“გამოიყენეთ ახალი მთვარე ვერძში - ამოწიეთ ვერძის თვისებები თქვენში” - ბრიჯიტ ივანა გრუზინსკი
"ვისაც გამბედაობა გაკლიათ - იმუშავეთ თქვენს თავზე, რომ ვერძის თვისებები ამოწიოთ ზევით," - ამერიკაში მცხოვრები ქართველი ასტროლოგი ბრიჯიტ ივანა გრუზინსკი, 2022 წლის პირველი ახალმთვარეობის შესახებ რჩევებს გვაძლევს:
"ზოდიაქოს ვარსკვლავებო, გამოიყენეთ დღევანდელი ახალი მთვარე ვერძში მაქსიმალურად, რადგან ასტროლოგიური ახალი წლის პირველი ახალი მთვარეა.
ყველას გყავთ, რომელიღაც ასტროლოგიურ სახლში- ვერძი.
ვისაც გამბედაობა გაკლიათ - იმუშავეთ თქვენს თავზე, რომ ვერძის თვისებები ამოწიოთ ზევით. ყველა ადამიანში დევს ლიდერი, უბრალოდ ხშირად ადამიანებს თავის თავში რწმენა აკლიათ და სხვას შეჰყურებენ როგორც ლიდერს.
იყურეთ - წინ!
წარსული, მხოლოდ ხანდახან გადაათვალიერეთ და შეცდომები გაითვალისწინეთ!
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მაქვს ათასობით ჩარტი ნანახი და ჯერ არ მინახავს უნიჭო ადამიანის ჩარტი.
თითოეული თქვენგანი, თუნდაც ამ ეტაპზე წარუმატებელი - არის ვარსკვლავი, რომელსაც უბრალოდ “გაპრიალება” უნდა… ძვირფას მეტალებსაც, როგორიც არის ოქრო და ვერცხლი, ხომ გაპრიალება უნდა, რომ ისე იბრწყინოს, რომ თვალი მოგჭრათ…
გაბედეთ ის, რასაც აქამდე ვერ ბედავდით.
არ დაელოდოთ “ ღმერთის წყალობას” და “ ამინის ჩამოფრენას”… ღმერთი მხოლოდ მაშინ გწყალობს, როდესაც ხედავს, რომ ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ სრულად გამოიყენოთ თქვენი პოტენციალი.
2 კვირაში კი სავსე მთვარეს სასწორში შეხვდით სიყვარულით გაბრწყინებული გულით. სასწორი (ვენერა) ხომ სიყვარულის და სილამაზის მბრძანებელია…
ეძიეთ ყველაზე დადებითი და ღვთიური თვისებები თქვენში და მაქსიმალურად დატვირთეთ საკუთარი - მე, ამ ლამაზი ემოციით.
შეეჯიბრეთ მხოლოდ საკუთარ თავს!
ყოველი ახალი დღე დააღამეთ უკეთესი - მე ვერსიით…
იმუშავეთ შინაგან ზრდაზე და მიეხმარეთ გარშემომყოფთ ამ პროცესში.
ყველას, ყველას ვინც ახლა ამას კითხულობს, გისურვებთ გამოღვიძებას, უდიდეს სულიერ ზრდას და ბედნიერ ახალმთვარეობას.
მთავარანგელოზი მიქაელი გფარავდეთ და იბედნიერეთ!"
წყარო: Brigitte Ivanna Gruzinsky
1768485634
საზოგადოება„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 16 იანვარს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ცინცაძის ქუჩა N49-ს მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორ...
1768485210
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ის, რომ საელჩოდან პასუხი არ იქნება, ესეც უკვე პასუხია და მტკიცებულებაა იმის, რომ დიახ, სამწუხაროდ, ევროკავშირის საელჩო და ელჩი პირდაპირ არიან ჩართულები საქართველოში დამხობის პროცესში
ძალადობის რომანტიზებასა და წახალისებაზე ევროკავშირის საელჩოს დუმილს „ქრონიკასთან“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა. „ქრონიკის“ კითხვას საელჩოში არ უპასუხეს - საელჩომ...
1768485068
ახალი ამბებიმახაშვილი ევროკავშირის საელჩოს ვიდეოზე: როგორც ჩანს, მათი არჩევანია, რომ მათ შორის საქართველოს დროშაც აქციონ ძალადობის სიმბოლოდ როგორც სამწუხაროდ, აქციეს ევროკავშირის დროშა
როგორც ჩანს, მათი [ევროკავშირის საელჩოს] არჩევანია, რომ მათ შორის საქართველოს დროშაც აქციონ ძალადობის სიმბოლოდ როგორც სამწუხაროდ, აქციეს ევროკავშირის დროშა, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თა...
1768485009
საზოგადოებაგიორგი გაბუნია: ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა ზომას, იმისთვის რომ BBC-მ მოიხადოს ბოდიში არამარტო ხელისუფლების წინაშე, არამედ ქართველი ხალხისა და საქართველოს წინაშე
ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, პირველ რიგში არც BBC-ს და არც მის უფროსებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს აბსოლუტურად ყველა სამართლებრივ ბერკეტს და მიიღებს ყველა ზომას, იმისთვის რომ ამ სიბინძურეს...
1768483699
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ ვქმნით პირობებს, სადაც ინვესტიცია, ინოვაცია და მაღალი სტანდარტები ერთმანეთთან თანხვედრაშია, ხოლო სახელმწიფო მოქმედებს როგორც სტაბილურობისა და სამართლიანი წესების გარანტი
„საქართველოს ეკონომიკის და კონკრეტულად, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის სწრაფმა განვითარებამ მოგვცა შესაძლებლობა, ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ავიაკომპანიები, დაგვემატოს ახალი ავიარეისები, მნიშვნელოვნად გ...


























