იტალიის 16 დეკემბრის ამინდის პროგნოზი

16 დეკემბერს იტალიის ტერიტორიაზე მეტ-ნაკლებად სტაბილურ ამინდს პროგნოზირებენ, თუმცა გარკვეულ ზონებში მოსალოდნელია მკვეთრად ცივი ჰაერის შემოდინება. ვარაუდობენ თოვლსაც.

ნისლს ელოდებიან პადანის დაბლობზე. შაბათ-კვირას ჰავა საგრძნობლად ცივი იქნება ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ზონაში, მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. მომდევნო დღეებში სტაბილური ამინდია ნავარაუდევი იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში. მაღალი წნევა განაპირობებს მზიან ამინდებს, თუმცა ასევე ხელს შეუწყობს ნისლიანობის ხშირ გავრცელებას ბარში, მოიმატებს ატმოსფერული ნალექი.

იტალიის სამხრეთითა და ადრიატიკის ზონაში დაუბერავს ჩრდილოეთის ქარი, რაც ღრუბლიანობას გამოიწვევს. შედეგად ტემპერატურა საშუალოზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვა. კვირის ბოლოს ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი აბრუცოს ბორცვზე. მოლისესა და სამხრეთით, თოვლია მოსალოდნელი.

ღრუბლიან ამინდს ვარაუდობენ იტალიის ცენტრალურ ნაწილშიც, ასევე აპულიის ჩრდილოეთით და სამხრეთ იტალიის შიდა ნაწილში. მოსალოდნელია წვიმის სახით მცირე ნალექი. შედარებით მცირე ღრუბლიანობაა ნავარაუდევი სამხრეთის დანარჩენ ნაწილში, ლაციოს რეგიონის დაბლობზე, სიცილიასა და სარდინიაზე.

წყარო: meteo.it

მოამზადა ნონა გედენიძემ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788020135

მსოფლიო

ზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევსა და ჩერნიგოვზე, შესაძლო შეტევითი ოპერაციის რამდენიმე სცენარის მომზადება დაევალა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანე...

პავლო პალისა

1788017197

საზოგადოება

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე, სოფელ საყდართან, სარმის დროებითი ხიდის მოწყობა გრძელდება. ხიდის კონსტრუქცია...

სოფელ საყდართ

1788014662

ახალი ამბები

უბედური შემთხვევა ბათუმში - 2 წლამდე ბავშვი მერვე სართულიდან გადავარდა და დაიღუპა

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადავარდა და დაიღუპა. არსებული ცნობით, მცირეწლოვანი ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმ...

სასწრაფოს მანქანა

1788014259

საზოგადოება

ხუბუა: ჟორჟოლიანი თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, „საქართველოში გადმოვიდაო“, ეს მხოლოდ მის კოგნიტიურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც „საქართველოში გადმოვიდეს”

„ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური, მორალური და ინტელექტუალური სიღატაკის ბარომეტრი - ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა 2021 წელს „საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა". სინამდვილეში, აწ გარდ...

ჯაბა ხუბუა

1788010909

მსოფლიო

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 675-მდე გაიზარდა

ნეპალში ჩინეთის საზღვართან ამ კვირაში მომხდარმა დამანგრეველმა წყალდიდობამ, სულ მცირე, 675 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, - განაცხადა ნეპალის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. როგორც ცნობილია,...

ნეპალი ნეპალი