ლევან მახაშვილი: საქართველო არავის ედრება, საქართველო დგას იქ, სადაც ქვეყნის მოსახლეობას ეკადრება
ღიმილის მომგვრელია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ ხოლმე ჩვენი კოლეგებისგან, საქართველო არავის ედრება, მით უმეტეს მოლდოვას და უკრაინას, რომელთაც სხვა გზა აქვთ არჩეული ევროპასთან ინტეგრაციისთვის, ერთს – ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, მეორეს კი – სხვა ქვეყანასთან გაერთიანების, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო არავის არ ედრება, თუმცა პერიოდულად უწევს ხოლმე კონკრეტული სტატისტიკის, მონაცემების მოყვანა, რადგან საქართველოსადმი უსამართლო და ცილისმწამებლური შეფასებები ისმის.
„საზოგადოებას ყოველთვის შევახსენებთ, როდესაც დავინახავთ საქართველოს არასწორ შედარებას სხვა ქვეყნებთან. კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რა მდგომარეობაა საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის, ეკონომიკის განვითარების, სიღარიბესთან ბრძოლის და ა.შ. დაე, საბოლოო ჯამში, საზოგადოებამ გადაწყვიტოს, სად დგას რეალურად საქართველო, წინ არის თუ არ არის წინ, განსაკუთრებით უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, თორემ არსებულ სტატისტიკას თუ შევხედავთ, ყველაფერი ნათელია, საქართველო დგას იქ, სადაც ეკადრება საქართველოს მოსახლეობას“, – განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა იგორ გროსუმ მოლდოვური ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა: „საქართველოს პრემიერი არ უშვებს შანსს, მოლდოვა გააკრიტიკოს, ამ შემთხვევაში უფრო მეტია შური, რომ მოლდოვა გაცილებით სწრაფად მოძრაობს ევროინტეგრაციის მიმართულებით“.
1791976016
საზოგადოებაზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება ALDE ავრცელებს, რომლის წევრიც ჯაფარიძის პარტიაა. ALDE-ს მიერ...
1791975355
საზოგადოებათორნიკე ფაღავა საკონსტიტუციო სარჩელზე: არ შეიძლება ერთი ხელით წვავდე პარლამენტს, ცესკოს შენობასა და სასამართლოს და ამავდროულად გქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლო დემოკრატიული სიკეთეებით
თორნიკე ფაღავამ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის თარიღის დანიშვნას გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული სარჩელი ძლიერი არგუმენტები...
1791973819
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, მომავალი თაობისთვის, რომელიც შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე
ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბ...
1791972726
საზოგადოებაშიო მესამე: ჩვენს მიერ განვლილი საუკუნეები მეტყველებს იმაზე, რომ არანაირ სირთულეს და განსაცდელს არ უნდა შევუშინდეთ, არამედ მტკიცედ ვიდგეთ ქრისტეს, მართლმადიდებელი ერთგულების გზაზე და ღვთისმშობელი ყოველთვის დაგვიფარავს და გადაგვარჩენს
მცხეთის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ მრევლს დღესასწაული მიულოცა. მისი თქმით, საქართველოს მიერ განვლილი საუკუნეები მეტყველებს იმაზე, რომ არანაირ სირთულეს და განსაცდელს...
1791972495
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: სვეტიცხოველი ცისა და მიწის შემაერთებელი სვეტი, ჩვენი დედა ეკლესიის მთავარი ტაძარი, ჩვენი ეროვნული იდენტობის, გადარჩენისა და მარადიულობის უმთავრესი სიმბოლოა
დღეს ჩვენ შევიკრიბეთ მცხეთაში - ჩვენს უმთავრეს სულიერ დედაქალაქში, იმ უძველეს მიწაზე, სადაც საუკუნეების წინ წმინდა ნინოს ქადაგებით, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის მეოხებით ქრისტიანული რწმენის ურყევი ს...



























