პრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პასუხისმგებლობას უკავშირდება, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, ერეკლე მეფის მთავარი მორალური და პოლიტიკური საზრუნავი ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული იდენტობისა და საკუთარი ხალხის გადარჩენა იყო.
„ურთულეს გეოპოლიტიკურ ეპოქაში, როდესაც ქართლ-კახეთი ეგზისტენციალური საფრთხის, უწყვეტი აგრესიის, დემოგრაფიული კოლაფსისა და ერის ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე იდგა, ერეკლე მეფის მთავარი მორალური და პოლიტიკური საზრუნავი ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული იდენტობისა და საკუთარი ხალხის გადარჩენა იყო.
ქვეყნის გაერთიანების, მისი პოლიტიკური და ეკონომიკური განმტკიცებისა და განათლების განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევა გამოხატავდა ერეკლე მეფის შორსმჭვრეტელ ხედვას: საქართველოს მომავალი დაფუძნებოდა ძლიერ სახელმწიფოს, განათლებულ საზოგადოებასა და ეროვნულ ერთიანობას.
სწორედ ამით არის ერეკლე II-ის მემკვიდრეობა მნიშვნელოვანი დღესაც - მისი ცხოვრება გვახსენებს, რომ ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას.
განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს თელავსა და სრულიად კახეთს. მეფე ერეკლე II-ის ხსოვნასა და მის სახელმწიფოებრივ მემკვიდრეობას მუდამ ღირსეული ადგილი ექნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
1791383197
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან მომავალზე ორიენტირებული საუბარი გამოგვივიდა და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენი შეხვედრები გაგრძელდება ორმხრივ ფორმატში
„დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბარი გქონდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ვიზიტების ურთიერთგაცვლაზე“, – ამის შესახებ „ქართული...
1791381935
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებას
„ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვი...
1791380679
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არც ერთი პერსონის დამსახურება არ არის, ეს არის გუნდის დამსახურება - თუ ვინმეზე, ერთ პიროვნებაზე შეიძლება იყოს დაყვანილი ეს წარმატება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი
„ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არც ერთი პერსონის დამსახურება არ არის, ეს არის გუნდის დამსახურება. თუ ვინმეზე შეიძლება იყოს ეს დაყვანილი, ერთ პიროვნებაზე ეს წარმატ...
1791380010
ახალი ამბებიზაალ მიქელაძე: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი ჩვენ მიერ არის მიღებული და საინტერესოა, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ხომ არ არის ეს კანონი გადასახედი ან ფორმულირება შესაცვლელი?
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში რამდენიმე საკითხის ასახვის შესახებ ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც...
1791379969
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე, რაც შეეხება ევროკომისიის პასუხისმგებლობას, მათი პასუხისმგებლობაა, ჯანსაღი ფორმით, სამართლიანად იმოქმედონ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, რასაც ვერ ახერხებენ
ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე და ამ ყველაფერში, პირველ რიგში, იგულისხმება ჩვენი ვალდებულებების შესრულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...


























