მაშ ასე, ნახეთ, რა გელოდებათ 15-21 ნოემბრის შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან, ჩვენი ერთგული მკითხველისთვის, ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ტაროლოგ „HER MIT“-ისგან.

მაშ ასე, ნახეთ, რა გელოდებათ 15-21 ნოემბრის შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს👇  

♈ ვერძი

კვირის ზოგადი ფონი მეტნაკლებად კარმულია, რაც იმაში გამოიხატება, რომ ამ პერიოდში მოსული პოზიტიური თუ ნეგატიური მოვლენები თქვენივე გამოწვეულია წინა პერიოდის ქმედებებიდან გამომდინარე. ძალიან კარგი დროა სასამართლო პროცესებისათვის, ზოგადად თქვენი სიმართლის დასამტკიცებლად,  სამართლიანობის აღსადგენად. ახლა სწრაფად ვითარდება თქვენი კარიერული მდგომარეობა, დამსახურებისამებრ მიიწევთ უკეთესი ადგილისაკენ. იმ შემთხვევაში თუ ამჟამად ხართ სამსახურის მაძიებელი, საუკეთესო დროა საჭირო ადგილის დასაკავებლად.

ურთიერთობებისათვის დადებითი ეტაპია, თუმცა ახლა ღრმა და სერიოზული გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ არ იკვეთება. სრულიად სოციუმი თქვენს მიმართ სასიამოვნოდაა განწყობილი. ზედაპირული ურთიერთობებისათვის, გართობისათვის მშვენიერი დროა.

ამ კვირის განმავლობაში ჯობია დააჩქაროთ ყველა მოვლენა, დაუბრუნდეთ გადადებულ ან გაჩერებულ საქმეებს. ასევე, კარგი დროა გეოგრაფიული გადაადგილებისათვის, გარემოს, სამსახურის შესაცვლელად.

კურო

ამ კვირის ენერგია ძალიან ძლიერია, თქვენთვის გააქტიურებულია ოთხივე სტიქია, თავისი დადებითი თვისებებით, რაცას მოაქვს ფიზიკური და სულიერი ძლიერება. ამ ეტაპზე, შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა იგრძნოს მესამე თვალის, ინტუიციის  გააქტიურება. გაითვალისწინეთ, ახლა ზედა ძალები აქტიურად გადევნებენ თვალყურს და აფასებენ თქვენს ქმედებებს. ყური დაუგდეთ სამყაროს მინიშნებებს.

ზოგადად მატერიალურ-მიწიერ საკითხებში, ბიზნესსა თუ სამსახურში მეტი ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს. არაა გამორიცხული, ზოგიერთ თქვენგანს გამოუჩნდნენ  ფარული მტრები. ახლა ზურგსუკან განიხილება თქვენი ფინანსები, კეთილდღეობა, შემოსავლები და შენაძენები. ამდენად,  ნუ გაამჟღავნებთ საკუთარ მიღწევებსა და შემოსავლებს.

ურთიერთობების თემა, იქნება ეს პირადი თუ მეგობრულ-მეზობლური, დროებით დახურულია. თუმცა, მისი გახსნა და გააქტიურება პირადად თქვენს ხელშია. ახლა მოლოდინის დრო არაა, თავად შეახსენეთ თავი თქვენთვის საჭირო და მნიშვნელოვან ადამიანებს, რაც დააჩქარებს ურთიერთობების წინსვლას.

ამ პერიოდში ძალიან გიშლით ხელს აწ უკვე დასრულებულ, დანგრეულ ურთიერთობებში გაჭედილობა. დროა გაუშვათ წარსული წყენები და წარსულის ადამიანები, თუ ზოგადად ნეგატიური სიტუაციები.

ტყუპები

მიმდინარე კვირას თქვენთვის შემოაქვს ერთგვარი ცდუნების ენერგია, როცა ეძებთ გამარჯვრების, შემოსავლების იოლ  გზებს. თუმცა, ამ მიმართულებითაც კი არაა ურიგო დრო. დიდია მოგების, გამართლების ალბათობა. ყველა საქმე, რასაც აზარტითა და მიზანსწრაფვით შეუდგებით. დადებით შედეგებს მოიტანს.

ფინანსურ-მატერიალურ საკითხებში კარგად გამოიყურებით. სწორედ ამიტომ მაღალია თქვენს მიმართ ინტერესი თაღლითური ბუნების ადამიანების მხრიდან. წარმატებულ ეტაპზე თვალთქმაქცურად გეწეპებიან გამომყენებელი, მანიპულატორი ადამიანები, რომლებიც დიდი სიამოვნებით ჩაგეზიარებიან თქვენს ნაშრომში და მოგებაში.

ზოგადად ურთიერთობებისათვის დადებითი დროა. ახლა თქვენს გარშემო მრავლად არიან  კომპეტენტური, პროფესიონალი, ბრძენი ადამიანები, თუდაც ექიმებისა და მასწავლებლების სახით, რომელთა რჩევები ძალიან საყურადღებო და სასარგებლოა.

ამ ეტაპზე მოერიდეთ ზოგადად ნგრევის ენერგიას. ახლა არაა დასრულებების, დახურვების, გაყიდვების, სამსახურიდან წამოსვლის  დრო, თუნდაც ეს უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილი ყოფილიყო. ამის დროც დადგება მომავალში.

კირჩხიბი

ეს კვირა ენერგეტიკულად საუკეთესოა თქვენი ნიშნისთვის. მას შემოაქვს საჩუქრის, ჯილდოს, მოგების ენერგია. ეს ის დროა როცა გამართლება თქვენს მხარეზეა თითქმის ყველა საკითხში. ბევრი თქვენგანი მიიღებს სასურველ სერთიფიკატს, საბუთს, დიპლომს, ჯილდოს, საჩუქარს, ვიზას  და ა. შ.  ზოგს სანუკვარი სურვილი აუსრულდება, ზოგსაც მკურნალობა მოუტანს სასურველ შედეგს.

მატერილური, ფინანსური, ბიზნესს საკითხები ძალიან დიდ სამყაროსეულ  წყალობაში ჩადგა. ყველა წამოწყებას, პროექტს აქვს შემდგომი წარმატების პოტენციალი. სამსახურის მაძიებლები გააქტიურდით, შესაძლოა თქვენი აქტიურობა დადებითად დასრულდეს.

ზოგადად ურთიერთობებში დაღვინების, სიტუაციის დალაგების, დაშოშმინების დროა. ამ ეტაპზე ემოციები დაცხრება. ახლა ადვილია პარტნიორებს შორის კონფლიქტის მოგვარება, ან შეუსაბამო წყვილების შემთხვევაში - დაშლა.

ყურადღება გმართებთ დანაკარგების ენერგიასთან. ანუ, ფრთხილად იყავით, დაიცავით თქვენი მატერიალური თუ ინტელექტუალური საკუთრება. მაღალია ქურდობის, წართმევის ალბათობა. მაგრამ გაფრთხილებული ადამიანი ხომ შეიარაღებულია. სასწრაფოდ მოიცილეთ ამდაგვარი განწყობისა და მენტალობის ადამიანები თქვენი ცხოვრებიდან.

ლომი

კვირის ზოგადი ფონი სამართლიანობის აღდგენას ემსახურება ყველა საკითხში. ამდენად, კარგი დროა საკუთარი იმიჯის ან სიმართლის აღსადგენად. თუმცა, გაითვალისწინეთ რომ ასევე მოგეთხოვებათ თქვენ დაშვებული შეცდომების, უსამართლო ქმედებების გამოსწორებაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ასევე, კარგი ეტაპია სასამართლო საქმეების წარმოებისათვის.

ამ პერიოდში ზოგადად მიწიერი, მატერიალური საქმეები დადებით ველში დგას. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერს აკეთებთ სიყვარულითა და თავდადებით.  ეს ის პერიოდია, როცა იძულებითა და აგრესიით განხორციელებულ შრომას შედეგი არ მოაქვს. ამიტომ მოძებნეთ თქვენი საქმიანობის დადებითი მხარეები და კეთილგანწყობით და მადლიერებით აკეთეთ ის.

ზოგადად ურთიერთობები, სასიყვარულო თუ მეგობრულ-ნათესაური,  ამ ეტაპზე ძალიან მყარია. ახლა მას ვერაფერი შეარყევს. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია  მყარი და ფუნდამენტური ოჯახის შექმნაც. სწორედ ახლა შექმნილი ოჯახი, უმყარესი დარჩება წლების მანძილზე.

ამ ეტაპზე მოერიდეთ სიზარმაცეს და საქმეების გადადებას. პირიქით, დააჩქარეთ და წინასწარ გააკეთეთ მომავლისათვის დაგეგმილი საქმეები. კარგი დროა მოგზაურობისათვის, ზოგადად გადაადგილებისათვის.

ქალწული

თქვენთვის ძალიან კარგი, ერთგვარად საკრალური პერიოდია. ახლა სამყაროს მზერა ინტერესით აკონტროლებს თქვენს ყველა ქმედებასა და ნააზრევს. შესაძლოა ბევრ თქვენგანს ჰქონდეს წინასწარმეტყველური სიზმრები თუ განცდები, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ მადლიერებით. ახლა დაშვებული შეცდომები, მკაცრად შეფასდება. ეცადეთ იცხოვროთ მშვიდად, სიყვარულითა  და მიმღებლობით.

ფინანსური და ზოგადად მატერიალური მდგომარეობა არასტაბილურად გამოიყურება. ზოგთან ეს ცვალებად შემოსავლებში აისახება, ზოგთან უბრალოდ დადგენილი გეგმები ან შეთანხმებები შეიცვლება. შესაძლოა მოგიწიოთ არაგეგმურად შრომა, ან სამუშაო საათების გადაადგილება.

გადასარევი დრო ზოგადად ურთიერთობებისათვის. ახლა გარშემომყოფები თქვენს მიმართ დადებით განწყობას ავლენენ. არასერიოზული, ზედაპირული ურთიერთობებისათვის და ამისგან  დადებითი ენერგიის მიღებისათვის სწორედ რომ შესანიშნავი პერიოდია.

ამ ეტაპზე თქვენთვის რეკომენდებულია წარსულის ნეგატივების სრულიად დახურვა. გაუშვით თქვენი ცხოვრებიდან „გარდაცვლილი“ ენერგიები, იქნება ეს მართლაც ფიზიკური გარდაცვალება, თუ მხოლოდ ფსიქოლოგიური განწყობა. კარგი დროა ნეგატიურ ადამიანებთან დასამშვიდობებლად.

♎  სასწორი

მიმდინარე კვირა სასწორულ ბუნებას კიდევ უფრო მერყევს ხდის, სადაც აზარტულობა და რისკისკენ მიდრეკილების ცდუნებაც საკმაოდ დიდია. თუმცა, შესაძლოა მცირე რისკებმა წარმატებაც მოიტანოს და მოგებაც. ზოგიერთი თქვენგანი მიიღებს იოლ შემოსავალს, სადაც არ დასჭირდება დიდი შრომის ჩადება.

მატერიალურ, ფინანსურ, სამსახურებრივ საქმეებში ახლა ცოტა ინფანტილურად გამოიყურებით. ამდენად, რაიმე სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების დრო ახლა არაა, დიდია შეცდომების ალბათობა. შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა სრულიად ახალი საქმე, ახალი პროფესიის ათვისება დაიწყოს, სადაც ჯერ არ გაქვთ გამოცდილება.

რაც შეეხება ზოგადად ურთიერთობებს, ამ თემაში მეორე უკიდურესობა ვლინდება. სწორედ რომ „სასწორულად“ ერთი თემა სრულიად აკომპენსირებს მეორეს. კერძოდ, რამდენადაც დაბნეული ჩანხართ მატერიალურ თემებში, იმდენად ჭკვიანი და გონებამახვილი ხდებით ყველა სახის ურთიერთობებში, სადაც თქვენს თვალს ახლა არც ერთი ნიუანსი არ გამოეპარება. ამჟამად სწორედ ესაა თქვენი წარმატების არეალი.

მოერიდეთ ფინალური გადაწყვეტილებების მიღებას ყველა თემაში. განსაკუთრებით, თუ გადაწყვეტილება ნეგატიურია და უარყოფითი. ახლა არაა ვინმესთვის დამანგრეველი შედეგების მომტანი გადაწყვეტილებების დრო.

მორიელი

მიმდინარე კვირას თქვენთვის უხვად მოაქვს წარმატების, გამართლების, ზოგადად საჩუქრების ენერგია. ბევრ თქვენგანს გაუმართლებს სწორედ იქ, სადაც აქამდე არ უმართლებდა. წინა პერიოდის სწორი და სამართლიანი მცდელობები, ახლა დაჯილდოვდება და მოიტანს შედეგებს. ზოგ შემთხვევაში  რაიმე პრიზის, ან ფულადი ჯილდოს მოგებაცაა შესაძლებელი.

მატერიალურ-მიწიერ, სამსახურებრივ  საკითხებში მეტ-ნაკლებად კმაყოფილი გამოიყურებით.  თქვენი წარმატება ამ სფეროში, დამოკიდებულია თქვენსავე ეშმაკობაზე, მოქნილობაზე, სიტუაციის მორგების უნარზე. თუმცა, თქვენს გარშემოც სწორედ ასეთი ადამიანები გააქტიურდებიან და შექმნიან კონკურენციას. შესაძლოა კომპრომატების გამოყენებასაც კი ჰქონდეს ადგილი.

ურთიერთობების თემა ამ ეტაპზე საკმაოდ ჩაკეტილია. ბევრ შემთხვევაში სრულიად გაჩერებულიც კი. ამდენად, ახლა არაა აქტიურობისა და სიახლეების დრო არც მეგობრულ და არც პირად ურთიერთობებში. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა სერიოზული დანაკარგიც კი.

თუმცა, ამ კვირის ენერგია ისედაც ითხოვს დანგრეული ურთიერთობების საბოლოოდ დახურვას და დავიწყებას. ამდენად ან თქვენვე განახორციელებთ ამას საჭირო შემთხვევაში, ან სამყარო გადაჭრის თქვენს მიერ მოუგვარებელ თემას.

მშვილდოსანი

კვირის ზოგადი ფონი სამყაროსეული სამართლიანობის მანტიაშია გახვეული. ახლა თქვენც და თქვენს გარემოცვას მოგიწევთ საკუთარი დადებითი თუ უარყოფითი ქმედებების შედეგების მომკა. ეცადეთ თვალი გაუსწოროთ სინამდვილეს და გამოასწოროთ შეცდომები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. გადასარევი დროა ზოგადად სასამართლო პროცესებისათვის,  საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.

ზოგადად მიწიერ-მატერიალური საკითხები ახლა იოლად მოგვარებადია. შესანიშნავი პერიოდია ყველანაირი შეთანხმებისთვის, მორიგებებისათვის, ხელშეკრულებებისათვის. ახლა მიღწეული შეთანხმება მყარია და ფინანსების მომტანი.

ურთიერთობებში შეამჩნევთ წარსულის ადამიანების შემობრუნებას, იქნება ეს შორი ქვეყნიდან ჩამოსვლა, დავიწყებული ნაცნობის გამოჩენა თუ დაშლილი ურთიერთობის აღდგენის მცდელობა, კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით.

ამ პერიოდში მოერიდეთ სიზარმაცეს, საქმეების გადადებას. კვირის პოზიტიური ენერგია თქვენგად სისწრაფესა და მობილიზებას ითხოვს. კარგი დროა ყველანაირი ფიზიკური გადაადგილებისათვის.

თხის რქა

მიმდინარე კვირა თქვენთვის გარდამტეხი შეიძლება აღმოჩნდეს ბევრ საკითხში. ახლა გააქტიურებულია კარმული თვალი, სამყაროსეული  მზერა თქვენი ქმედებების მიმართ. თუმცა იგივე ზეგონი მზადაა დაგაჯილდოოთ კარმული საჩუქრებით, გაგიფართოოთ წარმატებების არეალი, თქვენივე  დამსახურებების მიხედვით.

ბიზნესს სამსახურებრივი, ზოგადად მატერიალური  კუთხით არჩევანისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროა. ბევრი თქვენგანი დადგება დიდი თუ მცირე არჩევანის წინაშე, როცა გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული შემდგომი წარმატება და ფინანსური აღმასვლა. სამსახურის მაძიებლებსაც გექნებათ რამდენიმე არჩევანი.

ახლა ურთიერთობების სფეროც ძალიან აქტიურია. შესაძლოა წყალობის თვალით გადმოგხედონ კომპეტენტურმა პირებმა, მასწავლებლებმა, სანათესავოს ლიდერებმა თუ  ბოსებმა. ზოგი თქვენგანი მიიღებს ძვირფას საჩუქრებს ან ფულად დახმარებებს საყვარელი ადამიანებისგან.

ამ სასიკეთო პერიოდში თქვენთვის ხელის შემშლელია წარსულის ნეგატივების ტარება, იქნება ეს წყენა თუ ვამპირული ენერგიების ადამიანები. სწორედ ახლაა იმისი დრო, რომ უარი უთხრათ წარსულის რუხ ენერგიებს და სამუდამოდ დახუროთ ის.

მერწყული

ზოგადად ამ კვირის ენერგეტიკა თქვენთვის წარმატებისა და სიკეთის მომტანია. შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა ძალიან იოლად და დიდი შრომის გარეშე მიიღოს ის შედეგი, რაც ადრე უბრალოდ ვერ დადგებოდა ასე მარტივად. ყველა მიმართულებით ჩართეთ თქვენი აზარტი. რაც მეტად იქნებით შეპყრობილი რაიმე თემით, მით მეტად გაგიმართლებთ.

ფინანსები და ზოგადკარიერული საკითხები მშვენივრად გამოიყურება, თუმცა ამ თემების გააქტიურებისათვის კომუნიკაციის გააქტიურებაა საჭირო. დადებითი შედეგების მომტანი იქნება სასიამოვნო ადამიანებთან თუნდაც არასამსახურებრივი შეხვედრები. ახლა ყველა მატერიალური საკითხი გასართობ ადგილებში და სიტუაციებში წყდება. სწორედ ეს გაითვალისწინეთ სამსახურის მაძიებლებმაც.

ურთიერთობების თემა ძალიან აქტიურია. ამ კვირის ენერგეტიკა პირდაპირ ითხოვს, რომ რაც შეიძლება დიდი ხანი გაატაროთ სახლს მიღმა. სწორედ ასე აღივსებით ახალი სასიცოცხლო ენერგიით და ისიამოვნებთ მრავალფეროვანი კომუნიკაციით. ახლა არაა ჩაკეტვის და განმარტოების დრო.

ეცადეთ არავის აწყენინოთ და არავინ გარიყოთ. ახლა ყველაზე ნეგატიური ხალხიც კი თქვენი მეგობარია. ზოგადად ამ ეტაპს არ უხდება დაშლის, ნგრევის ენერგია. 

თევზები

კვირის ენერგეტიკა უხვად იმეტებს თქვენთვის ყველაფერს კარგს, რასაც წარმატება, საჩუქარი, გამართლება და კმაყოფილება ჰქვია. სწორედ ახლა მოიმკის ბევრი თქვენგანი საკუთარი შრომის შედეგებს, ასევე, გარკვეულ ბონუსებს სამყაროსაგან. გადასარევი პერიოდია საბუთების, სერტიფიკატების, დიპლომების, ჯილდოების მისაღებად, ასეთის მოლოდინის შემთხვევაში.

მატერიალური კუთხით, ზოგადად სამსახურსა და ბიზნესში ძალიან მყარად დგახართ. ეს ის დროა, როცა თავგამოდებით იცავთ საკუთარ ქონებას, ნაშრომს, ინტელექტუალურ საკუთრებას. ახლა ვერავინ შეძლებს თქვენს შევიწროებას. საუკეთესო დროა იმისათვის, რომ ყველა თემაში მკაცრად მონიშნოთ საკუთარი საზღვრები.

ურთიერთობების სფერო ამ პერიოდში ბევრ სიურპრიზს გიქადით. ბევრი თქვენგანის ცხოვრებაში გამოჩნდებიან შორი გზიდან ჩამოსული ადამიანები, წარსული ურთიერთობებიდან დაბრუნებული მეგობრები თუ სასიყვარულო პარტნიორები. კომუნიკაციაში გააქტიურდებიან უცხოელები ან უცხოეთში მცხოვრები პირები.

ყურადღებით ადევნეთ თვალი თქვენს საკუთრებას, ქონება იქნება ეს თუ ფინანსები. ახლა დიდია იმის ალბათობა, რომ ვიღაცამ გადაწყვიტოს რაიმე თქვენეულის მისაკუთრება, პარტნიორისაც კი. სასწრაფოდ გადით იმ სივრციდან, სადაც  შეგიმჩნევიათ ასეთი დამოკიდებულებები.

ასევე დაგაინტერესებთ:

📌 4 ყველაზე მეტად თავქარიანი ზოდიაქოს ნიშანი - სასიყვარულო ჰოროსკოპი

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732458495

სოციალური მედია

გიორგი მამარდაშვილის მეუღლე შვილის ფოტოს აქვეყნებს

კლუბ „ვალენსიას“ მეკარე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის „რკინის გუმბათი“ გიორგი მამარდაშვილი და მისი ოჯახი, ქართული საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი ოჯახია. ცოტა ხნის წინ გიორგიმ...

გიორგი მამარდაშვილ

1732455569

საზოგადოება

დეკანოზი შალვა კეკელია გვარამიაზე: ვერ დამაჯერებთ რომ ადამიანს, რომელიც საკუთარ შვილს ქართულ ენას არ ასწავლის, სამშობლო უყვარს, არ გიყვარს ეს ენა, არ გიყვარს ეს ქვეყანა, საჭიროებაა და გამოსაყენებელია შენთვის ეს ქვეყანა

„ღვთისმშობელზე გაგვიბედეს, იარაღი დააჭერინეს ხელში და ტყვიას ასროლინებდნენ. დღეს იმ პოლიტიკოსს, ხალხი, ქართველი კაცი მხარს უჭერს, იმ ტელევიზიას ვინც მართავდა, ვინც იარაღი დააჭერინა ღვთისმშობელს და თავ...

მამაო

1732451714

საზოგადოება

დეკანოზი შალვა კეკელია ვაშაძის მიერ გიორგობის მილოცვაზე: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს შუბს ურტყამს, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, სადამდე არიან დასულები?!

გუშინ მანახეს ასეთი რამ: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს წმინდა გიორგი შუბს ურტყამს. სადამდე დავიდნენ, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, წარმოიდგინეთ. სადამდე არიან ეს ხალხი...

მამა შალვა კეკელია

1732449312

ახალი ამბები

გურჯაანში 2 ადამიანი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა.   არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 2 ადამიანი. მოკლულების ასაკი 30 წლამდეა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაზე უცნ...

პოლიცია

1732446829

სოციალური მედია

ინფლუენსერი ანანო სახელაშვილი დაბადების დღიდან კადრებს გვიზიარებს

ქართველი ინფლუენსერი ანანო სახელაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. იგი ხშირად მოგზაურობს და საზოგადოებას ულამაზეს კადრებს უზიარებს ხოლმე. ანანო 21 ნოემბერს იუბილარი იყო, იგი 32 წლის გახდა....

 ანანო სახელაშვილი