სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში 12 კილოგრამამდე მარიხუანა ამოიღეს - დაკავებულია, უცხო ქვეყნის მოქალაქე

სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში 12 კილოგრამამდე მარიხუანა ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, - ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტრო მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისდეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟოდეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული დასაგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული უცხო ქვეყნისმოქალაქე მ.მ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

„მას ბრალიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულისაშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველებმა, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავროჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან 11 კილო და 700 გრამი ნარკოტიკულისაშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.მ.-მ აღნიშნული ნარკოტიკი საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდანშემოიტანა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდშემოტანას, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონოშეძენა-შენახვისა და გადაზიდვას გულისხმობს“, - აცხადებენ სამინისტროში.

ასევე წაიკითხეთ:

🔵გაფრთხილება!!! ელჭექი, ძლიერი ქარი და სეტყვა - სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ

🔵ნიკა გვარამია სასამართლომ დამნაშავედ ცნო - მოსამართლემ მისი დაუყოვნებლივ დაკავების განკარგულება გასცა

🔵„ყველაფერმა, რაც ხდება, დღეს მთვარის დაბნელების დერეფნის მიმდინარეობისას ჩვენს ცხოვრებაში ან მთლიანად, სამყაროში მომდევნო 18 წელზე შეიძლება იქონიოს გავლენა“ - ასტროლოგის რჩევები

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754547208

ახალი ამბები

საქართველო-ბულგარეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

საქართველო - ბულგარეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება. ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი და მათი ფ...

საქართველოს ნაკრები

1754544229

საზოგადოება

„ქართული ოცნება“ დღეს თბილისის მაჟორიტარობის 25 კანდიდატს წარადგენს

მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს „ქართული ოცნება“ თბილისის მაჟორიტარობის 25 კანდიდატს წარადგენს. დედაქალაქის მერობის კანდიდატად კი მმართველი გუნდი...

პოლიტიკოსები

1754544161

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რეგიონში ამინდის მკვეთრი ცვლილებაა ნავარაუდევი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რეგიონში ამინდის მკვეთრი ცვლილებაა ნავარაუდევი. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 30-35 გრადუსი ი...

ამინდი

1754543430

ახალი ამბები

გეოლოგების ცნობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები გააქტიურდა

გეოლოგების ცნობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. შექმნილი საფრთხის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მერიამ დაუყოვნებლივ მიიღო საჭირო ზომები და სო...

სოფელ ხემაღალ

1754513243

ახალი ამბები

როგორი ამინდი იქნება 7 აგვისტოს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

7 აგვისტოს საქართველოს უმეტეს რეგიონში ღრუბლიანი ამინდი იქნება, თუმცა ისევ მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. სინოპტიკოსები ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურას რუსთავში - +38 გრადუსს ვარაუდობენ, ხოლო მინიმა...

ზოგადი