აპრილის თვის ტაროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან, ჩვენი ერთგული მკითხველისთვის, ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ტაროლოგ „HER MIT“-ისგან.
მაშ ასე, ნახეთ, „Her Mit“-ის აპრილის თვის ტაროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 👇
ვერძი
აპრილის თვე თქვენს ნიშანში აძლიერებს კომუნიკაბელურობას, სადაც სულ გჭირდებათ გვერდზე მდგომი ადამიანები ყველა საქმეში. ასევე, ამ ეტაპზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებთ კომპეტენტური ადამიანების, პროფესიონალების აზრსა და შეხედულებას, ზოგადად საზოგადოებაში დამკვიდრებულ შაბლონებს. ამდენად, ახლა გიჭირთ საკუთარი კრეატიულობის გამოვლინება, დინების საწინააღმდეგოდ ცურვა ყველა თემასთან მიმართებაში.
ამ თვის განმავლობაში სამსახურებრივი, ფინანსური, ზოგადად მატერიალური თემები სწრაფად და დადებითად ვითარდება. შესაძლოა ერთდროულად მოგიწიოთ ორი საქმის კეთება, ორ ადგილას მუშაობა, საქმიან პარტნიორთან ერთად მუშაობა. ყველა შემთხვევაში უფრო მეტს აკეთებთ ამ მიმართულებით, ვიდრე ადრე და თანაც მარტო არ ხართ თქვენს საქმიანობაში.
პირადი ურთიერთობები ამ პერიოდში არც ისე რომანტიულად გამოიყურება. ამ თემასთან მიმართებაში თქვენში უფრო მეტად იღვიძებს გარკვეული კრიტიკულობა, სადაც პარტნიორის ყველა ქმედებას მკაცრად ატარებთ თქვენი მზერის სპექტრში. არაა გამორიცხული თქვენს მიმართაც გამოვლინდეს ასეთივე კრიტიკულობა, მომთხოვნელობა, რაიმე ზეწოლაც კი.
კარგი დროა მოგზაურობისათვის, გადაადგილებისათვის. აქტიურად მიიღეთ მონაწილეობა ყველანაირ შეკრებებში, იტრიალეთ ნაცნობი და თუნდაც უცნობი ადამიანების გარემოში.
კურო
თქვენი ნიშნისათვის აპრილის თვე ზოგადად მშვიდია. თქვენს მყუდროებასა და წარმატებულობას დიდად არ არღვევს გარემო მოვლენები. თუმცა, გაითვალისწინეთ, ამ პერიოდში თქვენს უკან მუდამ დგას ერთგვარი დამკვირვებელი, ადამიანის, ორგანიზაციის, თუნდაც კარმის სახით, რომელიც უსიტყვოდ და შეუმჩნევლად აგროვებს ინფორმაციას თქვენი ყველა ქმედების შესახებ. ეს უხილავი მოთვალთვალე საკმაო სიძლიერითაც გამოირჩევა.
ფინანსები და სამსახური, ზოგადად მატერიალური საკითხები თქვენთვის დადებითად ვითარდება. ამჟამინდელ აქტუალურ თემაში გამოიყურებით მომგებიანად. ბევრი თქვენგანი ახლა აღნიშნავს გარკვეულ წარმატებას. თუმცა, ამ წარმატებულობას თუნდაც ამჟამად თქვენთვის არადამაზარალებელი, გარკვეული ნეგატიური თვალი და მოშურნეობაც მოყვება.
ურთიერთობის საკითხები, მათ შორის პირადი თემები, ამ ეტაპზე სწრაფი განვითარებით არ გამოირჩევა, თუმცა კარგი დროა ახალი ნაცნობობისათვის, ახალი ფლირტისათვის, ზოგადად პირველადი იმპულსებისათვის. ძველი ურთიერთობებიც ერთი საფეხურით განვითარდება.
კარგი პერიოდია მოგზაურობისათვის, ყველანაირი ფიზიკური გადაადგილებისათვის. ეცადეთ მოიკითხოთ ძველი ნაცნობები. არაა გამორიცხული თქვენს ცხოვრებაში ისევ დაბრუნდნენ წარსულის ადამიანები, თავი შეგახსენოთ ძველმა საქმეებმა, იდეებმა, ოცნებებმა.
ტყუპები
აპრილის პერიოდი თქვენს ნიშანში აძლიერებს შემეცნებისაკენ, თვითგანვითარებისაკენ მიდრეკილებას. ამ ეტაპზე თვითოეული თქვენგანი მეტნაკლებად ვითარდება პროფესიულად, ზოგადად მენტალურად. ზოგიერთი თქვენგანი ამ განვითარებას წიგნიდან, ზოგი კარგი მასწავლებლის დახმარებით, ზოგიც პირადი გამოცდილებით იღებს. ერთმნიშვნელოვნად აგროვებთ და ანვითარებთ ცხოვრებისეულ უნარებსაც. ახლა თქვენი დევიზია- „შემეცნება“.
პროფესიული, კარიერული კუთხით ძალიან დადებითი პერიოდია. ამჟამად ბევრის ცხოვრებაშია მოსალოდნელი დაწინაურება, ახალი ბიზნესის წარმატებული სტარტი, სამუშაო ადგილის მოპოვება, ზოგადად ყველანაირი მატერიალური გამართლება და წინსვლა. ასევე, მოსალოდნელია კარგი შემოსავლები, დამატებითი ბონუსები ან მნიშვნელოვანი შენაძენები.
რაც შეეხება ზოგადად ურთიერთობების თემას, მათ შორის რათქმაუნდა პირადსაც, ნაკლებად რომანტიული პერიოდია. აქ უფრო მერკანტილური მიდგომები იკვეთება პარტნიორების მხრიდან. თავად თქვენ იწყებთ იმის შედარებას, თუ რას გასცემთ და რას იღებთ ემოციურად.
მიუხედავად წარმატებული ეტაპისა, არსებობს თქვენი გაზარმაცების ალბათობა, რაც ნამდვილად არ გამოგადგებათ. ახლა ჯობია შეინარჩუნოთ ცხოვრების ჩვეული რითმი, სადაც ყოველდღიური, თუნდაც რუტინული საქმეები არ უნდა იყოს იგნორირებული თქვენს მიერ.
კირჩხიბი
აპრილის თვეს თქვენი ნიშნისათვის მართლაც რომ გაზაფხულის ეიფორია შემოაქვს და ეს პირველ რიგში შეყვარებულობის გრძნობას გააღვიძებს და გააბევრებს. რა თქმა უნდა მთავარი თემა ახლა პირადი ურთიერთობებია, იქნება ეს ძველი კავშირი თუ სრულიად ახალი და რომანტიკული. ამას გარდა, ყველანაირ ურთიერთობაში, თუნდაც სამსახურებრივში, მეტ-ნაკლებად თქვენი პირადი ემოცია ჩაანაცვლებს ცივ გონებას. ამდენად, ამ კუთხით მეტი დაკვირვებულობა გმართებთ. ახლა ბევრი თქვენგანი დაამარცხებს საკუთარ კომპლექსებსა და შებოჭილობას, მოიხსნის არასწორ ტაბუს და გახდება შესამჩნევად თავისუფალი, გადაიხედება რა თქვენივე შაბლონური დამოკიდებულებები. არის იმისი ალბათობა, რომ ურთიერთობაში შემოვიდნენ უცხოელები ან საზღვარგარეთ მცხოვრები თქვენი თანამემამულენი.
რაც შეეხება ზოგად მატერიალურ, სამსახურებრივ მდგომარეობას, აქ მეტ-ნაკლებად ცვლილებებია მოსალოდნელი. თუ მთალდ დაწესებულების არა, სამუშაო ოთახის ან მაგიდის შეცვლა მაინც მოგიწევთ. სწორედაც რომ კარგი დროა არასასურველი სამსახურის დასატოვებლად, და ჯობია ეს თქვენივე გადაწყვეტილებით მოხდეს და არა სხვანაირად.
ამ პერიოდში განსაკუთრებით მოერიდეთ ყოველგვარ სიყალბეს, ტყუილსა და ადამიანების მანიპულირებას. ახლა მცირე ეშმაკობაც კი გაზვიადება და დაგაზარალებთ თავადვე.
ლომი
მიმდინარე თვე თქვენი ნიშნისათვის დიდი და კარმული შედეგების მომტანია. ახლა სწორედ იმას მოიმკით, რაც აქამდე გიშრომიათ. კარმული პერიოდი იმასაც ნიშნავს, რომ აქ არ გამოვა რაიმე საქმის, მოვლენის დროში გაყინვა. მოგიწევთ გადაწყვეტილებების მიღება თქვენთვის საკრალურ საკითხებთან მიმართებაში, სადაც ან ყველაფერს მიიღებთ, ან დახურავთ თემას.
ფინანსურ-მატერიალური კუთხით მოგებიანი პერიოდია. ამჟამად შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა ძალიან იოლად მიიღოს თანამდებობა ან შემოსავალი, ბონუსი, ზოგ შემთხვევაში ქონებაც კი.
ამჟამად ძალიან გიიოლდებათ გამორჩენის მიღება, თქვენი მატერიალური ინტერესების გამო სხვისი ინტერესების უგულებელყოფა. ყველა სადავო საქმეში გამარჯვება თქვენს მხარეზეა. თუმცა, გაითვალისწინეთ, ამჟამინდელი მოგებიანობა არც თუ ნათელ ძალებში დგას. ამდენად ეცადეთ არ მოიხიბლოთ იმით, რაც თქვენ არ გერგებათ. ახლა კი მოგეცემათ ყველაფერი სხვისი, მაგრამ ამას თავისი ფასიც მოჰყვება, რაც შემდეგ ორმაგად დაგაზარალებთ.
ურთიერთობების მხრივ ამ პერიოდში თქვენ ხართ ლიდერი, სიტუაციის წარმმართველი. ამდენად სათქვენოდ შეგიძლიათ პარტნიორის, ზოგადად საზოგადოების მართვა.
აპრილის თვის განმავლობაში განსაკუთრებით მოერიდეთ ზედმეტი ინფორმაციის გაცემას, ზოგადად ჭორს. არაა გამორიცხული ჭორი მეტ-ნაკლებად თქვენს ზურგს უკანაც გააქტიურდეს.
ქალწული
მიმდინარე თვის ენერგეტიკა თქვენს ნიშანს, ზოგადად თქვენს ბუნებას უქმნის ჰარმონიულ გარემოს. თითქოს ყოველდღიური რუტინა უცვლელად გამოიყურება, მაგრამ უეცრად აღმოაჩენთ, რომ სრულიად შეუმჩნევლად მიახლოვებიხართ ისეთ მიზანს, რომელიც ძალიან შორი და მიუწვდომელი გეგონათ. ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი გამოიკვეთება ის ბილიკი, ის გზა და საშუალება, რაც ძალიან მშვიდი განწყობით წარმოუდგენელ სიძნელეებსაც კი გადაძლევინებთ.
ამ პერიოდში ძალიან დიდ წარმატებაში დგას ყველა თქვენი მატერიალური, ფინანსური თემა. დაიძრება აქამდე გაჩერებული საქმეები, ამოძრავდებიან ერთგვარად ზარმაცი ადამიანები, გააქტიურდება თქვენი ფულის არხი როგორც შემოსავლის კუთხით, ასევე სწორი მოხმარებით.
ზოგადად პერიოდი კარმულია ურთიერთობების თვალსაზრისით. ახლა ხდება ძალიან გლობალური გადაფასებები. თქვენს ცხოვრებისეულ ჭადრაკის დაფაზე სრულად გადალაგდება ადამიანთა ფიგურები. ზოგ შემთხვევაში ეს თქვენი მზერის რაკურსის ცვლილებით მოხდება, ზოგანაც ამას სამყაროსეული ხელი გადაალაგებს. შესაბამისად ეს პროცესი ალბათ ვერ ჩაივლის მთლად უმტკივნეულოდ, თუმცა კარმული წმენდა თქვენთვის და სათქვენოდ ხდება.
მთლიანობაში პერიოდი უდავოდ დადებითია და ამ თვეში მიღებული ყველა შედეგი თქვენს შემდგომ სიკეთეს ემსახურება. ეცადეთ მიმღებლობითა და მადლობით მიიღოთ ყველაფერი.
სასწორი
მიმდინარე თვე თქვენს ნიშანში იწვევს ერთგვარ ჩაკეტილობას, სადაც თითქმის ყოველ თქვენგანს უჩნდება საკუთარი მკაცრი საზღვრების დაცვის სურვილი, ზოგ შემთხვევაში აუცილებლობაც კი. ამას გარდა, გარემოც დიდად არ ხსნის თქვენს წინაშე ყველა კარს. ამ ეტაპზე ჯობია ყველა საბრძოლო და კონკურენტული თემის სამომავლოდ გადადება. ასევე, არაა გამორიცხული ყველა მხრიდან შემოგიტიონ თქვენი დახმარების იმედად მყოფმა ადამიანებმა. ამ პერიოდში მოგიწევთ საკუთარი თანხის, დროის რესურსის, პირადი სივრცის დაცვა „მუქთამჭამელებისაგან“. ამ თვეში თქვენი დევიზია: „არ მაქვს, არ მცალია, არ მსურს“. და ამ სიტყვების გამოყენება ალბათ უხვად დაგჭირდებათ საკუთარი სიმშვიდის დასაცავად.
თუმცა კარგი პერიოდია ზედაპირული, გასართობი ურთიერთობებისათვის, სადაც არ გევალებათ კონკრეტული პასუხისმგებლობის აღება. ეცადეთ მაქსიმალურად იმოძრაოთ ახალ წრეში, ახალი ნაცნობების გარემოში და თავი აარიდოთ სერიოზულ ურთიერთობებს.
ამავდროულად, ეცადეთ ჩამოშორდეთ კონკრეტულად თქვენთვის უსიამოვნო თემებსა და სიტუაციებს. მაგრამ ახლა არაა დავისა და კამათის დრო. ჯობია ჩუმად, შეუმჩნევლად დატოვოთ ნეგატიური ადგილები ან ურთიერთობები. ასევე, ფიზიკური გადაადგილების შემთხვევაში გაასაიდუმლოვეთ ინფორმაცია თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ.
მორიელი
აპრილის თვე თქვენს ნიშანს უაქტიურებს სიბრძნესა და მიხვედრილობას, გონებამახვილობასა და ზოგადად ათვისების უნარს. ახლა თქვენს თვალს არაფერი არ გამოეპარება. თქვენი მენტალობა კი გაწინაურებთ ყველა საქმეში. ამდენად, ამ პერიოდში ყველაზე უპრიანია გონებრივი სამუშაოების შესრულება, სწავლა, კონკურსებზე გასვლა, ზოგადად ყველანაირ მენტალურ კონკურენციაში შესვლა, სადაც გაქვთ გამარჯვების ძალიან მაღალი შანსები.
რაღა თქმა უნდა, ამ პოტენციალით ახლა სამსახურებრივი ადგილები თქვენთვის უმყარესია. ასევე, გადასარევი დროა ახალი სამსახურის მოსაძებნად, პირადი ბიზნესის წამოსაწყებად. ამ პერიოდში, თუნდაც ოჯახში და ახლო სამეგობროში, თქვენ ხდებით ლიდერი და გარშემომყოფებს სწორედ თქვენი გონიერების იმედი აქვთ. შემოსავლებიც მეტ-ნაკლებად მყარია.
პირადი ურთიერთობები, ზოგადად კომუნიკაცია ამ ეტაპზე შედარებით განთავისუფლებთ ზემოთ აღწერილი პასუხისმგებლობებისაგან. ეს ის თემაა, სადაც ახლა არაფერ საპასუხისმგებლოს არ გთხოვენ. მხოლოდ გართობა და სიამოვნების მიღება გევალებათ.
კარგი დროა სახლის, ზოგადად ოჯახური საქმეების მოსაგვარებლად, იქნება ეს თავად სახლის ან მანქანის შეძენა, რემონტი, შეკეთება თუ ამდაგვარი სხვა რამ. ასევე, ოჯახის წევრების დაკვალიანება და თანადგომა. მათი მართვა თქვენეული მკაცრი ხელით.
მშვილდოსანი
აპრილის თვის ენერგეტიკას თქვენი ნიშნისათვის შემოაქვს ბევრი წარმატება, ხალისი, ზოგადად სამყაროს კეთილგანწყობა თითქმის ყველა თემასთან მიმართებაში. ახლა შედარებით გიიოლდებათ ყველაფერი ის, რაც აქამდე გეძნელებოდათ ან გირთულდებოდათ. ბევრი თქვენგანი მიიღებს დახმარების შემოთავაზებას, გარკვეულ სამყაროსეულ მფარველობას. ხდებით შესამჩნევი, ერთგვარად თვალისმომჭრელი ფიგურა, მეტნაკლებად შესაშურიც კი.
მატერიალურ-ფინანსური კუთხით ძალიან დადებითი პერიოდია. აქ შესაძლოა ახალი სამსახურის დაწყებაც, ზოგთან დაწინაურება, სადავო საკითხების დადებითად გადაწყვეტა, მსხვილი მატერიალური შენაძენები. ყველა შემთხვევაში ხართ იმაზე მსუყედ, ვიდრე აქამდე. ამდენად, ახლა ნამდვილად დროა აიხდინოთ თქვენი ოცნებები და დაიხარჯოთ თუ მთლად ფუფუნების საგნებისათვის არა, გარკვეული აუცილებლობებისათვის მაინც.
ზოგადად ურთიერთობები, მათ შორის პირადიც, საკმაოდ დუნედ ვითარდება. თითქოს ყველაფერი ისევ ისეა როგორც აქამდე, მაგრამ განვითარება დიდად არ ხდება. თუმცა, არის იმედისმომცემი იმპულსები, რაც გაძლევთ უკეთესი მომავლის რწმენასა და იმედს.
მიმდინარე პერიოდში ეცადეთ მაქსიმალურად ისარგებლოთ სამყაროს კეთილგანწყობით თქვენდამი. გაიხარეთ და ისიამოვნეთ ყოველდღიური დიდი თუ მცირე სიხარულებით.
თხის რქა
აპრილის თვეს თქვენი ნიშნისათვის შემოაქვს ბევრი შემოთავაზება, მომხიბვლელი წინადადება თქვენთვის საინტერესო ინდივიდუალურ თემებთან დაკავშირებით. ყველა თქვენგანს გამოუჩნდება თქვენი პერსონით დაინტერესებული ადამიანი ან დაწესებულება.
ამ ეტაპზე თქვენი სიჯიუტის, მომპოვებლობის, ბრძოლის ენერგია კიდევ უფრო მაღალია, რაც საშუალებას გაძლევთ მართლაც რომ დიდ წარმატებას მიაღწიოთ როგორც სამსახურებრივ, ასევე ზოგადად ყველა მატერიალურ არენაზე. ერთის მხრივ შემოთავაზებები და მეორეს მხრივ თქვენი მონდომება, წარმოქმნის ყველანაირი ცხრაკლიტულის გაღების პერსპექტივას.
მიმდინარე ეტაპი დიდად ხელს არ უწყობს პირადი ურთიერთობის განვითარებას, თუმცა არც რაიმე სახის უკან დახევაა მოსალოდნელი. ამდენად, ახლა არ ღირს სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება. თუმცა არის იმედისმომცემი მცირე ძვრები ამ მიმართულებით.
ამას გარდა, ამ პერიოდში ფრთხილად იყავით ზოგადად ყველანაირ ურთიერთობასთან. ეს ის დროა როცა თქვენს გარშემო გააქტიურებულია გარკვეული შური, ნეგატიური თვალი, ყველა თქვენთვის წარმატებულ თემასთან მიმართებაში. თუმცა, მოწინააღმდეგე ვერ გაბედავს პირდაპირ თავდასხმას, ამიტომ ის თქვენს სუსტ წერტილს დარაჯობს. გადახედეთ რაში ხართ დაუცველები და იმ მიმართულებით იმუშავეთ საკუთარ თავზე და შესაძლებლობებზე.
მერწყული
აპრილის თვე თქვენი ნიშნისადმი ენერგეტიკულად კეთილგანწყობილია და ასევე ხელს უწყობს ზოგადად თქვენს გარშემო დადებითი აურის შექმნას. ახლა ყველა თქვენი მეგობარია, ნაცნობიც და უცნობიც. ადამიანებს აქვთ მაღალი მზაობა დახმარებისა და თანადგომისა. ამდენად, მიზანმიმართულად იმოქმედეთ თქვენთვის საჭირბოროტო საკითხების მიმართ.
მატერიალური კუთხითაც დადებითი ეტაპია. განსაკუთრებით მყარად და შემოსავლიანად იგრძნობენ თავს დიდ ან სულ მცირე თანამდებობაზე მყოფი მერწყულები. ამჟამად თქვენი მმართველობა სიუხვისა და აღიარების მომტანია. იმდენად რამდენადაც, ყველა თქვენგაში იღვიძებს ლიდერული უნარები, გამოიყენეთ ის ყოველდღიურ საქმეებშიც კი.
ურთიერთობებში შედარებით სუსტად გამოიყურებით, რადგან თქვენში აღინიშნება გარკვეული გაორებულობა, ჩამოუყალიბებლობა. არაა გამორიცხული ბევრი თქვენგანი გაიჭედოს ორ ურთიერთობას შორის, სადაც ამ ეტაპზე არ გამოგდით არჩევანის გაკეთება. ასევე, იგივე ტენდენცია ვრცელდება ზოგადად ყველანაირ კომუნიკაციაში. ამდენად, მოერიდეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას მანამ, სანამ არ იქნებით დარწმუნებული.
მიუხედავად ასეთი ტენდენციისა, კარგი პერიოდია განელებული გრძნობის, გაფუჭებული ურთიერთობის აღსადგენად და გასაცოცხლებლად, ასეთი ინტერესის შემთხვევაში.
თევზები
აპრილის თვის ენერგეტიკა ძალიან რბილად და უმტკივნეულოდ გააბათილებს თქვენი ნიშნისათვის ყველაზე მტკივნეულ და უიმედო საკითხებს. თითქოს შეუმჩნეველი წინსვლებით ნელ-ნელა გადაილახება ყველა წინააღმდეგობა და გამოჩნდება იმედი და გამოსავალი ყველაზე დაბინდულ თემებთან მიმართებაში. ამ პერიოდში დაიძვრება ყველანაირი გაჩერებული საქმე.
მატერიალურ, ფინანსური მიმართულებით დადებითი დროა. ყველაზე არეულ სიტუაციებშიც კი თქვენი სამსახურებრივი პოზიციები და შემოსავლები მყარია. ბევრი თქვენგანი მსხვილი შენაძენების უფლებასაც კი მისცემს თავს. დადებითი პერიოდია საკუთარი ბიზნესის დასაწყებად, ზოგადად მნიშვნელოვანი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად.
რაც შეეხება ზოგადად კომუნიკაციას, ურთიერთობების თემას, აქაც გარკვეულწილად ვლინდება სიხისტე და მომთხოვნელობა თქვენი მხრიდან. ამდენად, განსაკუთრებით პირად, სასიყვარულო ურთიერთობებს აკლია გარკვეული რომანტიზმი. არის მეგობრული განხეთქილების ალბათობაც, რადგან თქვენი გარემოც დიდად არაა დათმობებზე წასვლის ხასიათზე. ამიტომ ამ მიმართულებით გმართებთ მეტი სირბილე და თავშეკავება.
ზოგადად, პერიოდი მეტ-ნაკლებად დადებითია, იმდენად რამდენადაც ბევრი თქვენგანი სხვადასხვა თემაში იგრძნობს სამყაროს თანადგომასა და ბედისწერაში გამართლებულობას.
წყარო: „HER MIT“
1732521720
ახალი ამბებიდაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან (ზეთისხილის ხიდან) თავისუფლების მოედნის ჩათვლით არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გადაადგილება შეიზღ...
1732481289
ჰოროსკოპი25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ საქმეს, რომელიც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს დ...
1732478818
სოციალური მედია„მამის რეჟიმი ჩართულია“ – ელენე ეპიტაშვილი პატარა ენის და გიორგი მამარდაშვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს
კლუბ „ვალენსიას“ მეკარე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის „რკინის გუმბათი“ გიორგი მამარდაშვილი და მისი ოჯახი, ქართული საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი ოჯახია. ცოტა ხნის წინ გიორგიმ...
1732474860
ჰოროსკოპი21 იანვარს პლუტონი მერწყულის ნიშანში 20 წლით გადავა - როგორო იმოქმედებს ეს მოვლენა ზოდიაქოს ნიშნებზე?
21 იანვარს პლუტონი მერწყულის ნიშანში 20 წლით გადავიდა, რაც შეცვლის მსოფლიო წესრიგს და ტენდენციებს ყველა ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. პლუტო...
1732470212
ჰოროსკოპიზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2024 წლის დეკემბერი ყველაზე წარმატებული და იღბლიანი იქნება
როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2024 წლის დეკემბრის მთავარი ფავორიტები ვერძის, სასწორისა და თხის რქის ნიშნის წარმომადგენლები იქნებიან. მათთვის ეს თვე წარმოუდგენელი იღბლის, მატერიალური კეთილდღეობისა და პოზ...