იტალიაში ფქვილის, ზეთის და შაქრის შეძენაზე ლიმიტი დაწესდა

იტალიაში ფქვილის, მზესუმზირის ზეთის და შაქრის შეძენაზე ლიმიტი დაწესდა. ამ ეტაპზე ოფიციალური განცხადება იტალიაში სასურსათო მაღაზიების ყველაზე მსხვილმა ქსელმა, COOP-მა გაავრცელა. მოტივად უკრაინის ომი დასახელდა.
როგორც აღნიშნული შეზღუდვის ინიციატორები აცხადებენ. ეს პრევენციის მიზნით მოხდა, რადგან არ გამორიცხავენ, რომ შეშინებულმა მოსახლეობამ ყველაზე საჭირო პროდუქტის მარაგის გაკეთება დაიწყოს, რასაც შესაძლოა მაღაზიებში აღნიშნული პროდუქტის დეფიციტი მოჰყვეს. რაც დახლების დაგვიანებით შევსებით იქნება გამოწვეული და არა იმიტომ, რომ ქვეყანაში ამ პროდუქტის რეალური დეფიციტია.
თითო ჯერზე პირს, აღნიშნული პროდუქტების ოთხ ერთეულ შეფუთვაზე მეტის შეძენის უფლება არ ექნება.
"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავთ, რომ მოსახლეობის მხრიდან, გარკვეული პროდუქციის გადაჭარბებით შეძენა მოხდეს. ამიტომ საჭიროდ მივიჩნიეთ შეზღუდვის დაწესება, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტების მარაგების რაოდენობა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ დეფიციტის საფრთხე, ახლო მომავალში, არ შეიქმნება," - წერია განცხადებაში.
სხვა სიახლეები:
📌 იტალიაში “მეპროცენტე” დააკავეს, რომელიც წელიწადში 100%-იან მოგებას იღებდა
📌 თუ ლაციოს რეგიონში დაქორწინდებით, 2000 ევროს მიიღებთ! - იტალია
1744738051
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში“ და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს“ მიაკუთვნებს
„ენას ძვალი არა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეურაცხადობას თუ ფეიკ-დემენციას აწვები და როდესაც სინდისი დიდი ხანია უცხო სუბსტანციად მიგაჩნია შენში,“ - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის...
1744735393
ახალი ამბებიედიშერ გვენეტაძე პოლიციელის მიერ მხედველობის დაკარგვაზე: არასდროს იფიქროთ, რომ რომელიმე „სინდისის“ პატიმრის მშობელი იტყვის ოდესმე, ჩემმა შვილმა ეს რა უბედურება ჩაიდინაო
მე რიგითი საქართველოს მოქალაქე ედიშერ გვენეტაძე მოვითხოვ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უცხო ქვეყნების აგენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელმაც პრეზიდენტობის მოვალე...
1744732609
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი...
1744730265
ახალი ამბებიალექსანდრე ტაბატაძე: გასული წლის 29 ნოემბერს, აქციაზე თვალბუდის არეში ბლაგვი საგანი მოხვდა პოლიციელს, რომელმაც შედეგად დაკარგა მხედველობა - ეს არის მაგალითი, რომელიც უნდა იცოდეს, როგორც ჩვენმა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამ
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ტაბატაძე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ის ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ნარატივს ეხმიანება, თითქოს გასული წ...
1744729905
ახალი ამბებითურქეთში ძლიერი მიწისძვრა იყო
თურქეთში, იზმირის ყურეში ძლიერ მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.0 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტო ავრცელებს. უწყება ცნობით, მიწის...