ტაროლოგ „Her Mit“-ის პროგნოზი 2 მაისიდან, 8 მაისის ჩათვლით, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

სპეციალურად ჩვენი მკითხველისთვის, ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ტაროლოგ „HER MIT“-ისგან.
მაშ ასე, ნახეთ, „Her Mit“-ის რჩევები, რა გელოდებათ 2 მაისიდან, 8 მაისამდე შუალედში, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
ვერძი
ამ პერიოდში თქვენი ნიშანი სრულიად განსხვავებულ ენერგეტიკაში გადადის, რაც იშვიათობას წარმოადგენს და ერთგვარად გაბნევთ კიდეც. კერძოდ, თქვენი ვერძული სწორხაზოვნება და ცეცხლოვანება სუსტდება და ადგილს უთმობს ემოციურობას. ეს უკანასკნელი იმდენად მაღალი დოზითაა წარმოდგენილი, რომ შესაძლოა ზოგ შემთხვევაში შფოთვაშიც კი გადავიდეს.
ამ ფონზე რა გასაკვირია, რომ თითოეულ ვერძში წინა პლანზე წამოიწიოს პირადი ურთიერთობების თემამ. ახლა მაღალია შეყვარებულობისკენ მიდრეკილება. ზოგადად ყველა ტიპის ურთიერთობაში გახდებით მეტად მგრძნობიარე, როცა ყურადღება ექცევა ყველა სიტყვას თუ მზერას. არაა გამორიცხული თქვენში მოიმატოს ეჭვიანობამაც.
ეცადეთ ამ ეტაპზე არ გახდეთ გულჩახვეული. ნუ დაკომპლექსდებით. ეცადეთ გააზიაროთ თქვენი ემოციები, შფოთვები თუ შიშები გარშემომყოფებთან. ახლა თქვენ გიჭირთ ამ ემოციების მართვა. გჭირდებათ როგორც რჩევა, ასევე ყურადღებიანი მსმენელიც.
კურო
მიმდინარე კვირის ენერგეტიკა თქვენს ნიშანს ძალიან მშვიდ და ჰარმონიულ გარემოს უქმნის, სადაც აქამდე ყველა მეტ-ნაკლებად არეული საკითხი დაბალანსდება, დადგება შუალედურ ნიშნულზე. ამავდროულად, ყველა თქვენგანს, გარემოებებიდან გამომდინარე, საშუალება მოგეცემათ ზუსტად დაადგინოთ თქვენთვის საინტერესო თემის ყველაზე მიუწვდომელი წახნაგიც კი.
კვირის ფავორიტი თემაა ზოგადად ურთიერთობები. გარემო სრულიად გიცხადებთ თანადგომას, სიყვარულსა და პატივისცემას. ყველანაირი კომუნიკაცია გაძლევთ თავის სრულად გამოვლინების საშუალებას დადებითი კუთხით. ამდენად კარგი დროა შეხვედრებისათვის, მოლაპარაკებებისათვის, რა თქმა უნდა სასიყვარულო ურთიერთობებისათვის.
ამ ეტაპზე თქვენს გარშემო ბევრი ადამიანი აქტიურდება რაიმე ტიპის შემოთავაზებით. თუმცა ყველასთვის არ გყოფნით დრო და ინტერესი. არადა, შესაძლოა სწორედ რომ მნიშვნელოვანი ადამიანი ან შემოთავაზება ვერ აღიქვათ და ვერ შენიშნოთ. იყავით ყურადღებით.
ტყუპები
მიმდინარე პერიოდი თქვენს ნიშანს შედარებით ასტაბილურებს საქმეშიც და ქმედებებშიც. ერთმნიშვნელოვნად ახლა ტყუპების უმრავლესობასთან თავჩარგული შრომის პერიოდია, მისი თანამდევი შესაბამისი შემოსავლებით. თუმცა, შესაძლოა აღინიშნებოდეს დაჩქარებისა და დროის ვადებში დაძაბულად ჩატევის ტენდენცია, რაც ჰაერის ნიშანში აუცილებლად იწვევს გარკვეულ პროტესტს, უკმაყოფილებასა და გადაღლას, დასვენების მოთხოვნილებას.
რეალურად ამ პერიოდში ყველა ცხოვრებისეული, მატერიალური, ფინანსური საკითხი დგას გამართლებაში. მთავარია თქვენ არ იზარმაცოთ და შეძლოთ ერთმანეთის პარალელურად ბევრ საქმეზე ჩაჭიდება, რათა მაქსიმალურად გამოიყენოთ პოზიტიური ეტაპი.
მიუხედავად ერთგვარი გადაღლისა და ამის გამო გაღიზიანებისა, ახლა კატეგორიულად გეკრძალებად მცირე უკმაყოფილების გამოხატვაც კი. ამ პერიოდში ყოველი თქვენი საყვედური, სარკასტული გამოთქმა, თუნდაც საფუძვლიანი და დასაბუთებული აგრესია სამომავლოდ აფუჭებს თქვენს ურთიერთობებს.
კირჩხიბი
ამ კვირის ტენდენცია თქვენს ნიშანში ერთგვარი სულიერი, ფსიქოლოგიური ჩავარდნით გამოიხატება. რეალურად გარემოებებს თითქმის არ მოქვს არავითარი ნეგატივი და გულისტკენა, მაგრამ თავად ხართ მიდრეკილი პესიმიზმისაკენ. ბევრი თქვენგანი თვითშეცოდების ხასიათზეა, სადაც თავად ქექავთ წარსულის დარდებსა და ნეგატივებს.
იმდენად რამდენადაც თქვენში ზოგადად ხდება ემოციების გამძაფრება, კირჩხიბების უმრავლესობასთან აქტუალური გახდება პირადი-პარტნიორული ურთიერთობები, რაც ამ ეტაპზე საკმაოდ მაღალ წარმატებაში დგას. ასე რომ გააქტიურით ამ მიმართულებით, არ დაიზაროთ კონტაქტები. კარგი დროა დასაქორწინებლად, ან ურთიერთობების გასაოფიციალურებლად.
მიმდინარე კვირა ხელს არ უწყობს ზედმეტ გახსნილობასა და გულახდილობას. ეცადეთ არ ისაუბროთ თქვენს გეგმებზე და მიღწევებზე. ვინაიდან ახლა თქვენი აურა ზოგადად სუსტია, არაა გამორიცხული ზედმეტად მიიწებოთ ნეგატივი, შური და ავი თვალი.
ლომი
მიმდინარე კვირა თქვენს ცეცხლოვან ენერგეტიკას შედარებით აცხრობს. ახლა ხართ საკმაოდ დინჯი და მეტ დროს უთმობთ ფიქრს, ჭვრეტას, მოვლენების არსში წვდომას, რისთვისაც ადრე ალბათ არ გეცალათ. ამდენად, ბევრ თემაში მოხდება გადაფასება, ხედვის რაკურსის სრული ცვლილება. ზოგ შემთხვევაში, თუ ნებაყოფლობით გაურბიხართ ამგვარ გარდატეხას, არაა გამორიცხული სამყაროსეულმა ხელმა, საკმაოდ მკაცრად თავად შექმნას ამისი აუცილებლობა.
ახლა მართლაც კარგი დროა ცხოვრებისეული რუტინული სიტუაციების შესაცვლელად. იქ სადაც დიდი ხნის მანძილზე ვეღარ ვითარდებით, თუნდაც ეს გარემო სრულიად აკმაყოფილებდეს თქვენს მატერიალურ სურვილებს, მოგეცემათ ცვლილებების საშუალება. ახლა სამსახურში თუ ოჯახში, ვეღარ გაკმაყოფილებთ მარიონეტული დაქვემდებარება.
თუმცა აგრესია და ძალისმიერი მეთოდები ამ ეტაპზე შედეგს ვერ მოიტანს. გევალებათ სიდინჯე, ფიქრი, მოვლენების სიღრმისეული ანალიზი, ცვლილებების მშვიდობიანად განხორციელება.
ქალწული
ამ პერიოდში ერთგვარად ხართ ბედის რჩეული, თუმცა თქვენს გარშემო მოვლენები ისე ვითარდება, რომ შესაძლოა ბევრი ნეგატიური ინფორმაცია მიიღოთ. სასიხარულო ისაა, რომ ყველა ავბედითი მოვლენა, რაიმე სახის რეორგანიზაცია, თქვენამდე ვერ აღწევს და თქვენ არ გეხებათ, თუმცა ალბათ მაინც მეტ-ნაკლებად ჩართული ხართ სხვის სადარდებელში.
რეალურად ახლა სამყარო, მაღალი ძალები ყველა სწორ და კარგ წამოწყებაში გიწყობენ ხელს. ამდენად, მართლა კარგი დროა სერიოზული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად ყველა თემასთან დაკავშირებით. თუ კონკრეტულად თქვენ რაღაც დაგებლოკათ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ სამყაროს წყალობით დიდ განსაცდელს ასცდით.
მიუხედავად ასეთი წყალობისა, ამ პერიოდში თქვენთვის რეკომენდებული არ არის ძირეული, გლობალური ცვლილებების განხორციელება. ზოგადად ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც თქვენი ცხოვრებისეული გეზის სრულიად შეცვლას გულისხმობს, მათ შორის ქორწინებაც.
სასწორი
მიმდინარე კვირის ენერგეტიკა თქვენს ნიშანს დაეხმარება დიდი ხნის დაგეგმილი, მაგრამ გაუბედაობის გამო ვერ შემდგარი გლობალური ცვლილებების განხორციელებაში. პირველ რიგში ბევრი თქვენგანი მოახერხებს შორ მანძილებზე გადაადგილებას, საცხოვრებელი ადგილის, ქალაქის ცვლილებასაც კი. თქვენი საფირმო მერყეობა ახლა მეტ-ნაკლებად დაძლეულია და ზუსტად იცით სად და როგორ გარისკოთ, თუნდაც საზოგადოებრივი აზრის საწინააღმდეგოდ.
კარგი დროა მატერიალური პრობლემების დასაძლევად, გამოსასწორებლად. ახლა შესაძლებელია ყველა იმედის რეალობად ქცევა. თითქმის ყველა სასწორი შეძლებს ყოველდღიური ცხოვრების წესის მინიმუმ ერთი ნაბიჯით მაინც გაუმჯობესებას.
ამ პერიოდში ყველაზე მეტად მოერიდეთ მარტოობას, ჩაკეტილობას, გეგმების დაფარვას. ეცადეთ მაქსიმალურად გაიაროთ თქვენი ემოციები ახლობელ ადამიანებთან ერთად და მიიღოთ მათი რჩევებიცა და დახმარებაც. გააქტიურდით პირად-სასიყვარულო ფრონტზეც.
მორიელი
თქვენს ნიშანს მიმდინარე კვირა უძლიერესი ენერგიით აჯილდოებს. მეტ-ნაკლებად ყველა თქვენგანი მზადაა დიდი წარმატების, აღიარების მისაღებად. ზოგ შემთხვევაში მოსალოდნელია დაწინაურება, ზოგან ახალი სამსახურის დაწყება, ფინანსური წინსვლა თუ მემკვიდრეობის მიღება. კარგი დროა ყველანაირი გამოცდის ჩასაბარებლად, კონკურენციაში გასასვლელად. ახლა საზოგადოებაზე ახდენთ კარგ შთაბეჭდილებას. ამაღლებულია თქვენი შარმი და მიმზიდველობაც.
ამდენად, მართლაც რომ აქტიური ქმედებების დროა ყველა მიმართულებით, მათ შორის პირადი-სასიყვარულო თემებიც თქვენს ხელთაა და თქვენი სურვილისამებრ ვითარდება. ერთგვარად „შესაშური“ პერიოდი გაქვთ და ამდენად არცაა გამორიცხული გამოიწვიოთ კიდეც გარშემომყოფებში მცირე შური და გაღიზიანება.
ამ ეტაპზე მოერიდეთ ახალი ადამიანების დასაქმებას თქვენს პირად ბიზნესში, ახალ პარტნიორებთან ურთიერთობას, თანხების გაცემას, სხვისი საქმეების საკუთარ თავზე აღებას.
მშვილდოსანი
თქვენი ნიშნისათვის პერიოდი კარმულად მაცდუნებელია, როცა თქვენს გარშემო ყველა და ყველაფერი გიბიძგებთ სარისკო ქმედებებისაკენ. ასევე, არის მიჯაჭვულობებში შესვლის მაღალი ალბათობა, იქნება ეს სიამოვნების მიმართ ლტოლვა, თუ ზოგადად ადამიანების გავლენებში მოქცევა. შესაძლოა, მოგიწიოთ ვიღაცის ან რაღაცის ხათრით, ისეთი რამ დააძალოთ საკუთარ თავს, რაც ეწინააღმდეგება თქვენს მრწამსს ან სურვილს.
თუმცა, ამავდროულად მიმდინარე კვირის ენერგეტიკა ხელს გიწყობთ ბეწვის ხიდივით, მართლაც რომ თითის წვერებზე გადაიაროთ სწორედ ისეთი საჩოთირო საკითხები, სადაც „არც მწვადს დაწვავთ და არც შამფურს“. თქვენი მონდომებითა და ძალისხმევით შესაძლებელია სუფთად გამოძვრეთ ყველანაირი სიტუაციიდან, დანაკარგების გარეშე.
განსაკურებით მოერიდეთ თანხის გასეხებას, თავდებში ჩადგომასა და რეკომენდაციების გაცემას, პასუხისმგებლობის აღებას თუნდაც ძალიან ახლობელი ადამიანების დასახმარებლად.
თხის რქა
მიმდინარე კვირა აბსოლუტურად არ რეზონირდება თქვენი ნიშნის ენერგეტიკასთან და ამდენად, საკმაოდ გონებაგაფანტულს გხდით. ასევე, დიდი რაოდენობით შემოაქვს ემოციურობა და გარკვეული სულიერი შფოთი. რაღა თქმა უნდა ახლა არ ღირს სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, სარისკო და დაუფიქრებელი ქმედებები. მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა, ეცადეთ გააორმაგოთ ყურადღება ყოველდღიური საკითხების მიმართ.
კარგი დროა ზოგადად წარსულის თემებში დასაბრუნებლად, იქნება ეს ძველი სამსახური თუ პირადი ურთიერთობა. თუ რაიმე არის ჯერ კიდევ თქვენს ინტერესში, ჩათვალეთ რომ სწორედ ახლაა დრო მის აღსადგენად. ყველა შემთხვევაში გადასახედია თქვენი ადრინდელი შეხედულებები.
ამ პერიოდში ერთმნიშვნელოვნად არ გამოგადგებათ არავითარი აგრესია, თუნდაც თავდაცვის მიზნით. ახლა ყველაზე გაუგებარ სიტუაციასაც კი თავად დრო დაალაგებს, თქვენი ჩარევა კი უფრო მეტად დაამძიმებს სიტუაციას. ჯობია ეს პერიოდი გაატაროთ სიმშვიდეში.
მერწყული
მიმდინარე ეტაპი თქვენი ნიშნისათვის საოცრად მაღალი ცეცხლოვანი ენერგიის მომტანია, როცა საკმაოდ მიზანსწრაფულად და გარკვეულწილად აგრესიულადაც კი ისწრაფვით თქვენი მიზნებისაკენ. ახლა ხდებით უჩვეულოდ მომთხოვნი და მებრძოლი. შესაძლოა ბევრი თქვენგანი ვერც კი გაუმკლავდეს ამ მოზღვავებულ ენერგიას და ის დამანგრეველი გახდეს გარშემომყოფთათვის, განსაკუთრებით კონკურენტულ გარემოში მოხვედრისას. მაგრამ არსებობს გარკვეული საფრთზე იმისა, რომ საკუთარმა ცეცხლმა, რომელიც მაინც არაა თქვენი ბუნებრივი ენერგია, თქვენშივე გამოიწვიოს აფორიაქება ან ფიზიკური დასუსტებაც კი.
ახლა განსაკუთრებულად გმართებთ სულიერი ბალანსისა და წონასწორობის დაცვა.
ამ პერიოდში სამყარო ხელს გიწყობთ ზოგ შემთხვევაში სრულიად დაამარცხოთ ქრონიკული დაავადებები, ზოგანაც მიიღოთ მკურნალობის დადებითი შედეგები, გეხებათ ეს პირადად თქვენ თუ თქვენი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ასევე, შედეგიანად ჩაივლის ყველა ტიპის ოპერაცია.
თევზები
თქვენი ნიშნისათვის პერიოდი ერთგვარად კარმულია, როცა სამყარო სრულიად გიხსნით ყველანაირ ზღვარს, შეზღუდვას, ჩარჩოს, ყველა თემასთან მიმართებაში. ზოგ შემთხვევაში ესაა ფიზიკური, ზოგანაც მენტალური თავისუფლების მოპოვება. პერიოდი ერთმნიშვნელოვნად ხელს უწყობს მოგზაურობას, გლობალურ ცვლილებებს, ზოგადად ცნობადობის მოპოვებას. ასევე, კარგი დროა თვით განვითარებისთვის, რაიმეს შესასწავლად, თუნდაც პროფესიის შესაცვლელად.
ახლა ის დროა, როცა რეალურად არც გჭირდებათ რაიმე კონკურენციაში ან დავაში მონაწილეობის მიღება. რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენს გარშემო, თქვენი ადგილია განზე მშვიდად დგომა. ყველაფერი თავისით დალაგდება ისე, რომ თქვენ არ შეგეხებათ არც აგრესია, არც რაიმე ნეგატივი. სამყარო ცდილობს თავიდან აგაცილოთ ზედმეტი შფოთი, თუ მას დაუჯერებთ.
განსაკუთრებით მოერიდეთ კამათს, აგრესიულ გარემოსა და ადამიანებს, ზოგადად მჭრელ საგნებს, ყველანაირ იარაღს. ახლა, მართლა დასასჯელი ადამიანიც კი ჯობია შეიწყნაროთ.
წყარო: „HER MIT“
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 ნახეთ, რა გელოდებათ მაისის თვეში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ტაროლოგ „Her Mit“-ის რჩევები
1754158770
მსოფლიოკოლუმბიის ყოფილ პრეზიდენტს ალვარო ურიბეს 12 წლით შინაპატიმრობა მიესაჯა
კოლუმბიის ყოფილ პრეზიდენტს ალვარო ურიბეს მოწმეებზე ზეწოლისა და თაღლითობის ბრალდებით 12 წლით შინაპატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 73 წლის ურიბე ქვეყნის ისტორიაში პირველი ყოფილი პრეზიდენტი...
1754157481
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი შაორის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია
საზაფხულო ბანაკი ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელსაც ყოველწლიურად ვახორციელებთ, დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებს ვუზიარებთ ჩვენს სითბოს და სიყვარულს, ჩვენი სამშობლოს მშვენიერებას, ხელს ვუწყობ...
1754155171
ახალი ამბებიავტობანზე, სოფელ აღაიანთან ავტოავარიას აფეთქება მოჰყვა
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომაგისტრალზე, სოფელ აღაიანთან ავტოავარიას აფეთქება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა. ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვა თუ არა შემთხვევას მსხვერპლი. მო...
1754153751
ახალი ამბები30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება
30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება. ველოგარბენის სპორტული ნაწილი დაგეგმილია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიერ, რომელიც მხარდაჭერილია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახე...
1754152417
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი შაორის ბანაკში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შაორის ახალგაზრდულ ბანაკშ...