რა გელოდება დღეს? - 22 დეკემბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ვერძს ამ დღეს ყველაზე მეტად დამრიგებლის როლი მოუხდება, ამიტომ გირჩევთ ეს დღე იმ ადამიანების გვერდით გაატაროთ, ვისაც თქვენი დიდაქტიკური ისტორიების მოსმენა და მათგან სარგებლის მიღება შეუძლია. ეს ხელსაყრელ გავლენას მოახდენს როგორც თქვენზე, ისე თქვენს მსმენელებზე, რომლებსაც მართლაც ღირებულ რჩევებს მისცემთ.

კურო

ამ დღეს ნებისმიერ საქმეში საბრძოლველად ხართ განწყობილი! გლობალური, ამბიციური გეგმების განხორციელებას გეგმავთ, მიზანს ხედავთ, სირთულეები არ გაშინებთ და გზიდან გადახვევას ვერავინ გაიძულებთ.

ტყუპები

ამ დღეს საშუალება გექნებათ, იფიქროთ გადაწყვეტილებაზე, რომელზედაც მომავალში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. გამძაფრებული ინტუიციის დახმარებით ამ გადაწყვეტილების ყველა დადებითი და უარყოფით შედეგს გათვლით, რაც შეცდომებისგან დაგიცავთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ნებისმიერ საქმეში სიჯიუტეს ავლენთ და გარშემო მყოფების რჩევებს მტრულად ეკიდებით. თუ ასე გააგრძელებთ, დღემ შეიძლება ბევრი უმიზეზო სანერვიულო მოგიტანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნებისმიერი უსიამოვნების საფუძველი საკუთარ თავში და არა სხვებში ეძებოთ.

ლომი

მთელ დღეს ნათესავებზე და მეგობრებზე ზრუნვაში გაატარებთ. გსურთ, რომ ამ ადამიანებს დაეხმაროთ და შეცდომებისგან დაიცვათ. თქვენი განზრახვების გულწრფელობის მიუხედავად, ზოგი ახლობელი უკმაყოფილია იმით, რომ მათ ცხოვრებას ასწავლით. ვარსკვლავები გირჩევენ, მენტორული ტონი შეარბილოთ და მეგობრულ რჩევებს დასჯერდეთ.

ქალწული

ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც ამ დღეს შეგიძლიათ, მშობლებთან და შვილებთან დროის გატარებაა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საყვარელი ადამიანებისთვის პატარა სიურპრიზი მოაწყოთ, მაგალითად, კაფეში წაიყვანოთ. ამავე დროს, შეგიძლიათ, შემთხვევა გამოიყენოთ და იმაზე საუბარი წამოიწყოთ, რაზე ლაპარაკსაც ადრე ვერ ბედავდით.

სასწორი

ამ დღეს სასწორში დიდი ორატორი გაიღვიძებს! თუმცა გარშემო თქვენს დიდხანს მოსმენას არ აპირებენ. ემოციებისგან დაცლას მხოლოდ საღამოს, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში შეძლებთ. თუ სათქმელი დაგიგროვდათ, ეს დღე ამისთვის გამოიყენეთ.

მორიელი

ვერაფერი გაიძულებთ, ყურადღება გაგიფანტოთ და გზიდან გადაუხვიოთ. ამის გამო შეიძლება გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით თქვენს ხელმძღვანელს მოეჩვენოს, რომ უფრო ამპარტავანი და ჯიუტი ხართ, ვიდრე ოდესმე. სინამდვილეში, მორიელი დარწმუნებულია იმაში, რასაც აკეთებს და სჯერა, რომ საქმეს მასზე უკეთ თავს ვერავინ გაართმევს.

მშვილდოსანი

ამ დღეს შესაძლოა, თქვენი გეგმები შეიცვალოს, მაგრამ სანაცვლოდ,თქვენ წინშე ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. თუ მოქმედების ძველ გეგმას ჯიუტად არ მოეჭიდებით, ახალ გარემოში ორიენტირებას დროულად შეძლებთ და ბედის საჩუქრებსაც მიიღოთ.

თხის რქა

შესაძლოა, ამ დღეს კოლეგების პრინციპულობას და სიჯიუტეს შეეჯახოთ, თუმცა საკუთარი მოქნილი გონებისა და დიპლომატიურობის წყალობით, კონფლიქტის მოგვარებას შეძლებთ. ზოგადად, დიპლომატიურობა ყველასგან გამოგარჩევთ და ადამიანებს თქვენ მიმართ სიმპათიით განაწყობს.

მერწყული

ამ დღეს უცნობი ადამიანების წრეშიც კი თავს ისე გრძნობთ, როგორც თევზი წყალში. ვარსკვლავები გირჩევენ, ურთიერთობების წრე გააფართოოთ. რაც უფრო მეტ ახალ სახეს შეხვდებით, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ მათ შორის მართლაც საინტერესო და საჭირო ადამიანს იპოვით.

თევზები

თევზებმა გადაწყვიტეს, მიზანს ნებისმიერ ფასად მიაღწიონ და უკან დახევას არ აპირებენ, სანამ არ გაიმარჯვებენ. დაბრკოლება კი ბევრი იქნება და რაც უფრო სერიოზული მიზანი გაქვთ, მით უფრო დიდხანს მოგიწვეთ ბრძოლა, თუმცა ვარსკვლავები ამბობენ, რომ თქვენს წნეხს ვერავინ გაუძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 VIDEO:"მანდარინის ფოთლები იქნება ფინანსური კეთილდღეობის მომტანი... წინასაახალწლო სამზადისი ადრე უნდა დაიწყოთ, რომ შემოუშვათ ბედნიერება" – ანზორ ოდიშარია გვირჩევს, როგორ შევხვდეთ 2023 წელს?

🔵ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ფეხბურთელი გახდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754117585

საზოგადოება

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია: ღმერთმა ინებოს, რომ პატრიარქის მიერ ღვთისადმი აღვლენილი წმინდა ლოცვა, რაც შეიძლება დიდხანს იყოს შემწე და მფარველი ღვთივკურთხეული ქართველი ერის

 თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სამეცნიერო საბჭო, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები უდიდესი მოწიწებით, პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრი...

აა

1754117462

ახალი ამბები

შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონო გადაცემის ბრალდებით სამი პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით სა...

დაკავება, პოლიცია

1754075153

საზოგადოება

პროკურატურამ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსს ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსს ბრალდება წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩა...

პროკურატურა

1754073069

საზოგადოება

ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება

 ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება. რეაბილიტაციის გეგმა, რომელიც 2025-2027 წლებს მოიცავს, საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გალაკტიონ და ტიციან ტაბი...

ჭყვიშში

1754070426

საზოგადოება

ლევან მახაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: ეს ადამიანები არიან თაღლითები და არა პოლიტიკოსები, რომელთაც საზოგადოების ბედი აღელვებთ

 პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან თაღლითები და არა ის პოლიტიკოსები, ვისაც საზოგადოების ბედი აინტერესებთ....

ლევან მახაშვილი