"ეს ნაბიჯი უშედეგოდ არ ჩაივლის"- რუსეთის მუქარა საბერძნეთს, 12 რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით

ოფიციალურმა მოსკოვმა, მისი ქვეყნის საელჩოს მეშვეობით საბერძნეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს,  12 რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით გაფრთხილება გამოუგზავნა და აცნობა, რომ ამ ნაბიჯს თავისი შედეგები მოჰყვება.  

"საბერძნეთის გადაწყვეტილება 12 დიპლომატის გაძევების შესახებ, რეაგირების გარეშე არ ჩაივლის და მას თავისი შედეგები ექნება“ - ნათქვამია რუსეთის საელჩოს განცხადებაში, რომელიც  საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. 

„2022 წლის 6 აპრილს რუსეთის ელჩი საბერძნეთში, ანდრეი მასლოვი დაიბარეს საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას აცნობეს საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება თესალონიკში საელჩოსა და გენერალური საკონსულოს 12 დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ. 

ჩვენი მხრივ, ჩვენ მკაცრად გავაპროტესტეთ ეს გაუმართლებელი ნაბიჯი, რომელიც  ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განადგურებას ისახავს მიზნად.

აღვნიშნავთ, რომ ეს ქმედება უშედეგოდ არ ჩაივლის " - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

ასევე საინტერესოა

🔷საბერძნეთის ხელისუფლება კიბოთი დაავადებული უკრაინელი ბავშვების კლინიკაში გადაყვანას და მკურნალობას უზრუნველჰყოფს

🔷საბერძნეთი 12 რუს დიპლომატს გააძევებს - ისინი პერსონა ნონ გრატად შეფასდნენ

🔷საბერძნეთში,კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, მეოთხე დოზის მისაღებად რეგისტრაციის პლატფორმა იხსნება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795808573

ახალი ამბები

ლაგოდეხში პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

ლაგოდეხში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.   ღონისძიე...

ლაგოდეხში პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

1795806281

მსოფლიო

შვეიცარიაში 35-ზე მეტი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები

ციურიხის პოლიციის ინფორმაციით, შვეიცარიაში, ციურიხის კანტონში მდებარე A1 ავტომაგისტრალზე 37 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.  ჯაჭვურ ავარიაში სულ 37 სა...

ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

1795804315

ახალი ამბები

შალვა გოგოლაძე სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე: ამ უნივერსიტეტს დიდი ისტორია და გამორჩეული ტრადიციები აქვს, დღეს კი ამ ისტორიის ახალ ფურცელს ვწერთ

თბილისში სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო. დიღომში მდებარე სპორტული ქალაქი იქნება სივრცე, სადაც სხვადასხვა სპორტის სახეობის პროფესიონალები შეძლებენ განათლების მიღებას და კვალიფიკაციის...

შალვა გოგოლაძე:

1795801614

ახალი ამბები

პრემიერი: გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს, ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს

ძალიან მარტივია, ასეთ შემთხვევაში მათ უნდა დაასახელონ „მოლოტოვის კოქტეილების“ მსროლელები, უნდა დაასახელონ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ხელისუფლების დამხობას აანონსებდნენ. რა თქმა უნდა, მათ არ აწყო...

პრემიერი

1795800465

ახალი ამბები

თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს....

ყვითელი ლენტი