Attenzione! ვინ და როდის მიიღებს 200 ევროიან დახმარებას, იტალიის სახელმწიფოსგან?!

იტალიის სახელმწიფოს 2022 წლის  საკანონმდებლო დადგენილებით, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ევროს ოდენობით, არამხოლოდ იტალიის მოქალაქეებზე, არამედ იტალიაში ლეგალურად მცხოვრები უცხოელებზეც. 

აღნიშნული დახმარება გათვალისწინებულია დაახლოებით 28 მილიონ ბენეფიციარზე.

200-ევროიანი ერთჯერადი დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ შინამოსამსახურეებს, უმუშევრობის კომპენსაციით (დიზოკუპაციონე) მოსარგებლეებს, პენსიონერებს, ასევე დამოუკიდებელ, ან  სეზონურ სექტორში დასაქმებულ უცხოელებს და "რედიტო დი ჩიტადინანცას" მიმღებ ბენეფიციარებს. 

საჭირო რეკვიზიტებში მოხსენებულია როგორც ბინადრობის ნებართვის დოკუმენტი, ასევე  წლიური შემოსავლების ინდიკატორი ISEE, რომლის მიხედვითაც წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 35 000 ევროს.

იქიდან გამომდინარე, რომ კანონი ჯერ ძალაში არ შესულა, ამ ეტაპზე არ არის  ცნობილი, სხვადასხვა სექტორში დასაქმებულ უცხოელებს რა ბიუროკრატიული საფეხურის გავლა მოუწევთ აღნიშნული დახმარების ასაღებად. დაზუსტებულია მხოლოდ ორი კატეგორია - ვინც "ბუსტა პაგის" სახით იღებს გასამრჯელოს, ანუ ხელფასის აღრიცხვის დოკუმენტით, მათ ავტომატურად დაერიცხებათ ეს თანხა "ბუსტა პაგაზე" და ვინც სოციალური დახმარება, "რედიტო დი ჩიტადინანცას" დახმარებით სარგებლობს, თანხა  ბარათზე აისახება.

უცხოელი რომელიც ბინადრობის ნებართვის მოლოდინშია, სამწუხაროდ ვერ ისარგებლებს აღნიშნული დახმარებით.

დამატებითი დეტალები გვეცოდინება კანონის ძალაში შესვლისთანავე და აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას თუ როგორ მოიქცეთ, რომ აღნიშნული ბონუსით ისარგებლოთ.

 

მაკა ხაჩოშვილი სპეციალურად ExclusiveTV-თვის ნეაპოლიდან

 

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793967219

საზოგადოება

ირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს უწყვეტი მონაწილეობა ნათლად ასახავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მზადყოფნას თანამშრომლობის გასაღრმავებლად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს პავილიონები დაათვალიერა და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა...

ირაკლი ნადარეიშვილი

1793966197

საზოგადოება

ნინო წილოსანი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: არამხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ევროკავშირის ქვეყნების ბევრი სხვა ლიდერი ამბობს, რომ უცნობია, როდის გაწევრიანდებიან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში

არამხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ევროკავშირის ქვეყნების ბევრი სხვა ლიდერი ამბობს, რომ უცნობია, როდის გაწევრიანდებიან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში, - განაცხადა საქართველოს პარლამე...

ნინო წილოსანი

1793964326

საქართველო

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩინეთის სახალხო რეს...

 ხან ჭენგი

1793963577

საზოგადოება

გიორგი გაბუნია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე: შემოსულია პაკეტი, რომელიც უკეთესად მოაწესრიგებს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ მთელ რიგ ტექნიკურ საკითხებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია

კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს აფასებს. მისი განმარტებით, ცვლილებების პაკეტი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკ...

გიორგი გაბუნია

1793962301

ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობით და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის...

გაათავისუფლა