“13 წლიანი ემიგრანტობაც დასრულდა” - ყოფილი ემიგრანტი ნანა შველიძე

"ყველა მიყვარხართ და არ დამავიწყდებით. მალე ჩემს მონატრებულ და ძვირფას ოჯახს ჩავეხუტები" - ქართველი ემიგრანტი ნანა შველიძე, რომელიც იტალიაში წლების მანძილზე ცხოვრობდა, საქართველოში ბრუნდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:

"13 წლიანი ემიგრანტობაც დამთავრდა. მადლობა უფალს ყველა განვლილი გზისთვის, მადლობა იტალიას, მადლობა ჩემს შეძენილ მეგობრებს იტალიაში. მალე თქვენც დაჰბრუნებოდეთ ოჯახებს. ყველა მიყვარხართ და არ დამავიწყდებით. მალე ჩემს მონატრებულ და ძვირფას ოჯახს ჩავეხუტები."

იმდენად იშვიათი და ამაღელვებელი ფაქტია, როდესაც ვინმე ემიგრაციიდან ამდენი წლის შემდეგ ბრუნდება, გადავწყვიტეთ ავტორს დავკავშირებოდით.

ნანა შველიძე: საქართველოში დღეს ვბრუნდები. ახლა მილანის აეროპორტისკენ მიმავალ ტრანსპორტში ვარ, მაგრამ ვეცდები გიპასუხოთ...

- როდესაც ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტეთ, რა გეგმები გქონდათ და რამდენი ხნით აპირებდით დარჩენას?

- ვითომ ორი წლით წამოვედი. ვფიქრობდი, ჩემს გოგონას სწავლის ფულს დავუგროვებ და დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ 13 წელი შევასრულე. აქედან 10 წელი ფლორენციაში ვმუშაობდი.

- ნანა, რას ეტყოდით იმ ემიგრანტებს, რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ სამშობლოში დაბრუნება?

- ემიგრანტებს ვურჩევ, რომ თუ თქვენ არ დაუსვამთ წერტილს ემიგრაციას, ოჯახს სულ უფრო მეტი მოთხოვნა ექნება. გამძლეობას ვუსურვებ ყველას, პრობლემების მოგვარებას და ოჯახებში მალე დაბრუნებას.

- მშვიდობით დაბრუნებას და წარმატებებს გისურვებთ...

- უღრმესი მადლობა, თქვენც დიდ წარმატებას გისურვებთ!

ნინა მამუკაძე

იტალია, ფლორენცია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745903793

საზოგადოება

ვლადიმერ ბოჟაძე: ჯერ კიდევ 2012 წლის მარცხის შემდგომ, „ნაცმოძრაობამ“ შეიმუშავა სტრატეგია და გადანაწილდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიაში, სამოქალაქო სექტორში, მედიებში იმისთვის, რომ გაქცეოდნენ პასუხისმგებლობას

„ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ აგვეკრძალა „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა იცით, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის მარცხის შემდგომ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიმუშავა სტრატეგია და გადანაწილდა სხვადასხვა პოლიტი...

ვლადიმერ ბოჟაძე

1745903674

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობა“ მაინც აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას და რაც მთავარია, ამით ამაყობს

მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ აღარ არის 2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლებაში, მაინც აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის დრო...

ააა

1745870639

ახალი ამბები

თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება - წყალმომარაგების აღდგენის გრაფიკი ქუჩების მიხედვით

 კომპანია GWP-ის ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება. მათივე ცნობით, წყალმომარაგების აღდგენის გრაფიკი ქუჩების მიხედვით ასეთია: ნაძალადევი, მექანიზაციის ქ. N 11-თან წყალმომარაგების ქ...

წყალი შეწყდება

1745869860

მსოფლიო

ტრამპი: პრეზიდენტობის პირველი ვადისას ორი რამ მქონდა გასაკეთებელი - ქვეყნის მართვა და გადარჩენა, მეორედ კი - მე ვმართავ ქვეყანასა და მსოფლიოს

 აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განაცხადებით, იგი თავის ქვეყანასა და მსოფლიოს მართავს. ამის შესახებ მან theatlantic-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ტრამპმა ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ როგორ განსხვ...

დონალდ ტრამპი

1745866591

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ჩვენ გვაქვს თანამედროვე ისტორია, რომლითაც მე ვფიქრობ წლების შემდეგ ქართველები ვიამაყებთ და ჩვენი შვილები იამაყებენ

 ჩვენ გვაქვს თანამედროვე ისტ ორია, რომლითაც მე ვფიქრობ წლების შემდეგ ქართველები ვიამაყებთ და ჩვენი შვილები იამაყებენ,- განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლეს...

მამუკა მდინარაძე პოლიტიკოსი