„იგივე სისპეტაკე ვიპოვე ქართველებში, ისინი ჩვენსავით არ არიან შეპყრობილნი სასაქონლო კულტურით. მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ ოცნება“ - ჯულიო გრეკო
ქართველი მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, ნუნუ გელაძე სოციალურ ქსელში, გამომცემელ, ჯულიანო ლადოლფის წერილს აქვეყნებს.
გამომცემელი ჯულიანო ლადოლფი, მარიამ წიკლაურის საბავშვო წიგნის „უჩვეულო კვირადღის“ შესახებ 23 მარტს ბოლონიის - bologna children's book fair - საბავშვო წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე:
„მადლობა ქართველ მწერალთა სახლის, „Writers' House of Georgia და Tbilisi - World Book Capital“-ის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც მოაწყვეს ეს ღონისძიება და რომელშიც მე და ჯულიო გრეკო, გამომცემლობა „ჯულიანო ლადოლფი ედიტორეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიდი ენთუზიაზმით ვმონაწილეობთ.
მადლობას ვუხდი ქალბატონ ნუნუ გელაძეს, რომელიც ჩვენთან მრავალი წელია თანამშრომლობს და ამ ხნის განმავლობაში გაგვაცნო არაერთი შესანიშნავი ქართველი პოეტი, რომელთა ათამდე კრებული გვაქვს გამოცემული. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ის პოეტური მუხტი, თუგინდ ნიჭი, რაც მე თანამედროვე ქართულ პოეზიაში დავინახე, სამწუხაროდ, დღეს იტალიაში არ იგრძნობა.
რაც შეეხება, მარიამ წიკლაურის საბავშვო მოთხრობას „უჩვეულო კვირადღეს“, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, უკვე სათაურიდანვე იწვევს ინტერესს - „უჩვეულო“, რატომ უნდა იყოს კვირადღე უჩვეულო? და სწორედ ეს ზედსართავი აღუძრავს პატარა მკითხველს ცნობისმოყვარეობას და წიგნს გადააშლევინებს.
ძალზე გონივრულად არის მოფიქრებული წიგნის სტრუქტურა, რომელიც გაშლილია ბავშვებსა და ცხოველებს შორის მეგობრობის ისტორიის ფონზე. აქ ვგულისხმობ ლექსიკონს, დიდაქტიკურ აქტივობებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ნიკოგოსოვას შესანიშნავ ილუსტრაციებზე.
სიუჟეტი: მთავარ გმირებს, პატარა ელენეს და სანდროს უყვართ კვირადღეების გატარება ზოოპარკში ცხოველთა გარემოცვაში, ისინი განსაკუთრებით დაუმეგობრდებიან ორ ციყვს, ბობოს და ბუბას. ერთ კვირადღესაც ელენე და სანდრო მეგობრების სანახავად ვერ წავლენ ზოოპარკში და შეშფოთებული ციყვები თავად გაეშურებიან მათ მოსაძებნად. ასე გადაეშვებიან ქალაქის აურზაურში და უამრავი საინტერესო თავგადასავალი გადახდებათ.
ტექსტში, გარდა საინტერესო მოთხრობილი ამბისა, ასევე წარმოდგენილია მისი ძირითადი სიტყვების ლექსიკა: კვირის დღეები, ზოოპარკის ცხოველების სახელები, ფერები, საკვების სახელები და მრავალი სხვა.
ილუსტრაციებში წარმოდგენილია ძლიერი ფერები, რომლებიც მიზნად ისახავს ბავშვების ფანტაზიის გაღვივებას და უაღრესად ზუსტად ესადაგება ბავშვებისთვის დამახასიათებელ გრაფიკულ სტილს.
საბავშვო მწერლისთვის უდავო ოსტატობად მიმაჩნია წიგნში დიდაქტიკური აქტივობების ჩართვა, რაც არაერთ დავალებას მოიცავს: ნახატების დანომვრა, ორი საპირისპირო მოსაზრების შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმა, აღმოჩენა იმ სიტყვებისა, რომლებიც ტექსტში არ არის, ან პირიქით, რომლებიც აკლია, ტექსტში გამოყენებული სიტყვების კატეგორიების მიხედვით დაჯგუფება, ტექსტში გამეორებული სიტყვების დათვლა და წიგნის ბოლოს დატოვებული თეთრი გვერდები, რომლებზეც, ავტორის თხოვნით, საკუთარი ფანტაზია უნდა განავითარონ პატარა მკითხველებმა და მოთხრობის ილუსტრაციები დახატონ.
ეჭვგარეშეა, ავტორი ღრმად იცნობს ბავშვთა ფსიქოლოგიას და არის დიდაქტიკის ექსპერტი, რადგან ტექსტი მიჰყვება ყველა იმ კანონს, რომელიც დადგენილ იქნა ამ თემაზე უახლესი კვლევებით.
დაბოლოს ეს მშვენირი წიგნი განკუთვნილია არა მხოლოდ ქართველი ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა შეადარონ თავიანთი ენა იტალიურს, არამედ იმათთვისაც, ვინც მხოლოდ ერთი ენა იცის და სიამოვნებით წაიკითხავს თავის მშობლიურ იტალიურ ან ქართულ ენაზე. ესეც არის ჩვენი გამოცემის დამატებითი ღირსება. ასე რომ, ვულოცავ ავტორს, ილუსტრატორს და მთარგმნელს.
ჯულიო გრეკო: ჩემი აზრით, ამ წიგნით ბავშვი სწავლობს ცხოველებთან ურთიერთობას, მეტიც მეგობრობას და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ორივე მათგანში საერთო არის პირველყოფილი სისპეტაკე, რასაც ზრდასრულ ასაკში ადამიანები ვკარგავთ.იგივე სისპეტაკე ვიპოვე ქართველებში, რამდენიმე წლის წინ საქართველოში მოგზაურობისას. ისინი ჩვენსავით არ არიან შეპყრობილნი სასაქონლო კულტურით. მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ ოცნება.“
1787329801
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: რომ ავალებ, ის ხომ უნდა შეისწავლო, ამ ხალხის ნათქვამს ქართულ საზოგადოებაზე რაიმე გავლენა აქვს თუ არა?! არავითარი სამოქალაქო საზოგადოება არ არის, ესენი არიან ჩვეულებრივი, უცხოური გავლენის აგენტები
„ამ ხალხს რომ ამას ავალებ, ის ხომ უნდა შეისწავლო, მათ ნათქვამს ქართულ საზოგადოებაზე რაიმე გავლენა აქვს თუ არა?! არავითარი სამოქალაქო საზოგადოება არ არის. ეს არის ჩვეულებრივი, უცხოური გავლენის აგენტები...
1787327140
ახალი ამბებისაქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ეხმაურება და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 17 დეკემბერს დაა...
1787325239
ახალი ამბებიჯაბა ხუბუა: ზელენსკის მიერ მულტფილმ „მაშა და დათვის“ აკრძალვას კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ-ლიბერალ-ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ
„რატომ იყო ზელენსკიმდელი ბავშვი პუტინისტი? იმიტომ, რომ იგი უყურებდა „მაშა და დათვს“. ჰოდა, ზელენსკიმ დაასანქცირა „მაშა და დათვი“, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე. მისივე თქმით, „მაშა და დათვის“ აკრძ...
1787324565
ახალი ამბებიმარიამ ქებურია: საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს სტუდენტთა ხელშეწყობა და მათთვის სწავლაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაზე უარის შემთხვევაში, მობილობის უფლება ეძლევათ, ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. ცვლილების მიხედვით, 2026-27 სასწავლო წლისთვის...
1787322152
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: თურმე, სცოდნიათ მშვენივრად, რეალობა რა იყო - სცოდნიათ, რომ გვარამია ძარცვავდა „რუსთავი 2“-ს
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ისინი საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში არიან გასვრილი. „ჩვენ ხომ ვამბობდით არა, რომ მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“ ამ აგენტურას ჰქონდ...































