დღეს სატანური დღეა - ნუ ვიხმაურებთ, ნევროზი მოიმატებს, ფსიქიატრებმა კარგად იციან, მთვარის დაბნელებაზე რა ემართებათ პაციენტებს - მიხეილ ცაგარელი

მიხეილ ცაგარელმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „იმედის დილაში“ განაცხადა, რომ 16 მაისი სატანური დღეა და ადამიანებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.
„დღეს რთული დღე გვაქვს – სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელებაა. ნუ ვიხმაურებთ, რადგან ემოცია საკმაოდ მაღალია, რამაც, შეიძლება, კონფლიქტი, დაპირისპირება შექმნას და რაიმე სახის გაუგებრობები გამოიწვიოს, ზოგიერთ შემთხვევაში, ნევროზი მოიმატებს, შეიძლება, ზოგს დეპრესიული ელემენტები გაუჩნდეს. ფსიქიატრებმა კარგად იციან, მთვარის დაბნელებაზე რა ემართებათ პაციენტებს – როგორ ნერვიულდებიან და ღიზიანდებიან. ამიტომ, დღევანდელი დღე ფრთხილად გავიაროთ, არაფერი ახალი, მნიშვნელოვანი არ დავიწყოთ, არავითარი სარისკო მოქმედება, ზედმეტი გადაღლა და გადატვირთვა! ენერგია ბევრი მოდის, მაგრამ ამ ზედმეტმა ენერგიამ, შეიძლება, ადვილად შექმნას კონფლიქტი ან სისულელე გაგვაკეთებინოს, რადგან ზოგიერთმა ახალგაზრდამ არ იცის, თუ სად წაიღოს ეს ენერგია და ეს ან ჯირითში გადავა, ან რაღაც კონფლიქტში, საქმის გარჩევაში და ა.შ. ამიტომ, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს სატანური დღეა. რისკჯგუფში განსაკუთრებით არიან კურო და მორიელი, შემდეგ – მერწყული და ლომი. მათ დღეს ჩვეულებრივზე მეტი ყურადღება და სიფრთხილე სჭირდებათ. დღეს მოვერიდოთ ისეთ თვისებებს, როგორებიცაა ზედმეტი ეჭვიანობა, სიჯიუტე, სარკასტული გამოთქმები, ზედმეტი პირდაპირობა, წყენის დამახსოვრება, სამაგიეროს გადახდაზე ფიქრი და ა.შ. დღევანდელი დღის „შლეიფი“, ნაწილობრივ, ხვალინდელზეც გადავა“, – განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.
მისივე თქმით, დღეს, ასევე ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას, გეომაგნიტური დღეებია, რაც ნიშნავს, რომ ადამიანებმა წნევას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ.
მიხეილ ცაგარელმა აღნიშნა, რომ 18 მაისიდან დედამიწა შედარებით პოზიტიურ ველში გადავა.
ასევე წაიკითხეთ:
1754483253
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: გავა დრო და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები, გაიხსენებენ, როგორ შეცდნენ ქართული სასამართლოს განაჩენის შეფასებაში
გავა დრო და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები, გაიხსენებენ, როგორ შეცდნენ, როგორც არაერთხელ, ქართული სასამართლოს განაჩენის შეფასებაში,...
1754483179
საზოგადოებასარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის და ავტომობილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარი...
1754482364
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარ...
1754480603
ახალი ამბებიგივი მიქანაძე პროექტის – „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი“ – ხელმძღვანელსა და კომპანია Huawei-ს წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემპროექტის – „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (WB)“ ხელმძღვანელ თამარ სანიკიძესთან და Huawei-ს შუა აღმოს...
1754479806
საზოგადოებაზვიად შალამბერიძე ამაღლობელის საქმეზე: ის ფაქტი, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდა მიუთითებს იმაზე, რომ მოსამართლემ მიიღო სრულიად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზვიად შალამბერიძე „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს ეხმიანება. ზვიად შ...