Green pass-ის გარეშე "ბადანტემ" სამუშაო ადგილი უნდა დატოვოს - იტალიის მთავრობის გადაწყვეტილება
იტალიის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებში, გამოქვეყნდა ინფორმაცია ოჯახებში დასაქმებული პირების Green pass-თან დაკავშირებული ვალდებულების შესახებ. ინფორმაციას იტალიური ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცემა Corriere della sera ავრცელებს.
სტატიიდან ვიგებთ, რომ თუ მომვლელი, ძიძა, ან მოახლე არ ფლობს Green pass-ს, არ უნდა შევიდეს დამსაქმებლის სახლში და თუ იმავე სახლში ცხოვრობს, რომელ ოჯახშიც მუშაობს, სასწრაფოდ უნდა დატოვოს აღნიშნული საცხოვრებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებული პირის მიმართ, განისაზღვრება დიდი ფულადი ჯარიმა.
გამოქვეყნებულ ტექსტში ხაზგასმულია, რომ დამსაქმებელი ოჯახის უფლებაა აიყვანონ შემცვლელი. ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ „ბადანტეს“ და ოჯახის დამხმარეს საცხოვრებლით და საკვებით უზრუნველყოფა სამუშაო კონტრაქტით არის გათვალისწინებული, მას შემდეგ რაც დასაქმებული პირი დატოვებს ოჯახს, დამსაქმებელს ავტომატურად შეუწყდება ეს ვალდებულებაც.
აღნიშნული ვალდებულება მოქმედებს ყველა სექტორში დასაქმებულ პირებზე. მათ დროებით უჩერდებათ კონტრაქტები და გადადიან უხელფასო მოლოდინის რეჟიმში, სანამ "მწვანე სერტიფიკატს" არ წარადგენენ.
იმ შემთხვევაში, თუ პირს მუშაობის პროცესში გამოუვლინდა ვირუსი, იმის მიუხედავად აქვს თუ არა Green pass-ი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოს სამუშაო-საცხოვრებელი კარანტინით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ Green pass-ი არ გულისხმობს მხოლოდ ვაქცინაციას, მასში აგრეთვე შედის კოვიდტესტით გათვალისწინებული ინფორმაცია, რომელიც პირმა ყოველ 48 საათში ერთხელ უნდა განაახლოს, ანუ ტესტის პასუხი ვალიდურია, მხოლოდ 48 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ტესტი თავიდან უნდა გაკეთდეს, საკუთარი ხარჯებით. ეს ყველაფერი ოჯახებში დასაქმებული უცხოელების არც ისე სახარბიელო ბიუჯეტს, კიდევ უფრო მძიმე ტვირთად აწვება, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილებით, თუ პირს არ სურს ვაქცინის გაკეთება, ის ვალდებულია ტესტის ხარჯები საკუთარი ჯიბიდან გადაიხადოს.
ცნობისთვის: იტალიაში დღესდღეობით დაახლოებით 5 მილიონი ლეგალი ემიგრანტი ცხოვრობს, მათგან 2 100 000 ადამიანი ოჯახებშია დასაქმებული („ბადანტე“ -770 000, მოახლე - 1 060 000, ძიძა - 270 000). მათგან ყოველი მეხუთე Green pass-ის გარეშეა.
ნინა მამუკაძე
1793728972
საზოგადოებაპრემიერი: ევროპულ ბიუროკრატიასთან არსებული ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ წინ მივდივართ და ვაგრძელებთ ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას
ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ჩვენს ეროვნულ დღის წესრიგზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამ დღის წესრიგის ნაწილია ევროკავშირთან შეთანხმებ...
1793727897
საზოგადოებაპრემიერი: ისეთი დავალებები მიიღეს უცხოური აგენტურის წარმომადგენლებმა საკუთარი პატრონებისგან, რომ ამით დაანგრიეს საკუთარი თავი, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ ალიანსს დიდი პერსპექტივა არ ჰქონდა
„ისეთი დავალებები მიიღეს უცხოური აგენტურის წარმომადგენლებმა საკუთარი პატრონებისგან, რომ ამით დაანგრიეს საკუთარი თავი და ამის შედეგია ის დაპირისპირებები, რომელსაც ვხედავთ აგენტურის შიგნით“, - ამის შესა...
1793727078
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 4 ოქტომბრის მონაწილეები ელოდებოდნენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას და 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს
„ჩვენ მათი აღიარებითი ჩვენებებიც მოვისმინეთ, მათი ორი ლიდერის განცხადება მოვისმინეთ, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე“, - ამის...
1793725957
ახალი ამბებიმაშველებმა მდინარე რიონიდან 2 ახალგაზრდის ცხედარი ამოასვენეს
ქუთაისში, რიონჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონში გადავარდნილი ავტომობილიდან მაშველებმა ორი კაცის ცხედარი ამოასვენეს. ნაპოვნი და მდინარიდან ამოტანილია ავტომობილიც. ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემ...
1793724509
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიცია და მათი აქტივისტები ყოველ ჯერზე გაურბიან დებატებს, ისე გაურბის სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიაც ასეთ დებატებს, რადგან სიმართლე არის ჩვენს მხარეს
„პოლიტიკური მოვლენები დინამიკურად ვითარდება და ასეთ პირობებში ჩვენ შეგვიძლია, დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხის მიმართ და ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდ...


























