მიხეილ სარჯველაძემ რესპირაციული ასოციაციის საერთაშორისო კონგრესში მიიღო მონაწილეობა

ბათუმში, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის IX საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან ერთად გახსნა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სარჯველაძემ, რესპირაციული ასოციაციის საქმიანობასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ამ პროფესიულ გაერთიანებას და მისი ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებს დიდი წვლილი შეაქვთ დარგის განვითარებაში.
კონგრესში, მსოფლიოს 19 ქვეყნის, 24-მა წამყვანმა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება მოიცავდა სიმპოზიუმებსა და პრეზენტაციებს, რესპირაციული მედიცინის ყველა მიმართულებით: ონკოლოგია და თორაკალური ქირურგია, რესპირაციული კრიტიკული მედიცინა და რესპირაციული ინფექციები, ტუბერკულოზი და ასთმა, ალერგია და ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფილტვის იშვიათი დაავადებები და ფილტვის პათოლოგიათა არაინვაზიური დიაგნოსტიკა.
კონგრესზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ: აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, პროფესორი, კონგრესის თავმჯდომარე ივანე ჩხეიძე, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი დავით გიორგაძე, ევროპის რესპირაციული საზოგადოების პრეზიდენტი იოანა ხოროსტოვსკა-ვინიმკო და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი.
ღონისძიება, II საერთაშორისო ახალგაზრდულ კონფერენციასთან ერთად, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც 2004 წელს შეიქმნა და მისი მიზანი რესპირაციული მედიცინის განვითარების ხელშეწყობაა.
1751114943
ახალი ამბებიხარაგაულის სოფლებში გააქტიურებულ მეწყრული პროცესებს გეოლოგთა ჯგუფი სწავლობს - ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, დაემორჩილონ შესაბამისი სამსახურების მითითებებს
ხარაგაულის სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში, სადაც მეწყრული პროცესები გააქტიურდა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, მამუკა ხიმშიაშვილი, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივ...
1751113643
ახალი ამბებიქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით შეიქმნება საქართველოს საპატრიარქოს კომისია, რომელსაც საიუბილეო წლის პროგრამის შემუშავება დაევალა
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების (326წ.) 1700 წელთან დაკავშირებით 1-ელი ივლისიდან საქართველოს საპატრიარქოს კომისია შეიქმნება. შესაბამისი ბრძანება, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელე...
1751112838
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აბსოლუტურად ყველა ინდექსით ჩვენ ვუსწრებთ ყველა კანდიდატ წევრ ქვეყანას და ძალიან ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვუსწრებთ ევროკავშირისა და ნატოს მოქმედ წევრ ქვეყნებს
„ნებისმიერი ინდექსები, რომლებიც ბოლო 1 წლის, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ქვეყნდება, რომლებიც დაკავშირებული არის დემოკრატიასთან, კანონის უზენაესობასთან და ა.შ. აბსოლუტურად ყველა ინდექსში საქართველო ა...
1751110877
ახალი ამბებითბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ხანძარია
თბილისში, დიდ დიღომში დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ხანძარია. არსებული ცნობით, ცეცხლი ბალახს უკიდია. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან და ხანძრის ქრობი...
1751109536
ახალი ამბებიიუსტიციის სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდზე: მოლაპარაკებების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა განგრძობადი ოკუპაციის პირობებში ადამიანის უფლებების მუდმივი დარღვევის შემთხვევებზე
იუსტიციის სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდი გაიმართა. ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა საკ...