პრემიერი: დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდა სისტემის გადაწყობას იმისათვის, რომ ზედა დონეზე სრულად აღმოგვეფხვრა კორუფცია
„დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდა სისტემის გადაწყობას იმისათვის, რომ ზედა დონეზე სრულად აღმოგვეფხვრა კორუფცია, თუმცა საბოლოო ჯამში პრინციპულად გარდავტეხეთ სიტუაცია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვედა დონეზე მუშაობა გასაგრძელებელია და ამაში საზოგადოების როლს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
„საზოგადოების როლი უმნიშვნელოვანესია კორუფციის საკითხთან დაკავშირებითაც. უფრო ადვილია ზედა დონეზე კორუფციის აღმოფხვრა, შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში. რაც შეეხება ქვედა დონეზე კორუფციას, აქ მუდმივად არის ბრძოლა საჭირო. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც მენტალურად ნაკლებად არიან ადამიანები მიდრეკილნი კორუფციისკენ, იგულისხმება ჩრდილოეთის ქვეყნები, მაგალითად - სკანდინავიის ქვეყნები, იქაც კი არის კორუფცია. ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყნებში, მაგრამ არის კორუფცია. შესაბამისად, კორუფციას სჭირდება მუდმივი ბრძოლა ქვედა დონეზე, პირველ რიგში. ჩვენ პრინციპულად მოვახერხეთ ზედა დონეზე კორუფციის აღმოფხვრა იყო სერიოზული პრობლემები, რაც უკავშირდებოდა დაახლოებით 3-წლიან პერიოდს ჩვენი მმართველობის, დაგროვდა ეს პრობლემები და როგორც კი მოხერხდა ამ პრობლემების სათანადოდ იდენტიფიცირება, საბოლოო ჯამში, გადავალაგეთ სისტემა. დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდა სისტემის გადაწყობას იმისათვის, რომ ზედა დონეზე აღმოგვეფხვრა კორუფცია, თუმცა საბოლოო ჯამში პრინციპულად გარდავტეხეთ სიტუაცია. ქვედა დონეზე გასაგრძელებელია მუშაობა და ამაში საზოგადოების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როდესაც ჩვენს ოპონენტებსაც ვესაუბრებით ხოლმე, არამარტო საზოგადოების წევრებს, ოპონენტებსაც ვეუბნებით ყოველ ჯერზე ერთსა და იმავეს, მაგალითად აიღონ ნებისმიერი მინისტრი და დაასახელონ თუნდაც ერთი კორუფციული ფაქტი და ვპირდებით, მყისიერი რეაგირება გვექნება. ნებისმიერ დონეზე შეგვიძლია, გავიმეოროთ ეს დაპირება“, - აღნიშნა პრემიერმა.
1791967550
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ვენეციის კომისიაზე: საკანონმდებლო სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს ქართული სუვერენული სივრცის გარე ჩარევებისგან დაცვას, ვენეციის კომისიის მხრიდან კვლავ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დემოკრატიის უკუსვლად შეფასდა
საკანონმდებლო სივრცე, რომლის მიზანსაც ერთადერთი რამ წარმოადგენს, პრევენციულად იყოს დაცული ქართული სუვერენული სივრცე გარე ჩარებისგან, ვენეციის კომისიის მხრიდან კვლავ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტი...
1791964853
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ამ დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს, ის გამოყენებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ პოლიტიკოსების მიერ
„ამ დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს, ის გამოყენებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ პოლიტიკოსების მიერ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარე არჩი...
1791964815
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს
„ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...
1791963135
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე მსჯელობისას, უმთავრესი საზომია - რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი
სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის აღნიშნავს, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება და შესაბამ...
1791962485
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში „Raisina Middle East“ მონაწილეობას მიიღებს
მიმდინარე წლის 14-15 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „Raisina Middle Eas...


























