იტალიის პოლიცია, უკრაინის დახმარების მოტივით გახშირებული თაღლითობების გამო, მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ბოლო დროს, იტალიურ ინტერნეტსივრცეში შეიმჩნევა სამწუხარო ტენდენცია. იკვეთება თაღლითობის სქემები, რომელთა საშუალებითაც, კონკრეტული პირები, დღესდღეობით ყველაზე სენსიტიური, უკრაინის ომის თემით, სარგებლის მიღებას ცდილობენ.

საქმეში სამართალდამცველებიც ჩაერთვნენ. იტალიის პოლიცია, უკრაინის დახმარების მოტივით გახშირებული თაღლითობების გამო, მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ერთ-ერთი მათგანია WhatsApp-ით გავრცელებული მესიჯები. პოლიცია კონკრეტულ რჩევებს იძლევა. გაითვალისწინეთ, რომ:

  • საქველმოქმედო მიზნებისთვის ფულადი სახსრების შეგროვება, როგორც წესი, შეთანხმებულია იმ ოფიციალურ ორგანოსთან, რომლისთვისაც არის თანხა განკუთვნილი და ინფორმაცია, ამ ორგანოს მიერ ოფიციალურ ვებგვერდებზე ვრცელდება. 
  • არ არის გამორიცხული, რომ კერძო პირს, ან ორგანიზაციას მართლაც კეთილი ზრახვები ამოძრავებდეს და შეგროვებულმა თანხამ, რეალურად მიაღწიოს მითითებულ მიმღებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ შემოწირულების გაღებამდე შეამოწმოთ, მითითებული საბანკო მონაცემები არის თუ არა მიმღების ოფიციალურ ვებგვერდზე. ნუ მიუთითებთ საკრედიტო ბარათის მონაცემებს, ისარგებლეთ ერთჯერადი გადახდის ფუნქციით.
  • ეჭვის შემთხვევაში, დაუკავშირდით საფოსტო და კავშირგაბმულობის პოლიციას. საკონტაქტო მონაცემები, თქვენი საცხოვრებლის მიხედვით, შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტში, ან მათ ოფიციალურ ვებსაიტზე www.commissariatodips.it. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793630102

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ევრობიუროკრატებმა სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს - მათ ათასობით დაკავებული და დაპატიმრებული დემონსტრანტი ჰყავთ

„სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს ევრობიუროკრატებმა“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა. წილოსანის თქმით, იგი ფიქრობს, რომ ამ...

ნინო წილოსანი

1793628822

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს

„თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამხრეთ კორეაში...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

1793627463

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები

„ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა, რითაც დეპუტატი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებს...

ირაკლი ჭეიშვილი

1793626828

საზოგადოება

გია ვოლსკი: არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ

პოლონეთში იმის საწინააღმდეგო ხდება, რაც კანონით აქვთ დადგენილი. ექვსი მოსამართლის ჩანაცვლების დრო მოვიდა და ვითარება უფრო დაიძაბა, თორემ წინა ხელისუფლების პერიოდში ბრიუსელმა პოლონეთს სანქციები დაუწესა...

გია ვოლსკი

1793625582

ახალი ამბები

№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა

სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გა...

პენიტენციური სამსახური