„ისტორიულ ხელშეკრულებას ვაწერთ ხვალ ხელს“ - რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელს შორის მემორანდუმი გაფორმდება

„ისტორიულ ხელშეკრულებას ვაწერთ ხვალ ხელს  - გალობის უნივერსიტეტი და რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალური ინსტიტუტი“ - ინფორმაციას ამის შესახებ ფონდ “ქართული გალობა“-ს გენერალური დირექტორი ნანა გოთუა ავრცელებს. 

2022 წლის 25 მაისს, გაფორმდება მემორანდუმი რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელს შორის!

იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ინსტიტუტი საუნივერსიტეტო დონისაა და ორივე ავრცელებს ფუნდამენტურ და ზოგად მუსიკალურ სწავლებას სასულიერო მუსიკის სპეციალიზირებულ მიმართულებაზე, სასწავლებლები ითანამშრომლებს სპეციალიზებული სასწავლო კურსების ორგანიზებაში: სემინარები, კონცერტები, მასტერკლასები, კონფერენციები, სწავლებები.

განხორციელდება ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები და ასევე დაიგეგმება აკადემიური პერსონალის მობილობა მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.

ორი ინსტიტუტი ერთმანეთთან შეათანხმებს აკადემიურ კურსებთან დაკავშირებული სწავლებისა და დიდაქტიკის წარმოების ინიციატივებს იმ სასწავლო კურსების საფუძველზე, რომელიც თითოეულ ინსტიტუტს გააჩნია.

მემორანდუმი გაფორმდება რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტში და დაესწრებიან: რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტის რექტორი - მაესტრო მონსინიორ ვინჩენცო დე გრეგორიო; წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქალბატონი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი მიხეილ ჩხენკელი; ბიზნესმენი და მეცენატი, ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელი, ბატონი ივანე ჩხარტიშვილი; გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნანა გოთუა; გალობის უნივერსიტეტის დეკანი - თამარ ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი - გიორგი დონაძე და ანსამბლ „ბასიანის“ წევრები.

ცერემონიალზე სიტყვით წარდგებიან: მაესტრო მონსინიორ ვინჩენცო დე გრეგორიო, საქართველოს ელჩი ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონ მუხრანბატონი, საქართველოს განათლების მინისტრი ბ-ნი მიხეილ ჩხენკელი და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქ-ნი ნანა გოთუა.

გალობის უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაციას კი სასწავლებლის დეკანი, ქალბატონი თამარ ჩხეიძე წარმოადგენს.

მემორანდუმის გაფორმების ოფიციალური ნაწილის შემდეგ, რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტის კაპელაში, საორგანო და ქართული საეკლესიო მუსიკის კონცერტი გაიმართება, სადაც ანსამბლ „ბასიანის“ წევრები ქართულ საგალობლებს შეასრულებენ.

ეს დღე იქნება ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი ორივე უნივერსიტეტის ისტორიაში, რაც დიდ წვლილს შეიტანს სასწავლებლების განვითარებაში!

რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტსა და გალობის უნივერსიტეტს შორის დადებული მემორანდუმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორ ქვეყანას შორის კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებაში.

Pontificio Istituto di Musica Sacra
Georgia in the Holy See
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ფონდი ქართული გალობა / Georgian Chanting Foundation
Basiani • ბასიანი
ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 “უცხოეთში საქართველოს პოპულარიზაცია, თითოეული ემიგრანტის მორალური პასუხისმგებლობაა” 

📌 ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წიგნის „უცხოეთის ცის ქვეშ - გულახდილი საუბრები“ პრეზენტაცია გაიმართება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746378351

სპორტი

საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ნაკრებმა აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირზე 12 მედალი მოიპოვა

 აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირი „პრეზიდენტის თასი - 2025“ გაიმართა კანოე-კაიაკსა და აკადემიურ ნიჩბოსნობაში. შეჯიბრებაზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც 5 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2...

სპორტსმრნები

1746377051

ახალი ამბები

ცოტნე დადიანის ქუჩაზე 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დროებით შეიზღუდა

 ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რევაზ ურიდიასა და ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩებს შორის მდებარე მონაკვეთზე, სადაც დღეს საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩამოიშალა, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვისა და მერიის შეს...

ავტობუსი

1746376855

საზოგადოება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი მე­უღ­ლეს­თან და შვილებ­თან ერ­თად ილია მე­ო­რეს ესტუმრა

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი მე­უღ­ლეს­თან და შვილებ­თან ერ­თად სრუ­ლი­ად სა­ქართველოს კათო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს, უწ­მინ­დეს­სა და უნეტარესს, ილია მე­ო­რეს საპატრიარქოში ე...

ანრი ოხანაშვილი

1746372847

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მესამე ვადით კენჭისყრას არ აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ თეთრ სახლს დატოვებს, თანამდებობაზე დარჩენის გახანგრძლივების მცდელობის გარეშე. ამის შესახებ მან NBC News-თან ინტერვიუში გან...

ტრამპი

1746372485

ახალი ამბები

აპარნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სახალხო დღესასწაული „აპარნობა“ გაიმართა

მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულში, აპარნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო დღესასწაული „აპარნობა“ გაიმართა. დღესასწაულს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურ...

სახალხო დღესასწაული „აპარნობა