ნახეთ, რა გელოდებათ 17 იანვრიდან 23 იანვრის შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან, ჩვენი ერთგული მკითხველისთვის, ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ტაროლოგ „HER MIT“-ისგან.

 

მაშ ასე, ნახეთ, „Her Mit“-ის რჩევები, რა გელოდებათ 17 იანვრიდან 23 იანვრის შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 👇

ვერძი  ♈

მიმდინარე კვირა ბევრი თქვენგანისათვის დაამთავრებს, დაასრულებს მნიშვნელოვან საკითხებს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს იქნება საქმის დადებითად მოგვარება და ბოლო წერტილის დასმა, ზოგიერთთან კი იმ თემის დახურვა, სადაც გზა არ ჩანს და გაცლა სჯობს. ამ პერიოდში თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან განმარტოება, განვლილი გზის შეჯამება, საკუთარი წარმატების გარკვეულწილად დაფარვა უცხო თვალისაგან. ეს ის პერიოდია,  როცა ჯერჯერობით მხოლოდ საკუთარ თავთან  ზეიმობთ წარმატებებს.

პერიოდი ხელს არ უწყობს ზოგადად სიახლეების წამოწყებას, იქნება ეს ახალი ურთიერთობა, საცხოვრებელი ადგილის ცვლილება თუ ახალი სამსახური. ამ ეტაპზე თავი შეიკავეთ ბავშვის ჩასახვასთან დაკავშირებული სამედიცინო მანიპულაციებისაგან.

ყველა ის ტენდენცია, რაც ამ კვირის განმავლობაში ნეგატიურად გამოიყურება, საბოლოოდ დაკარგავს მნიშვნელოვნებას. ყველაზე რთულ გარემოშიც კი ვერავინ დაგამარცხებთ. ამდენად, ახლა არავითარი გარემოს აგრესია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  ვერ მოგიტანთ ფუნდამენტურ ზიანს.

კურო ♉

ეს კვირა ენერგეტიკულად თქვენს ნიშანს აძლევს ყველა გაჩერებული, ჩაკეტილი საქმის გახსნის მაღალ შანსებს, თუმცა, ერთმნიშვნელოვნად ითხოვს თქვენგან მაღალ აქტიურობას და მიზანდასახულობას. ამ ეტაპზე ყოველ თქვენგანში მცირე დოზით მაინც იღვიძებს „მანიპულატორი“ და გარშემომყოფთა ზომიერად მანიპიულირება ახლა გამართლებულიც კია თქვენთვის. გადახედეთ წარსულის კუდებს, მოუგვარებელ ამოცანებს, რომლის გადაჭრის მაღალი შანსებიც გეძლევათ დღეს.

ამ პერიოდში მოერიდეთ უკანდამხევ, პესიმისტ ადამიანებს და მათ ნეგატიურ, უიმედო  განწყობებს. თუმცა, მათი ნეგატიური გამოცდილება ახლა მნიშვნელოვანად ვერ დაგხევთ უკან, რადგან თქვენთვის ყველაფერი მიღწევადია.

ამ პერიოდში ეცადეთ ყველა მიმართულებით იმოქმედოთ მხოლოდ თქვენი თავის იმედად და სხვების ჩარევის გარეშე. განმარტოვდით გეგმებშიც და ქმედებებშიც. იცოდეთ, თქვენ ახლა გაქვთ დიდი შანსი იქ მოიკიდოთ ფეხი, სადაც სხვას არ გამოუვიდა, ამიტომ არ მისცეთ არავის თქვენი უკან დაწევის საშუალება.

ტყუპები ♊ 

თქვენი ნიშანი ამ კვირაში ძირითადად მოექცევა მეგობრულ ურთიერთობებში. ამ ეტაპზე თქვენსკენ ბევრი ადამიანი მოიწევს სუფთა, გულითადი განწყობით. ფართეთ გაუხსენით ამ ურთიერთობებს კარი. ახლა მართლაც რომ მეგობრობითა და თანადგომით აღწევთ სულიერ და მატერიალურ ბალანსს. მიიღეთ ყველაფერი ნამდვილი და ჭეშმარიტი, პრიორიტეტად აქციეთ სულიერება და დროებით უკან დასწიეთ მატერიალური ინტერესები ყველა სფეროში. ასეთი არჩევანის შემთხვევაში აუცილებლად მიიღებთ დადებით შედეგს, ყველაზე უიმედო სიტუაციაშიც კი.

ახლა ყველაფერი თვალისმომჭრელი და ლამაზად შეფუთული, იოლი და უშრომელი, ერთგვარი ხაფანგია თქვენთვის. განსაკუთრებით მოერიდეთ დაუზუსტებელ ინფორმაციას, თვალისმომჭრელ შემოთავაზებებს, სადაც ზედაპირზე თითქოს ყველაფერი ლამაზადაა ჩაწიკწიკებული.

კარგი დროა სიახლეების წამოსაწყებად, სწავლის დასაწყებად, ბავშვობის ოცნებებში დასაბრუნებლად და მათ ასასრულებლად.

კირჩხიბი ♋ 

კვირის ენერგეტიკა თქვენს ნიშანს ამ პერიოდში აჯილდოვებს გარკვეული მომხიბვლელობითა და ეშმაკობით.  ახლა სწორედ ასეთი უნარები გჭირდებათ, რადგან გარემო ერთის მხრივ თქვენს მიმართ მეგობრულადაა განწყობილი, თუმცა დიდი სანდოობითაც არ გამოირჩევა. ახლა მიღებული დაპირება არც ტყუილია და არც მართალი. ზედაპირულად ყველაფერი ლამაზადაა, თუმცა მოვლენები ვერ ვითარდება სათანადოდ.

თუ რომელიმე თქვენგანი გეგმავდა დიდი ოჯახიდან წასვლის, ცალკე ბუდის შექმნას, დამოუკიდებლობის მოპოვებას ყველა ასპექტში, ახლა სწორედ ამისი დროა, თუნდაც ეს გირღვევდეთ კომფორტის ზონას და გაშინებდეთ. ასევე, გამართლებულია სამსახურებრივ სიტუაციაში რაიმე პროექტით ცალკე გასვლა, ახალი პასუხისმგებლობის აღება მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებზე დაყრდნობით.

მიმდინარე ეტაპზე მოერიდეთ უკვე დაშლილი, დამსხვრეული „პაზლის“ შეკოწიწებას, ახლიდან აწყობას. გახსოვდეთ, რაც აღარ არის იმას ვეღარ გაამრთელებთ და  ნარჩენებისგან ვერაფერ ფასეულს ვერ მიიღებთ.

ლომი  ♌

ამ კვირის ენერგეტიკა დადებითად რეზონირდება ზოგადად ინფორმაციულ სამუშაოსთან. განსაკუთრებით აქტიურდებიან ჟურნალისტები, მწერლები, მასწავლებლები. კარგი დროა ყველანაირი ინფორმაციის მოსაძიებლად, ყველანაირი ბიუროკრატიული „ქაღალდომანის“ დასალაგებლად.

ბევრი თქვენგანი სწორედ ამ პერიოდში მოახერხებს ყველანაირი ბეწვის ხიდის გადავლას, საჩოთირო მდგომარეობიდან მშრალად გამოსვლას, ოქროს შუალედის დაჭერას ყველაზე არაბალანსირებულ მდგომარეობაშიც კი.

ამ ეტაპზე მოერიდეთ სხვა ადამიანთა გავლენის ქვეშ მოქცევას, თუნდაც ისინი გამოირჩეოდნენ დიდი ცოდნითა და ავტორიტეტით.  ახლა და ამ დროს, თუნდაც ყველაზე საუკეთესო მოსაზრებით ნათქვამი  სხვათა აზრი, თქვენთვის შეცდომაში შემყვანია. 

მიმდინარე  კვირის განმავლობაში თქვენი ინტუიციაც  ძალიან ძლიერია და სამყაროს პორტალიც ღიაა ინფორმაციის მოსაცემად. მიჰყევით მას და ბევრი სახის ჭიშკარი, ახალი შესაძლებლობები  გაიხსნება თქვენს წინაშე.

ქალწული ♍ 

მიმდინარე პერიოდი კომუნიკაციითა და ბევრი გადაადგილებით გამოირჩევა. თქვენკენ დიდი რაოდენობით მოემართება ყველა სახის ამბავი, ჭორი, ინფორმაცია. შესაძლოა ბევრ თქვენგანს მოუწიოს ხშირი გასვლები სხვადასხვა ტიპის შეხვედრებზე, ახალი ადამიანების გაცნობა.

კარგი დროა ახალი საქმეების, სწავლის  დასაწყებად. თუნდაც ისეთ სფეროებში შესასვლელად, რაც თქვენთვის აბსოლუტურ სიახლეს წარმოადგენს. ამ ეტაპზე მაღალი ძალები გიცავთ ყველანაირი შეცდომისა და საფრთხისაგან, ამ მიმართულებით.

კვირის განმავლობაში თქვენთვის არ არის რეკომენდებული ჩაკეტვა, განმარტოება, რაიმეს გასაიდუმლოება ან დაფარვა. ახლა ერთგვარი „ღია კარის დღე“ გაქვთ და გამოიყენეთ ეს ეტაპი ურთიერთობების გასაღრმავებლად.

ასევე, მიმდინარე პერიოდში თქვენში იღვიძებს მკურნალის უნარი. ახლა კარგია ბუნებასთან, სუფთა გარემოსთან ურთიერთობა. კარგ შედეგებს მოიტანს ბალახეულით, რაიმე შინაური მეთოდებით  მკურნალობა.

სასწორი ♎ 

მიმდინარე კვირა ერგვარად გაყენებთ თავდაცვის ენერგეტიკაში. ეს ის პერიოდია როცა ადამიანები ცდილობენ თქვენს ცნობიერში, პირად სივრცეში, სახლში შემოჭრას. თითქმის ყველა თემაში გიწევთ საკუთარი საზღვრების მონიშვნა და დაცვა. განსაკუთრებით აარიდეთ თავი დაუპატიჟებელ სტუმრებს.

არაჩვეულებრივი პერიოდია ოჯახთან, პირველ რიგში შვილებთან ურთიერთობისათვის და მათთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. ზოგადად პროფესიულად თუ უკავშირდებით სხვადასხვა ასაკის ბავშვებს, შესაძლებელია კარგი შედეგების მიღება და სამსახურებრივი წინსვლა.

ამ ეტაპზე განსაკუთრებით მოერიდეთ დაბალი ვიბრაციის, საფეხურებრივად თქვენზე დაბლა მდგომ, ნაკლებად განვითარებულ ადამიანებს. მათთვის გაწეული ყველანაირი დახმარება და თანადგომა თავადვე დაგაზარალებთ.

კარიერულად ძალიან კარგი პერიოდია არტისტული ადამიანებისათვის, პროფესიონალი მოცეკვავეების, ტანმოვარჯიშეების  ან ზოგადად სცენაზე მოღვაწე პირებისათვის.

მორიელი  ♏ 

ამ კვირის ენერგეტიკა სრულად გაჯანსაღებთ და ერთგვარ ბავშვურ განწყობასა და აურას გიბრუნებთ. ძალიან კარგი დროა სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესის დასაწყებად, ახალი პროფესიის ასარჩევად, ზოგადად  თქვენთვის აქამდე უცნობი ემოციების მისაღებად. დადებითი დროა ბავშვის ჩასახვისათვის, ზოგადად ბავშვებთან დაკავშირებული ყველანაირი სამედიცინო თუ რაიმე სხვა სახის მანიპულაციისათვის.

ახლა ყველაზე მეტად უნდა მოერიდოთ ცხოვრებისეული შაბლონების გამეორებას, უკვე დასრულებული თემების, ურთიერთობების აღდგენას. არის იმისი საშიშროება, რომ ისევ თავიდან დაატრიალოთ ის ციკლი, რაც ვეღარ განვითარებთ და მხოლოდ დროს გაკარგვინებთ. ნუ დაემსგავსებით „ბორბალში მორბენალ ციყვს“. იპოვეთ ის ხვრელი, რაც ამ ბორბლიდან გამოგაძვრენთ.

რეალურად თქვენს ნიშანს ამ პერიოდში დიდი საზღვრები ეხსნება ფსიქოლოგიურადაც და მენტალურადაც.  ხდებით მოქნილი და ელასტიკური ცხოვრებისეული გამოწვევების მიმართ. ამიტომ „ნუ ბანაობთ ტბაში, როცა გვერდით ოკეანეა“.

მშვილდოსანი  ♐

თქვენს ნიშანს მიმდინარე კვირა დიდი რაოდენობით აძლევს სიყვარულისა და სიხარულის ენერგიას. ახლა გარემო მზესავით თბილია და კეთილგანწყობილი თქვენს მიმართ. დიდი თუ მცირე სიხარული გავსებთ ახალი სასიცოცხლო ენერგიით.

კარგი პერიოდია ოჯახთან, ახლო გარემოსთან, საყვარელ ადამიანებთან  ურთიერთობისათვის. ოჯახური საქმეების მოსაგვარებლად ერთად და ერთიანი ძალებით, რადგან ახლა ყველანაირი თანხმობა იოლად მისაღწევია.

ამ პერიოდში თქვენთვის არაა რეკომენდებული სუსტი, გაჭირვებული, ნეგატიური, მერყევი

ადამიანების პრობლემებში ჩართვა. მოერიდეთ მოწუწუნე და დეპრესიულ პიროვნებებს, რადგან ახლა მათ დიდად ვერც დაეხმარებით და ამ დადებით ენერგიასაც დაკარგავთ.

კვირის მანძილზე ყველაზე მეტად იმ სფეროებში გმართებთ აქტიურობა, სადაც ხელით შრომობთ, ქმნით რაიმე ხელნაკეთს. ზოგადად, ფსიქოლოგიურადაც ახლა თქვენვე ქსოვთ საკუთარ ბედისწერას სწორი შეფასებებითა და სწორი მიდგომებით. ლოდინი არ გამოგადგებათ, ჯიუტად მიჰყევით დასახულ გეგმებს.

თხის რქა ♑

ამ კვირის ენერგეტიკა დიდი დოზით აძლიერებს თქვენი ნიშნისათვის მენტალურ უნარებს, გონებრივ შესაძლებლობებს. თითქოს თქვენშივე იბადება ახალი, უფრო გამოცდილი, უფრო ღრმა ადამიანი. რა თქმა უნდა საშუალება გეძლევათ გონივრულად განახორციელოთ თქვენი მიზნები და სხვა ადამიანებსაც გაუწიოთ გარკვეული კონსტატირება. ერთმნიშვნელოვნად, მენტალური სამუშაო დიდ წარმატებებს მოიტანს.

გადასარევი პერიოდია საკუთარი შინაგანი და გარე კონფლიქტების დასარეგულირებლად. ახლა ყველაზე აგრესიული და რთული გარემოც კი თქვენს ენერგეტიკას ემორჩილება. ამ პერიოდში ერთგვარი მაგიური შესაძლებლობებიც გეძლევათ. სცადეთ ყველაფერი ის, რაც ადრე არ გამოგდიოდათ. განსაკუთრებულ შედეგებს მიიღებთ ხელოვნების სფეროში მოღვაწე პირები.

ამ პერიოდში განსაკუთრებით მოერიდეთ ინფორმაციის, ჭორის მიღებასა და გაცემას.  გადაამოწმეთ ყველა სიტყვა, სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ. დააკვირდით, თქვენი ნათქვამიც არ შეიცვალოს გზადაგზა, სანამ ის მივა საჭირო ადრესატამდე.

მერწყული ♒ 

თქვენი ნიშანი ამ ეტაპზე ძალიან სტაბილურია ყველანაირ კარიერულ და ოჯახურ გარემოში. თქვენი ავტორიტეტი მტკიცეა და მას ვერ შეეხება ვერანაირი კონკურენცია. ამ პერიოდში ეცადეთ იტრიალოთ საკუთარი გვარის, კლანის წარმომადგენლების ახლომახლო და მათგან მიიღოთ საგვარეულოს დადებითი ენერგია.

ახლა განსაკუთრებით გახსნილი გაქვთ თქვენი საფირმო  წინათგრძნობა, სამყაროსეულ ინფორმაციულ ველში წვდომა, გარკვეული გრძნეულებაც კი. ამდენად, გადასარევი დროა აქამდე დაფარული საგვარეულო საიდუმლოებების ამოსაცნობად, თუ ეს წარმოადგენს თქვენი ინტერესის სფეროს. თუ პროფესიით ხართ რაიმე სახის მკვლევარი, იურისტი, ექიმი დიაგნოსტიკი, სწორედ რომ თქვენი პროფესიული წინსვლისა და სახელის მოპოვების დროა.

ამ პერიოდში განსაკუთრებით მოერიდეთ საკუთარ შიშებსა და ფობიებს, დეპრესიულობას, ჩაკეტილობას, თვითიზოლაციას ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დონეზე.

თევზები ♓ 

მიმდინარე კვირა პირველ რიგში მატერიალურად არის შემოსავლიანი და მყარი. არაა გამორიცხული, ბევრ თქვენგანს გამოუჩნდეს მფარველი, ხელის შემწყობი  ადამიანი. ახლა გაქვთ იმისი უნარი, რომ იცუროთ დინების საწინააღმდეგოდ და ჯიუტად მიუახლოვდეთ თქვენს დასახულ მიზანს. თუმცა, რაიმე მოგების, საჩუქრის, გამართლების მიღების შემთხვევაში, გმართებთ აბსოლუტური ინფორმაციული ჩაკეტილობა, რათა არავის თვალი, ენერგია არ შეეხოს თქვენს მონაპოვარს. ამ ეტაპზე ყველა წარმატებას ჩამოაფარეთ მუქი ფარდა.

კარგი პერიოდია სამსახურებრივი პოზიციების გასამყარებლად, პროფესიონალიზმის გამოსავლენად. ახლა თქვენი პერსონა პატივისცემას ბადებს და ამდენად,  თქვენი სიტყვა ჭრის.

განსაკუთრებით მოერიდეთ ზედმეტ კომუნიკაციას. ახლა არაა ბევრი მოძრაობის, გადაადგილების, სტუმრიანობის დრო. მით უმეტეს ნუ ეცდებით იმ ადამიანებთან კონტაქტს, ვინც თავს გარიდებდათ ბოლო პერიოდში.

წყარო: „HER MIT“

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751825381

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ოპონენტებს აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკურ ზრდაზე ამბობდნენ, რომ გვექნებოდა მინუსი და არის 9,8%, ამ კამპანიებმა შედეგი ვერ გამოიღო

ჩვენს ოპონენტებს ძალიან აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, ერთ-ერთი ექსპერტი აცხადებდა, რომ ჩვენ გვექნებოდა ორნიშნა ინფლაცია ქვეყანაში, მაშინ, როდესაც გვაქვს სტანდარტული მაჩვენებელი ამ კუთხით, - ამის შე...

ირაკლი კობახიძე

1751823809

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: რამ გამოიწვია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა? სწორმა, პრაგმატულმა, გააზრებულმა, ცივი გონებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რასაც ერქვა - სამშვიდობო პოლიტიკა

ყველა საერთაშორისო შემფასებლის დასკვნით და პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღია და ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. საქართველო ავანგარდშია ისეთ საერთაშორისო ავტორიტეტული ფინანსური ორგანიზაციის ანგარი...

ირაკლი კირცხალია

1751823532

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი პრეზიდენტის ინიციატივაზე: თუ ამაზე უარს იტყვიან, ჩვენი საფუძვლიანი ეჭვი გამყარდება, რომ ისინი თავისი ფეხით იმიტომ შედიან ციხეში, ეშინიათ იმ შედეგის, რაც დაუდგებათ 4 ოქტომბრის არჩევნებზე

„თუ ამაზე ისინი უარს იტყვიან, ამ შემთხვევაში, ჩვენი საფუძვლიანი ეჭვი გამყარდება, რომ ისინი თავისი ფეხით იმიტომ შედიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ეშინიათ იმ შედეგის, რა შედეგიც მათ დაუდგებათ 4 ოქ...

ლევან მაჭავარიანი

1751821980

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: საპარლამენტო არჩევნების წინ ჩვენ ვნახეთ ევროპელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც ჩართულები იყვნენ წინასაარჩევნო კამპანიაში, ეს იყო ანომალია

„თუკი მანამდე ყველა გვირჩევდა, რომ უნდა გვქონოდა სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, თურმე დადგა მომენტი, როდესაც ერთადერთი მოლოდინი, რაც ჩვენგან ჰქონდათ, ეს იყო ესკალაცია რუსეთთან იმ პირობებში, როდესაც...

პოლიტიკა

1751819792

მსოფლიო

თურქეთის ზოოპარკიდან ლომი გაიქცა და მძინარე კაცს თავს დაესხა

სამხრეთ თურქეთში, ზოოპარკიდან გაქცეული ლომის თავდასხმის შედეგად ფერმერი მძიმედ დაშავდა. მედიის ცნობით, ხმელთაშუა ზღვის კურორტ მანავგატში, ზოოპარკიდან, ღამით, მამალი ლომი, სახელად ზევსი, გალიიდან გაიქც...

 ლომი გაიქცა