საბერძნეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ რუსულმა ბანკებმა ვერ უნდა შეძლონ გლობალური სისტემიდან ფულის გამომუშავება, რადგან ისინი ისინი ამ ფულს რაკეტების შესაქმნელად იყენებენ.
"ჩვენ გვჭირდება იარაღი, ჯავშანტექნიკა, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები. მხოლოდ მაშინ შევძლებთ უკრაინის გადარჩენას.
დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში მშვიდობას დავამყარებთ და ის ვინც, უკრაინელებისა და ბერძნების, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა, პასუხისგებაში მიეცემა. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და თავიდან ავაშენებთ მარიუპოლს. "- ამ სიტყვებით დაასრულა საკუთარი მიმართვა, უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ იგი დაარწმუნა, რომ საბერძნეთის პარლამენტი თავის მოვალეობას შეასრულებს და გაძლიერდეს დახმარება, რათა გაძლიერდეს უკრაინა . "უკრაინის დახმარებით ჩვენ ვეხმარებით თავისუფლებას", - თქვა ტასულასმა და დასძინა "გაუმარჯოს უკრაინას, გაუმარჯოს თავისუფლებას".
ვლადიმერ ზელენსკიმ თბილი აპლოდისმენტები მიიღო ახალი დემოკრატიისა და მოძრაობა ცვლილებისთვის დეპუტატებისგან.
ბერძნული მედია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დასრულებისთანავე, პარტია "ახალი დემოკრატიისა" და "მოძრაობის ცვლილებისთვის" დეპუტატებმა ფეხზე წამოდგომით ზელენსკისადმი მხურვალე აპლოდისმენტები არდაიშურს, ხოლო პარტია SYRIZA-ს დეპუტატები უბრალო ტაშით შემოიფარგლნენ.
ასევე საინტერესოა
🔷საბერძნეთი 12 რუს დიპლომატს გააძევებს - ისინი პერსონა ნონ გრატად შეფასდნენ
1791304037
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება, მოლდოვა უსწრებდეს საქართველოს, რომელიც გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა, თუ სხვა სახელმწიფოსთან შეერთების ხარჯზე გვაჯობებს, ამის ნამდვილად არ შეგვშურდება
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირში გაერთიანების გზაზე მოლდოვას მიღწევებთან დაკავშირებით ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრი...
1791299576
ახალი ამბებიჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
„პირველი არხის“ ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2-ს" საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ნო...
1791299385
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, კანდიდატ ქვეყნებშიც ამაზე დიდი სკეფსისია
ეროვნულ ინტერესებს არასდროს უნდა ვუღალატოთ, ეროვნული ინტერესები ყოველთვის მდგომარეობს მშვიდობიან განვითარებაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და კეთილდღეობის ზრდაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლ...
1791298228
საზოგადოება„რთველი ჩვენი ტრადიციების და ჩვენი იდენტობის ნაწილია“ - მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს წინანდალში უმასპინძლა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა. დიპლომატები გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვ...
1791297512
ახალი ამბებიეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში, ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველ ძიუდოისტს ძალიან ცოტა დააკლდა, რომ ზედიზედ მეორედ გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი. 57 კგ წონით კატეგორია...






























