„ფული, ქონება, კომფორტი, გარეგნული სილამაზე, ფიზიკური ჯანმრთელობა - ეს ყველაფერი მის განკარგულებაშია“ - ასტროლოგი გირჩევთ

ასტროლოგი ხათუნა ნოელი, ასტროლოგიით დაინტერესებული პირებისთვის, მორიგ მიმოხილვას აქვეყნებს: 

„11 აგვისტოს 22:30-ზე ვენერა დატოვებს კირჩხიბის ნიშანს და ლომის ზოდიაქოში გადავა სადაც ის 4 სექტემბრის ჩათვლით დარჩება.

ნატალურ რუკაზე ვენერა მართავს ჩვენს ესთეტიკას, კულტურას, სილამაზეს, ხელოვნებისკენ მიდრეკილებას, გემოვნებას, აგრეთვე ტკბილეულების სიყვარულს, მისი გამოვლინება მსუბუქი და ჰარმონიულია. ის ასევე მართავს ჩვენი სიყვარულის უნარს. ვენერა განკარგავს ჩვენს პირად რესურსებს - როგორც მატერიალურს, ასევე ფიზიკურს. ანუ ფული, ქონება, კომფორტი, გარეგნული სილამაზე, ფიზიკური ჯანმრთელობა - ეს ყველაფერი მის განკარგულებაშია.

სხვათა შორის, ბევრმა ალბათ არც კი იცის, რომ უძველეს დროში ვენერას ეგზალტაციის ადგილად თევზების კი არა, სწორედაც რომ ლომის ტერიტორია მიიჩნეოდა.!! პრინციპში, ეს ქალბატონი არც დღეს გრძნობს ამ ზოდიაქოში თავს ცუდად :)

 ვისთვის ან რისთვის იქნება ვენერას ეს ტრანზიტი გამოსადეგი და წარმატებული?

რაღა თქმა უნდა წინ წამოიწევს სურვილი ‘’ვიკაშკაშოთ’’, ეფექტი მოვახდინოთ გარშემომყოფებზე. შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში, ამას ცოტათი თეატრალური ხასიათიც კი ჰქონდეს. თუმცა ვინაიდან ყველაფრის დირიჟორი მაინც მზეა, და ის ამ ეტაპზე მეტი პრაგმატულობის გამოჩენას გვკარნახობს, ურიგო არ იქნება თუ ზედმეტობაში არ გადავვარდებით...

პირველყოვლისა, რა თქმა უნდა თვითონ ვენერა ლომებისათვის, შემდეგ კი უკვე მათთვისაც, ვისაც ამ ზოდიაქოში პლანეტები ან ასცენდენტი მაინც გყავთ. ასევე წაადგებათ ვენერა ან მზე მშვილდებს, ვერძებს, ტყუპებსა და სასწორებს. დაძაბული ასპექტების გამო სირთულეებს მოუტანთ მერწყულებს, მორიელებს და კუროებს. დანარჩენებისთვის ის ნეიტრალურად იმუშავებს.

კეთილისმყოფელი ზეგავლენა ექნება აგრეთვე მათთვისაც, ვინც აქტიური ადამიანია, სპოტსმენი, პოლიტიკოსი, შოუმენი, ან შემოქმედი, ხშირად ჩანს პუბლიკაში, აქვს საჯარო გამოსვლები, კითხულობს ლექციებს ხალხმრავალი აუდიტორიისათვის.

ძალზე შესაფერისი პერიოდია რომანტიკული გრძნობების გამოსავლენად. მამაკაცებს შანსები მიეცემათ თავიანთი რჩეულების გულის მოსაგებად იყვნენ მეფურად ყურადღებიანნი და გულუხვი. ხოლო ქალბატონებს კი - იბრწყინონ საკუთარი მშვენიერების სხივებში.

ვენერა, როგორც იცით, არამხოლოდ რომანტიულ ურთიერთობებს კურირებს ის ასევე ჩვენი ფინანსების, კაპიტალდაბანდებების მარეგულირებელიცაა და რადგან ლომის ნიშანში ის კარგად გრძნობს თავს, შესაბამისად ხელს შეუწყობს ამ კუთხით ჩვენს წარმატებებსაც. 

მეც, ჩემი მხრიდან გისურვებთ, რომ ცისკრის ვარსკვლავივით გაბრწყინებული და ლომივით მეფური დღეები გქონოდეთ ყველას!!“ - წერს ხათუნა ნოელი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793630102

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ევრობიუროკრატებმა სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს - მათ ათასობით დაკავებული და დაპატიმრებული დემონსტრანტი ჰყავთ

„სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს ევრობიუროკრატებმა“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა. წილოსანის თქმით, იგი ფიქრობს, რომ ამ...

ნინო წილოსანი

1793628822

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს

„თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამხრეთ კორეაში...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

1793627463

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები

„ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა, რითაც დეპუტატი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებს...

ირაკლი ჭეიშვილი

1793626828

საზოგადოება

გია ვოლსკი: არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ

პოლონეთში იმის საწინააღმდეგო ხდება, რაც კანონით აქვთ დადგენილი. ექვსი მოსამართლის ჩანაცვლების დრო მოვიდა და ვითარება უფრო დაიძაბა, თორემ წინა ხელისუფლების პერიოდში ბრიუსელმა პოლონეთს სანქციები დაუწესა...

გია ვოლსკი

1793625582

ახალი ამბები

№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა

სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გა...

პენიტენციური სამსახური