ემიგრანტის აზრი - გავიდოდნენ თუ არა იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები 20 ივნისის აქციაზე - შინ, ევროპისკენ!

ბოლო პერიოდში, სულ უფრო ხშირად ხელისუფლებასაც და ოპოზიციურ პარტიასაც სწორება ემიგრაციაზე აქვთ, რადგან როგორც ჩანს, გააცნობიერეს, რომ ემიგრაციის სახით ქვეყანამ ალტერნატიული საქართველო მიიღო, რომელიც ცენტრალური ხელისუფლებისა, თუ ოპოზოციური ძალების გავლენებისგან მეტ-ნაკლებად თავისუფალია. 

დღეს, ქვეყანა უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. "ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულება მოუწევს",- სწორედ ამ გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ მანიფესტანტები, დღეს, 20 ივნისს. თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება. 

აქცია, რომლის ორგანიზატორია მოძრაობა "სირცხვილია", დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, 20:00 საათზე დაიწყება. 21:00 საათზე, აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.

ჩვენ იტალიაში მცხოვრები ქართველების ერთ-ერთ ყველაზე დიდ და აქტიურ ფეისბუკ ჯგუფში და ExclusiveTV-ის იტალიის ბიუროს ჯგუფში დავსვით შემდეგი შეკითხვა: "თბილისში რომ იყოთ, დღევანდელ აქციაზე გახვიდოდით? დადებითი და უარყოფითი პასუხიც განმარტეთ თუ შეიძლება." 

ეს შეკითხვა დავუსვით ემიგრანტებს, რადგან მიუხედავად სამშობლოდან შორს ყოფნისა, სრული უფლება აქვთ, საკუთარი ქვეყნის მომავლის გადაწყვეტაში იღებდნენ მონაწილეობას.

ერთ საათში კითხვას, დაახლოებით 270 ადამიანი გამოეხმაურა. აქედან 150 ადამიანი პასუხობს, რომ აქციაზე აუცილებლად წავიდოდა, რადგან საქართველოს ადგილი ევროპაშია, 58 ადამიანი აცხადებს, რომ არ წავიდოდა. აქციისადმი უარყოფითად განწყობილი ემიგრანტების ნაწილი ორად იყოფა. ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ეს "ნაცების" აქციაა, და მისი ადგილი "ნაცების" გვერდით არ არის, მეორე ნაწილის განცხადებით, საქართველო ევროპისკენ არ უნდა ილტვოდეს. დანარჩენი კომენტარები პოლემიკას...

ჩვენ რამდენიმე, კომენტარს შემოგთავაზებთ:

ი.ი. უეჭველი გავიდოდი. აბა ამას რა ახსნა- განმარტება უნდა? ქვეყანა ძეროს ქვემოთაა... ჯაბას ხანაა საქართველოში... მილიონ პროცენტიანი უნდა წავიდეს ეს არარაობა მთავრობა. დააქციეს და გააქციეს ქვეყანაა... დღეს საქართველო საქართველოა?

ნ.კ. კიიიიიიიიიიიი! ჩემები ყველანი მიდიან აქციაზე.

თ.მ.: მე თბილისში ვარ, "ფრი მიშა" უკვე მიაკრეს. რეჟიმი დალპა და დავამხოთო მიაკრეს, ლგბტ ჯგუფმა თქვენთან ვართო, გუბაზა, უგულავა, მექერიშვილი, ხოშტარია, ნაცი, გირჩი, ყველა მომიწოდებს მოდიო. დავიჯერო ისინი იქ იმიტომ იდგებიან რომ ერთსულოვნება დაადასტურონ? თუ ლანძღვა გინების მასტერკლასები იქნება?

მ.კ.: აუცილებლად გავიდოდი და დავაყენებდი საკითხს რომ ჩემი სამშობლოს მომავალი წინ უნდა წავიდეს,განვითარდეს,ბევრი რამ მაგალითის სახით აიღოს ევროპიდან და ბევრიც საკუთარი შემოინახოს. ევროპა რომ კარგია, იმიტომაც ვართ ევროპაში, თორემ ვიქნებოდით ან რუსეთში, ან თურქეთში.

ი.გ. არა, როცა ქართველი ერი ერთად გაერთიანებაზე იფიქრებს და შიდა რესურსებით ქვეყნის განვითარებას და აღორძინებას, მაშინ აქვს აქციას აზრი. სხვისი ხელით, ვაი მეზობლებით და ვეშაპყლაპია იმპერიებით აშენებული ქვეყანა ჰქონდეს ჩვენს მტრებს. ერთი  უკუდერესობიდან მეორეში გადავარდნა რა ადგილების შეცვლით ჯამი შეიცვალა?

შ.პ.: მე გავიდოდი, არა იმიტომ, რომ რომელიმე პარტიას ვუჭერ მხარს, არამედ იმიტომ, რომ იქნებ გვეღირსოს იმ ჭაობიდან ამოსვლა სადაც ახლა ვართ. ნაცი და ქოცს რომ გაიძახის ყველა, იმიტომ ვართ დღეს ამ დღეში. ერთიანობა არაა ხალხში. შეეშვით პარტიულად დაყოფას ხალხის. იმაზე იფიქრეთ რა გინდათ თქვენი შვილებისთვის და როგორ ქვეყანაში გინდათ რომ იცხოვრონ. ამაზე იფიქრეთ და არა ნაცზე და ქოცზე.

ნ.ნ.: 30 წელზე მეტია მიტინგებს და აქციებს აწყობთ. შედეგი ნული. ქვეყნისთვის არაფერი გაგიკეთებიათ. საზოგადოებაც დაყავით და სიძულვილი თესეთ. რა გეაქციებათ. არა, არა და არა. პირადად მე 90-დან და 2008წლის შემდეგ, შიშით ვცხოვრობ.

ც.კ.: მე გავიდოდი აქციაზე და ნეიტრალიტს დაუჭერდი მხარს მნიშვნელობა არ აქვს ვისი მონა იქნები, უნდა გვქონდეს ჩვენი მეობა ყველაზე მეტად ჩვენ გვიჭირს გლეხებს და უბრალო ხალხს მაგრამ ფულზე არ უნდა იყიდებოდეს სამშობლო.

ი.მ.: რა თქმა უნდა, ყველა საღად მოაზროვნე იქ უნდა იდგეს, რადგან იმის საშიშროებაა, ბოლომდე  გაქრეს საქართველო,როგორც სახელმწიფო.ამ დღეში ზუსტად ქოცების პოლიტიკის გამო ვართ.

ლ.ზ.: მასპინძელი  რომ სახლში არ გიშვებს და ემუდარები, რა ვიცი ღვთიურია?

მ.მ.: გავიდოდი! მადლობა ღმერთს, რომ არც ,,ნაცი" ვარ და არც ,,ქოცი", საქართველოს მოქალაქე ვარ. მიყვარს ჩემი სამშობლო და ჩემი ერი იმსახურებს იცხოვროს ნორმალურად  და ადამიანურად და არა სულ შიშში, ცუდის მოლოდინსა და გაჭირვებაში.

ლ.ბ.: არა და არა... გაიღვიძე ერო!!!

ლ.მ.: გავიდოდი იმიტომ რომ იტალიაში ვარ მიუხედავად იმისა საბუთი მაქვს, მინდა ჩვენი შვილების მომავალზეც ვიფიქროთ. ევროპა ჩვენთვის ნათელი მომავალია!

ნ.ქ.: ემიგრანტი რომ ამ აქციის წინააღმდეგია, რა ნამუსით ჩერდება ევროპაში?

პ.ს. მკითხველო, დასკვნა თქვენთვის მოგვინდვია!

ნინა მამუკაძე სპეციალურად ExclusiveTV-თვის ფლორენციიდან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790589492

მსოფლიო

მედია: შვედეთის პარლამენტში სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს - სტოკჰოლმის პოლიციამ არჩევნების შესაძლო გაყალბების გამო გამოძიება დაიწყო

შვედეთის პარლამენტში, 13 სექტემბრის არჩევნების შედეგად, სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს, რაც მნიშვნელოვანი და ისტორიული ეტაპია სკანდინავიურ ქვეყანაში სამოქალაქო ჩართულობისა და მულტიკულტურული...

შვედეთის პარლამენტშ

1790587943

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2026 წლის IBSA-ს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლის ფ...

პრემიერ-მინისტრი

1790586401

საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვა...

 პარლამენტის დელეგაცია

1790585509

საზოგადოება

ე.წ. კასრების ეპიზოდზე მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

ე.წ. კასრების ეპიზოდზე მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მანამდე, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნ...

მეგის ქარდავა

1790584822

სპორტი

ახალი მწვრთნელით, პირველი გამარჯვების მოლოდინში - საქართველო უკრაინის წინააღმდეგ

დღეს გაიმართება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ახალი ციკლი წარუმატებლად დაიწყო და საკუთარ მოედანზე ჩრდ.ირლანდ...

საქართველო უკრაინის წინააღმდეგ