28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი - ამ დღეს ეცადეთ ამაღლებულ ხასიათზე იყოთ, სიკეთის მომცემი მზის დღეა

მთვარის 28-ე დღე მოქმედებს 28 მაისს

სიმბოლური შესატყვისები: მზე. მერწყულის 25-ე და თევზების მე-6 გრადუსებს.
სიმბოლო: ლოტოსი.
მოქმედება: წყალობა.
სახელწოდება: ლოტოსი.
სიკეთის მომცემი მზის დღეა, სადაც შესაძლოა სულიერი ხილვა მოხდეს. ამ დღეს სულის აღქმა მიმდინარეობს. ადამიანი ძილში, ანდა მედიტაციის დროს შეიცნობს თავის წინა დაბადებებს. უმაღლეს ჭეშმარიტებებს შეიცნობს. სულიერების ამაღლების პერიოდია. ყველა ჩაკრისა და მათზე მუშაობის დღეა. განკუთვნილია ძილში წინასწარმეტყველურ სიზმრებზე მუშაობისთვის და ნათელხილვისთვის.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: კარგია დიდი საქმეებისთვის, შენაძენისთვის, წამოწყებებისთვის. ამ დღეს უნდა ეცადოთ ამაღლებულ ხასიათზე იყოთ, სულის სიღრმეში ჩაიხედოთ, აკონტროლოთ ემოციები. კარგია სასარგებლო მცენარეების დარგვა, კეთილი აზრების თესვა. არ შეიძლება ხეების მოჭრა, ყვავილების მოწყვეტა და ჩუქება. ეს “მიწიერი” საქმეების დღეა.

მისტიკური ზეგავლენა: საჩუქრებისა და ნაპოვნების დღეა. ცნობიერებისა და ლოგიკის საიდუმლო სამალავებზე მუშაობის დღეა. სიზმრებზე მუშაობის დღეა.

სოციალური ზეგავლენა: ძალიან სასიკეთოა, განსაკუთრებით თუ კარგ ხასიათზე ხართ.

სამედიცინო თვალსაზრისით: რეკომენდებულია წვენებით შიმშილობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეს თვალების გაფრთხილება. უკეთესია ნაკლები იკითხოთ და არ გადაიღალოთ.

დაავადებები რთულია, განსაკუთრებით მოხუცებისთვის. უნდა გაუფრთხილდეთ თავს, თავის ტვინს, აუცილებელია აკონტროლოთ არტერიული წნევა.

ზეგავლენა ჩასახვაზე: ამ დღეს ჩასახული ბავშვი ნებისმიერ საქმეს წარმატებით გაართმევს თავს. მთელი სამყარო მას ეკუთვნის. სიმშვიდე და სიხარული, თვითშეგნება და სამყაროს საიდუმლოების შეცნობის სიხარული აავსებს მის გულს. ცისა და მიწის საიდუმლოებები მუდამ მასთან იქნება. თუმცაღა, არსებობს სიზარმაცის საშიშროება.

მედიტაცია: იდეალები, სანთელი.

მთვარე იმყოფება  ,,კუროს ''  ზოდიაქოში  27.05-ის 10:22 სთ.დან 29.05-ის 21:22 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, ქალწულის და თხის რქის  ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ  კირჩხიბის და თევზების  ზოდიაქოს. საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  სასწორის  და მშვილდოსნის ნიშნებს.
კუროს და მორიელის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ვერძის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია. გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს. კრიტიკულია ეს პერიოდი  ლომის და  მერწყულის ზოდიაქოსთვის.

დღის პროგნოზი:  28 მაისი სუსტად დადებითი დღეა. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ამინდის მკვეთრი ცვლა. ასევე მოიმატებს 17-18 საათთან ახლოს, ავტო და სხვა სხვა სახის ავარიების სტატისტიკის მომატება. 

ავტორი: ბესო ბეციაშვილი

წყარო: astrokonsultant

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745309072

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: დიფ სთეითის აგენტურა მაინც ებღაუჭება იმედს, რომ ქართველები სულელები ვართ - დავუშვათ, გაუქმდა უვიზო მიმოსვლა, რატომ დაიქცევა ქვეყანა? „ნაცების“ დროს რომ არ გვქონდა და მაინც აყვავებულები ვიყავით?

„რადიო თავისუფლება“ ასეთი სათაურით აქვეყნებს "EU-სთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება რუსეთისა და ივანიშვილის რეჟიმის ინტერესებშია ENG-ები". უკვე გასაგებია გავლენის ამ ოპერაციის სქემა - ჯერ აპოკალიფსის განცდ...

დავით ჩიხელიძე

1745307507

ახალი ამბები

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ვაშინგტონში სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო...

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

1745306127

ახალი ამბები

უბედური შემთხვევა ლაგოდეხში - კაცი სარწყავ არხში ჩავარდა და დაიღუპა

ლაგოდეხში უბედური შემთხვევა მოხდა. შუახნის კაცი არხში ჩავარდა და დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ კაცს ფეხი დაუცდა და წყლიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო. ადგილზე პოლ...

პოლიცია, ლენტი

1745305432

ახალი ამბები

„პოვნის შემთხვევაში დაუკავშირდით...“ - უდეში 15 წლის ბიჭს ეძებენ

სოფელ უდეში, 15 წლის თორნიკეს ოჯახი რამდენიმე საათია ეძებს. „ზუსტად არ მახსოვს რომელ საათზე გავიდა სახლიდან. საფლავებიდან ჩამოვედით, ალბათ 5 წუთიც არ იქნებოდა მარტო და მაშინ გაიპარა სახლიდან. აცვია ცი...

უდეში 15 წლის ბიჭს ეძებენ

1745304717

ახალი ამბები

საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ეწვია

საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 აპრილს, გაიმართება შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რის...

საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ეწვია