რა გელოდებათ დღეს? - 10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მშვიდი და არაფრით გამორჩეული დღეა. არ არის გამორიცხული, რომ საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, რომანტიკულ გარემოში გაატაროთ. ხელსაყრელი დღეა უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის - ორმხრივი თანამშრომლობა სასურველ შედეგს მოგიტანთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა თვითგანათლებისა და ზოგადი მსოფლმხედველობის გაფართოებისთვის. მოერიდეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, რაც წყენისა და გაღიზიანების გარდა არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ უფროსის გაღიზიანებას და კოლეგებთან ურთიერთობის დროს ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

ტყუპები

ამ დღეს შეგიძლიათ ბიზნესში წარმატების იმედი გქონდეთ. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ტკივილის სიმპტომებს და ექიმთან კონსულტაციაზე ჩაეწერეთ. ზედმეტმა პრეტენზიულობამ შეიძლება, თქვენსა და საყვარელ ადამიანს შორის კონფლიქტი გამოიწვიოს.

კირჩხიბი

ამ დღეს უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. მშობლებს თქვენი გადაწყვეტილება არ მოსწონთ და მათ დარწმუნებას აზრი არ აქვს. სავარაუდოდ, ვიღაც ძველი ვალის დაბრუნებას ან მიცემული პირობის შესრულებას მოგთხოვთ. ამ დღეს რაც უფრო რთულია თქვენი ამოცანა, მით უკეთ გაუმკლავდებით.

ლომი

ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება, რომელიც დღეს გელით, მშვიდად და უემოციოდ მიიღოთ. ბინის გარემონტების სურვილს შესაძლოა, ოჯახმა მხარი არ დაუჭიროს, რაც ხანგრძლივ დებატებსა და ჩხუბს გამოიწვევს.

ქალწული

პლანეტების ხელსაყრელი განლაგება თამამი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. თუ მეგობრებმა მხიარულ ღონისძიებაზე მიგიწვიეს, უარი არ თქვათ - საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც შეიძლება, დიდ მეგობრობაში გადაიზარდოს. გავლენიან ადამიანთან შეხვედრა თქვენთვის სასარგებლო შედეგით დასრულდება.

სასწორი

გირჩევთ, ამ დღეს საქმიანი შეხვედრები არ დაგეგმოთ. მუშაობის დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან თქვენს შეცდომას სერიოზული შედეგები მოჰყვება. მეგობრებთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგიტანთ, თუმცა ნუ დაივიწყებთ ადამიანს, ვისაც ახლა ყველაზე მეტად თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.

მორიელი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. გახსოვდეთ, რომ საყვარელი ადამიანის მოტყუებით ბუმერანგის პრინციპს აამუშავებთ, რომელიც საბოლოოდ თავად დაგაზარალებთ. ამ დღეს შეძენილი ნივთი მალე გაგიცრუებთ იმედებს.

მშვილდოსანი

ამ დღეს გარემოებათა არახელსაყრელი კომბინაცია გელით. ერიდეთ კონკურენტს, რომელიც თქვენთვის მახის დაგებას გეგმავს. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა წარმატებული იქნება.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა მივლინებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ხანმოკლე სამსახურებრივი რომანი სახლშიც და სამსახურშიც უამრავ პრობლემას შეგიქმნით. საყოფაცხოვრებო საქმეები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ.

მერწყული

პლანეტების განლაგება საქმის ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის. არ დაგავიწყდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ვითარება ყურადღებით უნდა შეისწავლოთ. თუ მარტოხელა ხართ, შეიძლება, დღეს შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც ცხოვრებას დაუკავშირებთ.

თევზები

ამ დღეს უმჯობესია, მოდუნდეთ და დაისვენოთ, რადგან თქვენი აქტიურობა უშედეგოდ დასრულდება. გავლენიან ადამიანთან შეხვედრა თქვენ წინაშე ახალ პერსპექტივებს და შესაძლებლობებს გააჩენს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ტრაპიზონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

🔵ლელა კაკულია: უფიქრია კი ვინმეს, როგორ მინდა, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვიყო და მშვიდად ვიცხოვრო?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793544071

მსოფლიო

იური უშაკოვი აცხადებს, რომ თუ ზელენსკის პუტინთან მოლაპარაკებები სურს, მოსკოვში ჩასვლა შეუძლია და თუ დარეკვა უნდა, პუტინი აუცილებლად უპასუხებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და იმ შემთხვევაში თუკი უკრაინის პრეზიდენტი მას დაურეკავს, პუტინი აუცილ...

იური უშაკოვი

1793541081

სპორტი

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.   მან ფინალში მასპინძელი შიაო ლინი ანგარიშით 15 - 3 დაამარცხ...

სანდრო ბაზაძე

1793538014

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები თუ არა

„როდესაც ამ ტიპის მიდგომებს თესავენ სხვა სახელმწიფოებში, ადრე თუ გვიან საკუთარ ქვეყანაში მოიმკიან ხოლმე“, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პოლონეთის საკონსტიტუციო სას...

ლევან მახაშვილი

1793533138

მსოფლიო

ლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

 ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას  Associated Press-ი ავრცელებს. მედიას...

დაკავება

1793528397

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...

ცოტნე ანანიძე