რა გელოდება დღეს? - 21 აგვისტოს ჰოროსკოპი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
აქტიური, საინტერესო მოვლენებით სავსე დღეა. თქვენი პირდაპირობა და გულწრფელობა ყველანაირ წყენას და გაუგებრობას გააქრობს. სავარაუდოდ, ინტელექტუალური სფეროს თანამშრომლები მოგებიან კონტრაქტებს გააფორმებენ.
კურო
თუ სამოქმედო გეგმას დილიდან შეადგენთ, მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. თუ შესაძლებელია, მეზობლებთან დიდი ხნის წინ დაწყებული დავა დაასრულეთ. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
ტყუპები
ინტუიციისა და გამოცდილების წყალობით, ფულის სწორად მართვას და განაწილებას შეძლებთ. ეცადეთ, საკუთარი მიზნები და ამოცანები ნათლად და ყველასთვის გასაგებად გამოხატოთ. ეცადეთ, ყველაფერში ზომიერება დაიცვათ, განსაკუთრებით ცხარე და მარილიან კერძებს უნდა მოერიდოთ.
კირჩხიბი
ამ დღეს ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია ახლავს, რაც თქვენი მხრიდან ტაქტსა და გამძლეობას მოითხოვს. საქმე, რომელიც სრულიად უიმედო გეგონათ, ნაყოფს გამოიღებს. ეცადეთ თქვენი დაუფიქრებელი სიტყვით ოჯახში კონფლიქტი არ გამოიწვიოთ. თუ გსურთ მშვიდობა შეინარჩუნოთ, ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით.
ლომი
მზად იყავით ცვლილებისთვის. არ იდარდოთ, წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. შრომით ფრონტზე მიღწეული წარმატების შემდეგ სრული უფლება გაქვთ, რომ ხელფასის გაზრდა მოითხოვოთ. კომერციული ოპერაციები წარმატებით დასრულდება. ამასთან უცხოეთიდან ფინანსური დახმარება გელით.
ქალწული
ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში იშვიათი წარმატება გელით. თუ გსურთ, რომ საკუთარ ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ, საკუთარი თავიდან დაიწყეთ. შესაძლოა, მალე მიიღოთ მოგება საქმიდან, რომელშიც დიდი ფული და ენერგია ჩადეთ.
სასწორი
დილას სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ, მაგრამ ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა უჩვეულოდ ვნებიანი იქნება. არახელსაყრელი დღეა ბიზნესში აქტიურობისთვის, ამიტომ უბრალოდ მოდუნდით და დაისვენეთ.
მორიელი
ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ თუ შესაძლებელია, სახლიდან არ გახვიდეთ. შესაძლოა, სამსახურში სამართლებრივი საკითხების მოგვარება ან სასამართლოში წასვლა მოგიწიოთ. ყველა დავალებას ბრწყინვალედ გაუმკლავდებით, მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
მშვილდოსანი
ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი მშვილდოსნებისთვის. სიახლე, რომელსაც დღეს გაიგებთ, ოჯახის ყველა წევრისთვის მოულოდნელი და სასიხარულო იქნება. მიმდინარე საქმეები ადვილი, მაგრამ ძალიან მოგებიანი იქნება. თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს დაგეგმილ საქმეებს წარმატებით დაასრულებთ.
თხის რქა
ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტის დაწყებისთვის – ამ დღეს წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ. პლანეტების განლაგება თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას ხელს უწყობს. ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და არ აჩქარდეთ. ამ შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ, რომ ჩანაფიქრი განახორციელოთ. კრიტიკული შენიშვნა გულთან ახლოს არ მიიტანოთ.
მერწყული
გირჩევთ, ცოტა ხნით ყველა საქმე დაივიწყოთ და საკუთარი თავი მთლიანად საყვარელ ადამიანს დაუთმოთ. გამონახეთ დრო რომანტიკული ვახშმისთვის და ეს დღე არასოდეს დაგავიწყდებათ. კომერციული ოპერაციები წარმატებით დასრულდება. მოსალოდნელია ფინანსური დახმარება უცხოეთიდან.
თევზები
ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. თავი შეიკავეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისგან, რაც, გაღიზიანებისა და წყენის გარდა, არაფერს მოგიტანთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵"მენატრები ძალიან, ხომ ხარ ჯანზე ისევ? მამა მაგარი იდეა მაქვს როცა შენ გამოხვალ"
1793626828
საზოგადოებაგია ვოლსკი: არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ
პოლონეთში იმის საწინააღმდეგო ხდება, რაც კანონით აქვთ დადგენილი. ექვსი მოსამართლის ჩანაცვლების დრო მოვიდა და ვითარება უფრო დაიძაბა, თორემ წინა ხელისუფლების პერიოდში ბრიუსელმა პოლონეთს სანქციები დაუწესა...
1793625582
ახალი ამბები№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა
სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გა...
1793625126
მსოფლიოკიევში დენის გათიშვის გამო ელექტროტრანსპორტი გაჩერდა
კიევში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებების გამო ნაწილობრივ გაჩერდა ელექტროტრანსპორტი. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება. „ელექტროენერგიის არარსებობის გამო ტრამვაის ბროშაგოვის ხაზი არ ფუნქციონირებს...
1793625095
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5992 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1793624012
ახალი ამბებისადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
სადგურის მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის გამ...





























