იტალიამ უკრაინაში მშვიდობიანი დარეგულირების გეგმა წარმოადგინა

გამოცემა La Repubblica წერს, რომ იტალიამ უკრაინაში მშვიდობიანი დარეგულირების გეგმა წარმოადგინა. 

ოთხი ეტაპიანი გეგმა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა. უწყების ხელმძღვანელმა ლუიჯი დი მაიომ დოკუმენტი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს გადასცა.

გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე უკრაინაში ცეცხლი უნდა შეწყდეს, რაც შემდგომი მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის გახსნის გზას. ამ ეტაპით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას დააკვირდებიან საფრანგეთი, გერმანია, იტალია, თურქეთი, აშშ, ჩინეთი, კანადა, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და ისრაელი.

შემდგომში იტალიის ინიციატივა ითვალისწინებს ფრონტის დემილიტარიზებას და უკრაინის საერთაშორისო ნეიტრალურ სტატუსზე მოლაპარაკებების გამართვას. გარდა ამისა, მეორე ეტაპზე გათვალისწინებულია ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება. მეორე ეტაპზე დისკუსიები მშვიდობიან კონფერენციაზე უნდა წარიმართოს.

მესამე ეტაპზე დაგეგმილია „ტერიტორიული საკითხების“ განხილვა უკრაინასა და რუსეთს შორის. კერძოდ, ინიციატივის მიხედვით, უკრაინის შემადგენლობაში სრული ავტონომიის პირობებზე უნდა დაბრუნდნენ ყირიმი და დონბასი. ამ რეგიონებს ექნებათ სამართლებრივი გარანტიები ენობრივ და კულტურულ საკითხებში, სრული თვითმმართველობა და უსაფრთხოების დამოუკიდებელი უზრუნველყოფა.

მეოთხე ეტაპი შეიცავს ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების გაფორმებას, რომელიც დაარეგულირებს ურთიერთობებს რუსეთსა და ევროკავშირს შორის. რუსეთს დაკავებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას შესთავაზებენ, რაც სანქციების ეტაპობრივი მოხსნის წინაპირობა იქნება.

ასევე წაიკითხე:

🔵"ენცო", "ჭინკა" და "სოხუმსკი" - შსს-მ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავა

🔵რუსული მხარის მონაცემებით, „აზოვსტალის“ ქარხანა ბოლო ერთი დღის განმავლობაში კიდევ 771-მა მებრძოლმა დატოვა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793967219

საზოგადოება

ირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს უწყვეტი მონაწილეობა ნათლად ასახავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მზადყოფნას თანამშრომლობის გასაღრმავებლად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს პავილიონები დაათვალიერა და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა...

ირაკლი ნადარეიშვილი

1793966197

საზოგადოება

ნინო წილოსანი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: არამხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ევროკავშირის ქვეყნების ბევრი სხვა ლიდერი ამბობს, რომ უცნობია, როდის გაწევრიანდებიან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში

არამხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ევროკავშირის ქვეყნების ბევრი სხვა ლიდერი ამბობს, რომ უცნობია, როდის გაწევრიანდებიან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში, - განაცხადა საქართველოს პარლამე...

ნინო წილოსანი

1793964326

საქართველო

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩინეთის სახალხო რეს...

 ხან ჭენგი

1793963577

საზოგადოება

გიორგი გაბუნია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე: შემოსულია პაკეტი, რომელიც უკეთესად მოაწესრიგებს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ მთელ რიგ ტექნიკურ საკითხებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია

კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს აფასებს. მისი განმარტებით, ცვლილებების პაკეტი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკ...

გიორგი გაბუნია

1793962301

ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობით და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის...

გაათავისუფლა