იტალიის ამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქის მერია, ხელმოკლე ოჯახებს, ბინის ქირის გადახდაში დაეხმარება

მილანის მუნიციპალიტეტის, ახალი ინიციატივის თანახმად, გამოიყო 4,5 მილიონი ევრო, რომლითაც მერია შეჭირვებულ მოსახლეობას ქირის გადახდაში დაეხმარება.
20 აპრილიდან, პირებს, რომელთა შემოსავალი არ აღემატება წელიწადში 26 ათას ევროს, დახმარებისთვის შეუძლიათ მიმართონ მუნიციპალიტეტს.
შესაძლებელი იქნება 3 ათასი ევროს მოთხოვნა, რომელიც მინიმუმ 8 თვის ბინის ქირას დაფარავს. შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ თანხა, 30 დღის განმავლობაში, უშუალოდ ბინის მეპატრონეს ჩაერიცხება.
ინიციატივა ვრცელდება მხოლოდ მილანის მუნიციპალიტეტზე.
აუცილებელი მოთხოვნებია: იზეე, საბუთი სადაც შემოსავალი 26 ათასს ევროს არ აღემატება;
განაცხადის გაკეთება მხოლოდ იმ პირს შეუძლია ვისზეც ქირავნობის კონტრაქტია გაფორმებული;
განმცხადებელ პირზე, ლომბარდიის რეგიონში, არ უნდა იყოს რეგისტრირებული არანაირი კერძო საკუთრება;
მიმდინარე წლის 20 აპრილამდე პირს უკვე მინიმუმ 6 თვე უნდა ჰქონდეს ნაცხოვრები განაცხადში მითითებულ ბინაში და უნდა ჰქონოდეს ქირავნობის ხელშეკრულება;
განაცხადების მიღების ვადა 11 მაისს 12 საათზე იწურება;
როგორც ბინის მეპატრონეს, ისე დამქირავებელს, აუცილებელია ჰქონდეთ SPID-ი;
დახმარების მიღებაზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია, ვებგვერდზე www.comune.milano.it.
ანუკა ღონღაძე სპეციალურად ექსკლუზივტვ-თვის მილანიდან
1745946291
ახალი ამბებიალექსანდრე ტაბატაძე სუსის ანგარიშზე: ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგო, თავიდან ავიცილეთ ესკალაციები
„ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგო, თავიდან ავიცილეთ ესკალაციები, გადატრიალების მცდელობები, რაც სუს-ის დამსახურებაა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროებ...
1745944517
ახალი ამბებიპარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუგრძელა
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 79 ხმით, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003...
1745942528
ახალი ამბებინიკა მელიას დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 50 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 50 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმა...
1745941036
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებისთვის
„მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებისთვის, ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ღირსეულ საფუძვლებზე და არა რაღაც ვასალურ საფუძველზე ა...
1745940129
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ამ ვითომ ფონდებმა და ამათმა პატრონმა აგენტებმა, ევროპის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნებიდან, უნდა შეიგნონ, საქართველოს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერევიან
„ამ ვითომ ფონდებმა, ვითომ არასამთავრობოებმა და ამათმა პატრონმა აგენტებმა, ევროპის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნებიდან, უნდა შეიგნონ, რომ საქართველოს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერევიან, ეს არის...