როგორ შეგიძლიათ მიიღოთ იტალიის მოქალაქეობა
იტალიის ტერიტორიაზე ქართველ ემიგრანტთა რაოდენობის შესამჩნევი მატებისა და საკითხისადმი გაზრდილი ინტერესის გამო, გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის აქვს უფლება მიიღოს აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობა. იტალიის მოქალაქეობის მიღება არც ისე მარტივი და საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ამ სტატიაში გაგაცნობთ, თუ რა შემთხვევაში გასცემს იტალია მოქალაქეობას და რა რეკვიზიტებია საჭირო.
პირველი და ყველაზე ბუნებრივი მოტივი, მოქალაქეობის დაბადების ადგილის მიხედვით მიღებაა და ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მშობელი მაინც არის იტალიის მოქალაქე. დაბადების ადგილის მიხედვით ბავშვს ენიჭება იტალიის მოქალაქეობა არაიტალიელი მშობლების შემთხვევაშიც, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ბავშვის მშობლების ვინაობა უცნობია, ან მიატოვეს და არც ერთი ქვეყნის მოქალაქედ არ ფიქსირდება. ასევე ბავშვს აქვს უფლება მიიღოს იტალიის მოქალაქეობა, თუ მას იშვილებს იტალიის მოქალაქე სანამ პირს 18 წელი შეუსრულდება.
ახლა, გადავიდეთ მთავარ საკითხზე. რა შემთხვევაში შეუძლია მიიღოს მოქალაქეობა ზრდასრულმა უცხოელმა. იტალიის კანონმდებლობის მიხედვით, არსებობს ორი გზა: ეს შეიძლება მოხდეს იტალიის მოქალაქესთან ქორწინების საშუალებით და მეორე - ჩაწერის მიხედვით.
ამგვარად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც დაქორწინებულია იტალიის მოქალაქეზე, შეუძლია მოითხოვოს იტალიის მოქალაქეობა: ქორწინებისა და თანაცხოვრების ორი წლის თავზე, მაგრამ თუ წყვილს ჰყავს საერთო შვილი, თუნდაც აყვანილი, მაშინ ქორწინების ერთი წლის თავზე. თუ პირი ცხოვრობს საზღვარგარეთ, მაგრამ წყვილს ჰყავს საერთო შვილი , განცხადება მოქალაქეობის მიღების თაობაზე შეიძლება გაკეთდეს, ქორწინებიდან 18 თვის შემდეგ, შვილის არ ყოლის შემთხვევაში - სამი წლის თავზე. რა თქმა უნდა, ამ პერიოდის განმავლობაში წამოწყებული არ უნდა იყოს სამართლებრივი საქმე გაყრის შესახებ.
რაც შეეხება მოქალაქეობის მიღების უფლებას ჩაწერის მიხედვით, შეუძლია პირს, რომელიც დაბადებულია იტალიაში და ცხოვრობს ლეგალურად ბოლო სამი წლის განმავლობაში; ასევე წარმოშობით იტალიელს, რომელიც დაიბადა და ცხოვრობდა სხვა ქვეყანაში, მაგრამ იტალიაში ლეგალურად ცხოვრობს ბოლო სამი წლის განმავლობაში; სრულწლოვან პირს, რომელიც შვილად იქნა აყვანილი იტალიის მოქალაქის მიერ და ლეგალურად ცხოვრობს იტალიის ტერიტორიაზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში; დევნილის სტატუსის მქონე პირს, რომელიც ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრობს ბოლო ხუთი წელია და ბოლოს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც იტალიაში ლეგალურად ცხოვრობს ბოლო ათი წლის განმავლობაში.
განცხადების გაკეთება ხდება ონლაინ, შემდეგ მისამართზე https://cittadinanza.dlci.interno.it და ბოლო ცვლილებებით, აუცილებელია გქონდეთ SPID (ციფრული იდენტობის საჯარო სისტემა).
განაცხადის გასაკეთებლად საჭირო დოკუმენტაცია:
1. 16 ევროიანი საშემოსავლო მარკა, იგივე Marca da bollo
2. დაბადების მოწმობა, ნათარგმნი, აპოსტილით დამოწმებული და ლეგალიზებული იტალიის საელჩოს მიერ
3. ნასამართლობის ცნობა საქართველოდან, ასევე ნათარგმნი, დამოწმებული და ლეგალიზებული
შენიშვნა: თუ პირი ცხოვრობდა სხვა ქვეყნებში, აუცილებელია ნასამართლობის ცნობა ამ ქვეყნებიდანაც
4. პასპორტისა და პირადობის მოწმობის ასლები
5. იტალიაში ბინადრობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის (Permesso di soggiorno) ასლი, რომელსაც ვადა ჯერ არ გასვლია
6. იტალიაში ჩაწერის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ე.წ. Residenza-ს სრული ისტორია
7. ავტოსერთიფიკატი ამჟამინდელი ოჯახური მდგომარეობისა და ნასამართლობის შესახებ, რომელიც შემდეგ გადამოწმდება ბაზაში პრეფექტურის მიერ
8. ბოლო სამი წლის შემოსავლები, იგივე 730, CUD, UNICO, იმის მიხედვით, თუ რა ტიპის სამსახურში მუშაობს პირი
შენიშვნა: ოჯახებში დასაქმებულმა პირებმა ასევე უნდა წარადგინონ ამონაწერი INPS-დან
9. იტალიური ენის სერტიფიკატი დონე B1. ეს არ ეხებათ იტალიაში მუდმივი ბინადრობის მქონე პირებს
10. გადახდის ქვითარი, 250 ევროს ოდენობით
რაც შეეხება ქორწინების მოტივით იტალიის მოქალაქეობის მოთხოვნას, ამ შემთხვევაში არ გეხებათ შემოსავლების დეკლარაციის წარდგენა, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილ საბუთებს ემატება ქორწინების მოწმობისა და მეუღლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები.
იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებასთან ერთად, გსურთ შეინარჩუნოთ საქართველოს მოქალაქეობაც, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებამდე, საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებთ თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. ამის შესახებ, განცხადება უნდა დაწეროთ იუსტიციის სახლში ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში, ხოლო თუ საზღვარგარეთ იმყოფებით, უნდა მიმართოთ საქართველოს საელჩოს საკონსულო განყოფილებას.
მოამზადა ნინა მამუკაძემ
ესეც დაგაინტერესებთ:
როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა იტალიაში და შეგვიძლია თუ არა ქართული მართვის მოწმობის კონვერტირება
1794377905
ახალი ამბები„უკანონოდ მოიპოვა და მობილურ ტელეფონში ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოს, რაც უკანონოდ გაავრცელა“ - დაკავებულია 1 პირი
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატ...
1794377250
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: იმდენად ცნობილია ის ანტიკონსტიტუციური მასშტაბი, რაც ამ ხუთ პარტიას გააჩნია, რომ ვფიქრობ, არ უნდა გაუჭირდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება
„იმდენად ცნობილია ის ანტიკონსტიტუციური მასშტაბი, რაც ამ ხუთ პარტიას გააჩნია, რომ ვფიქრობ, არ უნდა გაუჭირდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება“, - განუცხადა ჟურნა...
1794376041
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: მოპასუხე მხარე ცდილობს, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართლებრივი პროცესი შოუში გადაიზარდოს, რადგან არავითარი მტკიცებულება არ აქვთ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვისას ოპოზიცია, სამართლებრივი არგუმენტების წარდგენის ნაცვლად, პროცესის პოლ...
1794374955
საზოგადოება11 ნოემბერს თურქეთში მიმდინარე გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა
თურქეთში მიმდინარე გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სიტყვით გამოვა. მანამდე კი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკ კოლეგას შეხვდა. განიხილეს საქართ...
1794373047
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ნოემბერს საქართველოში
11 ნოემბერს, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +16 გრადუსი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქშია ნავარაუდევი, ხოლო ყველ...


























